პარლამენტის ბიუროს სხდომა

10 იანვარი 2020
პარლამენტის ბიუროს სხდომა

საქართველოს პარლამენტი, მიმდინარე წლის 17 იანვარს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვემზადებით საგაზაფხულო სესიისთვის. ამავე დროს, 17 იანვარს ვგეგმავთ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის ჩატარებას, რისთვისაც საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს, სადაც წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.

სხდომაზე, ასევე, განიხილეს საორგანიზაციო საკითხები.

არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს საპროკურორო საბჭოს წევრის ხელახალი არჩევის პროცესის დაწყების და შესაბამისი ვადის დინების გაგრძელების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი გააცნო.

„როგორც იცით, საპროკურორო საბჭოს ორი კანდიდატიდან ჩვენ ერთ-ერთი შევარჩიეთ, მეორემ უარი განაცხადა პროცესში შემდგომ მონაწილეობაზე. შესაბამისად, ვინაიდან საგაზაფხულო სესია ჯერ არ არის დაწყებული ბიურომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს ვადების დინება და გამოცხადდეს კონკურსი ბიუროს ჩატარების შემდგომ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს ასევე გააცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 6 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება, რომელიც განსახილველად იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 10 იანვარი

  • DSC_6095.jpg
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 10 იანვარი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 10 იანვარი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 10 იანვარი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 10 იანვარი