პარლამენტის ბიუროს სხდომა

15 დეკემბერი 2017
პარლამენტის ბიუროს სხდომა

15 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უძღვებოდა. 

დღეს, პლენარული სხდომა კონსტიტუციური კანონის პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. 
პლენარული სხდომის დღის წესრიგით განსახილველ და კენჭსაყრელ საკითხთა სიას რამდენიმე ახალი საკითხი დაემატა: დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ საქართველოს კანონის პროექტს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, მესამე მოსმენით განიხილება საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

პლენარული სხდომა საქართველოს კანონის პროექტს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილავს. 

ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 15 დეკემბერი