პარლამენტის ბიუროს სხდომა

05 დეკემბერი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

საქართველოს პრეზიდენტის 4 დეკემბრის განკარგულებით და საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგში 85 განსახილველი საკითხია.

კანონმდებლები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ.

სხდომაზე I მოსმენით განიხილავენ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, რომლის თანახმად, იცვლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი.

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყალიბდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით.

დღის წესრიგის თანახმად, რიგგარეშე სხდომაზე ასევე, განიხილება სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დადგენილებების პროექტები.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 დეკემბერი