პარლამენტის ბიუროს სხდომა

07 დეკემბერი 2017
პარლამენტის ბიუროს სხდომა

საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პარლამენტი დღეს II-III მოსმენით განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, მიიღეს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა.

„გუშინ გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეტალურად განვიხილეთ წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი. კომიტეტმა წარადგინა შესაბამისი დეტალური დასკვა, სადაც ასახულია შენიშვნები. ამიტომ გთავაზობთ პლენარულ სხდომაზე მეორე განხილვით დასრულების შემდეგ დღესვე, მესამე მოსმენით იმუშაოს პარლამენტმა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი სესიაზე, მეორე მოსმენით განიხილება, გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხი მესამე მოსმენით გაინხილება. ამის შემდგომ ბიუროს წევრები კვლავ შეიკრიბებიან და საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 7 დეკემბერი