პარლამენტის ბიუროს სხდომა

28 დეკემბერი 2020
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს.

პირველ რიგში, ბიურომ ცნობად მიიღო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის საკითხი, რომლის წევრებიც  ირაკლი ბერაია,  ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე იქნებიან.

ამის შემდეგ, ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი განიხილეს, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტის პროექტი და  კიდევ რამდენიმე საკითხი დაემატება, რომელთა განხილვაც კომიტეტებში მიმდინარეობს. ამიტომ პლენარულ სხდომამდე ხვალ ბიურო კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

ბიურომ იმსჯელა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ და ითქვა, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს პარლამენტის დადგენილების პროექტს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ.  დაჩქარებული წესით  განიხილავენ „საქართველოს კანონის პროექტს „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“; კანონპროექტს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შესახებ;სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებებს“;  საქართველოს ორგანულ კანონში „შრომის კოდექსი“ ცვლილებების შესახებ და თანმდევ საკანონმდებლო პაკეტს; „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს; „სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების დაწესებული საფასურის და ვადის შესახებ“ კანონში ცვლილებებს; აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით  განისაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს მოახსენა კომიტეტში ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის მზადყოფნის თაობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხვალ მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც განიხილება და კენჭი ეყრება ბიუჯეტის პროექტს, რასაც, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სხდომის მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა.

ბიურომ განიხილა საორგანიზაციო საკითხები.

29 დეკემბერს პლენარული სხდომის დაწყებამდე 11:30 საათზე ბიურო კიდევ ერთხელ  შეიკრიბება.

12 საათზე დაიწყება პლენარული სხდომა.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 28 დეკემბერი