პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს

13 მაისი 2019
 პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს

მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა.

პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში ასზე მეტი კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხია: კანონპროექტები, სარატიფიკაციო დოკუმენტები, კომიტეტების ანგარიშები 2018 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის წლიური ანგარიშები და სხვა.

განსახილველ საკითხთა შორისაა ფართო მოცულობის ორი საკანონმდებლო პაკეტი: „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ ( მეორე მოსმენა) და „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ (პირველი მოსმენა).

ბიუროს სხდომის წამყვანის ინფორმაციით, ამ კვირას პლენარული სხდომა მხოლოდ ერთდღიანი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ მაისში ინტერპელაციის წესით მთავრობის წევრის, ხოლო ივნისში - მთავრობის ანგარიშის მოსმენა იგეგმება, ბიურომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის საათის დროსთან დაკავშირებით.

კერძოდ, ბიუროს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი „მინისტრის საათზე“ პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ნაცვლად, საშემოდგომო სესიის პერიოდში წარდგებიან.

ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად განსაზღვრეს წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, ხოლო ცნობად - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხზე თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ.

ბიურომ საპროცედურო წესებისა და საკითხთა კომიტეტს შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა მოქალაქეთა (ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, მირინა ნიკოლაძე, მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ნატო ჩხეიძე, ვახტანგ შაქარაშვილი) განცხადება არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

ასევე შესაბამის კომიტეტებს გადაეცათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცებული ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში - „ინფექციის პრევენცია და კონტროლი“.

პარლამენტის პლენარული სხდომა მუშაობას 14 მაისს, 12.00 საათზე შეუდგება.

გალერეა

  •  პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს, 2019 წლის 13 მაისი