empty

ბიუროს 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

 

         კენჭსაყრელი საკითხები

 

 

1.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/28, 06.12.2012)  I მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                      (კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე, ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა, შეუწყვეტს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით)

2.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეI მოსმენა

                       (კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ, თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ყველა სხვა მოსამართლეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო)

3.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებI მოსმენა

                       (რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის წესი)

                         ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

       (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

       (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

 

 

          __________________________________________________________________________________________________

4.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის  წესის  შესახებ“   საქართველოს  ორგანულ  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“  (07-3/8, 15.11.2012)  I მოსმენა          

                

                 (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა  დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                         

                       (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით)

             (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)              

_________________________________________________________________________________________________

5.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/19, 29.11.2012) I მოსმენა           

                       

                            (საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

               

                            (წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში)

           __________________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/23, 29.11.2012)       I მოსმენა          

                    

                      (საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                          

                             (კანონპროექტით უქმდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციები სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე)

                (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)              

 

 

 7.        საქართველოს კანონის პროექტი