empty

ბიუროს 2012 წლის 27 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 27 დეკემბრის  სხდომის დღის წესრიგი

 

          

 

           განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხები

 

 

1.         ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი (07-2/10, 05.12.2012) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ( 481 მუხლს ემატება 31 პუნქტი) და პირველი მუხლის მე-8 პუნქტი (64-ე მუხლის ახალი რედაქცია) II მოსმენა

                        

                           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

                      

2.         საქართველოს კანონის პროექტი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/10, 05.12.2012) III მოსმენა

                        

                           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                      

                         (კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი, ასევე ზუსტდება მანდატურის სამსახურში დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები)

                         

                                     საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას.             _________________________________________________________________________________________________

3.         საქართველოს კანონის პროექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/15, 17.12.2012)                           ერთი მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

        (კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას, ასევე რომელთა ტვირთამწეობა 3 ტონა და მეტია, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას, ნაცვლად 2013 წლის იანვრისა, დაექვემდებარებიან 2014 წლის 1 იანვრამდე)

   საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას.

              _________________________________________________________________________________________________

4.         საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/35, 19.12.2012)          II  მოსმენა

                                (საქართველოს პარლამენტის წევრი ვიად ძიძიგურის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ვიად ძიძიგური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                        (წარმოდგენილი კანონპოექტით განისაზღვრება საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების მიზნები, საღვთისმეტყველო საგანამანათლებლო პროგრამები, საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, მართვის, სტუდენტთა ჩარიცხვის, აკადემიური პერსონალის მიღების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი, ასევე საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლებამოსილებანი)

5.         საქართველოს კანონის პროექტი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეII მოსმენა

                      (კანონპროექტით დგინდება გამონაკლისი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტიგაცემის, საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად აკრედიტაციის გავლისას)

              ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

          _________________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (07-2/18, 20.12.2012) II მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე,  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი)

         (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება საგადასახადო ხანდაზმულობის ვადბის ათვლის მომენტი, ცვლილებები ეხება დაბეგვრის და ადმინისტრირების მექანიზმებს, საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინების განხორციელებისა და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესებს, ასევე მცირდება საგადასახადო დამართალდარღვევისათვის კოდექსით გათვალისწინებული სანქციის ოდენობები)

     საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

            _________________________________________________________________________________________________

7.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი `საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე