empty

ბიუროს 2012 წლის 28 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 28 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

           

            განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხები

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/35, 19.12.2012)          III მოსმენა

                                (საქართველოს პარლამენტის წევრი ვიად ძიძიგურის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ვიად ძიძიგური)

                        (წარმოდგენილი კანონპოექტით განისაზღვრება საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების მიზნები, საღვთისმეტყველო საგანამანათლებლო პროგრამები, საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, მართვის, სტუდენტთა ჩარიცხვის, აკადემიური პერსონალის მიღების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი, ასევე საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლებამოსილებანი)

2.         საქართველოს კანონის პროექტი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეIII მოსმენა

                      (კანონპროექტით დგინდება გამონაკლისი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტიგაცემის, საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად აკრედიტაციის გავლისას)

               ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

          _________________________________________________________________________________________________

3.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (07-2/18, 20.12.2012) III მოსმენა

           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე)

        (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება საგადასახადო ხანდაზმულობის ვადბის ათვლის მომენტი, ცვლილებები ეხება დაბეგვრის და ადმინისტრირების მექანიზმებს, საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინების განხორციელებისა და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესებს, ასევე მცირდება საგადასახადო დამართალდარღვევისათვის კოდექსით გათვალისწინებული სანქციის ოდენობები)

   საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

              _________________________________________________________________________________________________

4.         საქართველოს კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/33, 13.12.2012) III მოსმენა

                        (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი)

                        (კანონპროექტით უქმდება იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების ერთი საკანონმდებლო აქტით შეტანისა და ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღებისა და დამატების შემთხვევაში მხოლოდ სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღებისა და დამატების თაობაზე მითითების შესაძლებლობა)

5.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ III მოსმენა

                          (რეგლამენტის პროექტით უქმდება იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების ერთი საკანონმდებლო აქტით შეტანის შესაძლებლობა)

              _________________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/28, 06.12.2012)  III მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი)

                      (კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე, ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა, შეუწყვეტს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით)

          (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

              (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

 

7.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  III მოსმენა

                       (კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ, თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ყველა სხვა მოსამართლეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო)

8.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

                       (რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის წესი)

                         ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

          __________________________________________________________________________________________________

     9.            საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის  წესის  შესახებ“   საქართველოს  ორგანულ  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/8, 15.11.2012) III მოსმენა         

                        (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა  დავითაშვილი)

                                 (კანონ