empty

ბიუროს 2012 წლის 20- 21 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 20- 21 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

           განსახილველი საკითხები

 

1.        საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  შესახებ“  და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“ (07-2/8, 30.11.2012)

                           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი,   საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის  პორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

            _____________________________________________________________________________________________    

             საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის       პროექტიდან გამომდინარე კანონის პროექტები:

 

2.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/3, 05.11.2012) III მოსმენა

                            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი თაბუაშვილი და დავით ებრალიძე) 

        

                        (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდების და სხვა სახის ფონდების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების და ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის ღონისძიებების საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებში გაერთიანებას. ასევე, კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მათ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების შეფასების ინდიკატორებს, ხოლო ბიუჯეტის პროექტს განმარტებით ბარათთან და მოკლე აღწერილობასთან ერთად უნდა დაერთოს წლიური ბიუჯეტის ამოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების ცვლილების პაკეტიც)

 

3.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  III მოსმენა

        

                           (კანონპროექტით ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით, ასევე განისაზღვრება დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობა და მისი გამოყენების წესი, გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას დივიდენდისა და პროცენტის სახით მიღებულ შემოსავლებზე დგინდება 5%-იანი, ხოლო როიალტის სახით მიღებულ შემოსავლებზე კი - 20% განაკვეთი)

 

4.         საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეIII მოსმენა

                       

                          (წარმოდგენილი კანონპროქტის თანახმად საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებულნი არიან თავიანთი ბიუჯეტის პროექტები და საშტატო ნუსხები შეათანხმონ ფინანსთა სამინისტროსთან)

               ______________________________________________________________________________________________

5.       საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი `საქართველოს  2013-2015 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

                 (მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)   

               ____________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ