empty

ბიუროს 2013 წლის 17 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 17 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი

 

 

1.      2013 წლის 16 იანვრიდან მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის 18 იანვრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

 

          განსახილველი  საკითხები:

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/22, 03.01.2013) II - III მოსმენა

                   (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

                       (კანონპროექტის შესაბამისად, 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირთა საქმეები)

                         ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების  დაჩქარებული წესით განხილვას.

            ________________________________________________________________________________________________

2.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის  წესის  შესახებ“   საქართველოს  ორგანულ  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/8, 15.11.2012) III მოსმენა            

                        (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა  დავითაშვილი)

                                 (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით)

                       _________________________________________________________________________________________________

3.            საქართველოს კანონის პროექტი პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/22, 29.11.2012)            I მოსმენა

                          (საქართველოს პარლამენტის წევრის ობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: -  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                            (კანონპროექტის შესაბამისად, იმიჯნება იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები. პროკურატურას უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, 5 წლის ვადით. ახლებურად ყალიბდება მთავარი პროკურორის მოადგილეების, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე გამწესებისა და ასევე მათი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესთან დაკავშირებული საკითხები)

4.            საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა            

                           (კანონპროექტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილი ხდება გააპროტესტოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო, ასევე შესაძლებელი ხდება პროკურორის პროტესტით, რაიონული ან სააპელაციო სასამართლოების მიერ, გაუქმდეს ან შეიცვალოს როგორც რაიონული (საქალაქო), ისე სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე)

5.            საქართველოს კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა               

                           (კანონპროექტით უქმდება გამონაკლისი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების გაუქმებასთან მიმართებით)

6.            საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

                             (კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები ხდება საჯარო (მოქმედი რედაქციით - საჯაროა მხოლოდ სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი)

7.            საქართველოს კანონის პროექტი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  I მოსმენა               

                             (წარმოდგენილი კანონპროექტით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის შესრულებაზე, აგრეთვე აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ზედამხედველობას, იუსტიციის მინისტრის