empty

ბიუროს 2013 წლის 17 ივნისის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 17 ივნისის

სხდომის დღის წესრიგი                                                                                                                                                                                                            

 

 

     საქართველოს  პარლამენტის 2013 წლის 26 - 28 ივნისის   პლენარული

         სხდომების დღის წესრიგი

 

         განსახილველი საკითხები

 

1.       საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/69, 31.05.2013) II- III მოსმენა      

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

             (წარმოდგენილი კანონპროექტით აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ემატება ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, რომელიც განახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს, განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესი. კანონპროექტითვე რეგულირდება ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის ფორმირებისა და დამტკიცების წესი)

                   საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

               _____________________________________________________________________________________________

2.       საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/68, 30.05.2013) II - III მოსმენა    

               (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

             (წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი. ერთიანი ეროვნული პროფესიული გამოცდის ჩატარების შესახებ დებულებას დაამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხოლო დაფინანსების წესსა და პირობებს დაადგენს საქართველოს მთავრობა. კანონპროექტითვე რეგულირდება იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხი, რომელთაც ავტორიზაცია უნდა გაევლოთ 2013 წელს)

                   საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

               _____________________________________________________________________________________________

3.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/41, 08.01.2013) II მოსმენა    

         (საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

           (ორგანული კანონის პროექტით თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი; კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება)

4.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა    

             (წარმოდგენილი კანონპროექტით დედაქალაქის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი; კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება)

           ______________________________________________________________________________________________

5.       საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (#07-3/84, 18.04.13) II მოსმენა

               (საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

             (კანონპროექტით რეგულირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოპოვების, შეწყვეტის, მონიტორინგის, მათთვის შეღავათების დაწესებისა და მათი საქმიანობის საკითხები)

6.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

             (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე პირთა მოგებისა და 2017 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას, ასევე აღნიშნული პირებისათვის ქონების გადასახადის განაკვეთის დაწესებას)

7.       საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

             (კანონპროექტის შესაბამისად იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც მიეკუთვნება კოოპერატივს ემატება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი)

8.       საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

           (წარმოდგენილი კანონპროექტით წესდება გამონაკლისი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები ჩაითვლება გრანტად, ასევე გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს ემატება აღნიშნული კოოპერატივები)

             ___________________________________________________________________________________________

9.       საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (# 07-2/57, 30.04.2013) I მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი)

             (წარმოდგენილი კანონპროექტით იზრდება „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისათვის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრება „ბორჯომის“ მინერალური წყლისათვის, 1მ3 წყალზე - 30 ლარით, ხოლო „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისათვის, 1მ3 წყალზე - 18 ლარით)

         ________________________________________________________

10.     საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/85, 25.04.13) I მოსმენა

               (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

             (წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სგანამანათლებლო დაწესებულებების გაუქმება ან რეორგანიზაცია დასაშვები ხდება მხოლოდ ამ დაწესებულებათა წარმომადგენლობითი მმართველი ორგანოს თანხმობით. რეგენტთა საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს)

11.     საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

             (კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შესაძლებელია განხორციელდეს ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა)

             ______________________________________________________________________________________________

12.     საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/86, 25.04.13) I მოსმენა

               (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (კანონპროექტის შესაბამისად  მოგების გადასახადისაგან    თავისუფლდება   საჯარო სამართლის იურიდიული    პირის - უმაღლესი       საგანმანათლებლო      დაწესებულების,    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებისა და ამ დაწესებულების განვითარების ფონდის საქმიანობიდან მიღებული მოგება, ხოლო აღნიშნული დაწესებულებების ქონების გადასახადის წლიური ოდენობა განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 0,1%–ით)                _____________________________________________________________________________________________

13.     საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/90; 23.05.2013) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ზურაბ ტყემალაძის და გიგლა აგულაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

             (კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ნორმის მოქმედების 2017 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას, რომელიც ეხება უცხოელისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების მინიჭებას, ამასთანავე, აღნიშნული არ გავრცელდება კანონპროექტის ამოქმედებამდე უცხოელის საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამუურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე)

             _____________________________________________________________________________________________

14.     საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/60, 13.05.2013) I მოსმენა

          (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა; მომხსენებელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი)

             (კანონპროექტის მიხედვით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ტერმინ „თანამდებობის პირის“ ჩამონათვალს ემატება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები, ასევე საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები. ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების ნაცვლად თანამდებობის პირად განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები)

     ________________________________________________________

15.     საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/89, 23.05.2013) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

             (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება ოჯახური წარმოებისა და ოჯახური წარმოების სუბიქტის ცნებები, სახელმწიფო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი გავრცელდება როგორც ბიზნესოპერატორის, ასევე ოჯახური წარმოების სუბიექტის მიმართ, კანონპროექტითვე განისაზღვრება ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხვედლობისა და შეთანხმების პროცედურა საოჯახო წარმოების სუბიექტსა და