empty

ბიუროს 2013 წლის 18 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 18 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი

 

1.      2013 წლის 16 იანვრიდან მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის 18 იანვრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

 

         კენჭსაყრელი  საკითხები:

 

1.            საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/19, 29.11.2012) I მოსმენა       

                            (საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

               

                            (წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში)

           __________________________________________________________________________________________________

 

2.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის  წესის  შესახებ“   საქართველოს  ორგანულ  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/8, 15.11.2012) III მოსმენა            

                        (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა  დავითაშვილი)

                                 (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით)

                       _________________________________________________________________________________________________

 

3.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის (2012 წლის 21 ნოემბრის #70-I) დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

                (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე)

 

 

 

             განსახილველი  საკითხები:

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/22, 03.01.2013)  III მოსმენა

                   (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე)

                       (კანონპროექტის შესაბამისად, 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირთა საქმეები)

                         ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების  დაჩქარებული წესით განხილვას.

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            ________________________________________________________________________________________________

2.         საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/5, 08.11.2012)         III მოსმენა

                            (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი)

                             (წარმოდგენილი   კანონპროექტის   შესაბამისად   სახელმწიფო   დაცვის   სპეციალური   სამსახური, გადადის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში (დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად აღნიშნული     სამსახური    ექვემდებარება    საქართველოს     პრეზიდენტს);     შესაბამისად    სამსახურის   სტატუსისა  და მისი ფუნქციონირებასთან   დაკავშირებული  საკითხების  რეგულირებისთანამდებობის    პირთა     დანიშვნისა   და   თანამდებობიდან    გათავისუფლების,    ასევე    ამ    სფეროში     ნორმატიული     აქტების     გამოცემის უფლებამოსილება გადაეცემა  საქართველოს  მთავრობას)             _________________________________________________________________________________________________