empty

ბიუროს 2013 წლის 19 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

         

                                       საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 19 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

 

 

1.      საქართველოს პარლამენტის 2013 წლის  20 - 22 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

 

 

            განსახილველი  საკითხები

 

1.     საქართველოს კანონის პროექტი `თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/29, 06.12.2012) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილის ინიციატივა;  მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                       (კანონპროექტით ზუსტდება ურთიერთდამოკიდებული პირის ტერმინი და ასეთ პირად განისაზღვრება ასევე პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის მფლობელი, მცირდება ასევე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ან რეალიზაციის, სადაზღვევო და სამედიცინო საქმიანობის ორი ან მეტის ერთდროულად განხორციელებისას)

             ______________________________________________________________________________________________

2.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/38, 26.12.2012) I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ალექსანდრე ქანთარიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი)

              (რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრებს განცხადებებით სარგებლობის უფლება მიეცემათა პლენარული სხდომის კვირის დღეებში; მოქმედი რედაქციით აღნიშნული უფლებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათს)

           ______________________________________________________________________________________________

3.          საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე   წარმოდგენილი (ნინო კიკალიშვილი, გია გარსევანიშვილი) კანდიდატურების არჩევის საკითხი

          (მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე)

              ______________________________________________________________________________________

4.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ეკატერინე სირაძე-დელონეს  საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად თანხმობის მიცემის შესახებ“

                 (მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

             _____________________________________________________________________________________________

5.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზაზა კანდელაკის   უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად თანხმობის მიცემის შესახებ“

      (მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

             _____________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „თეიმურაზ ჯანჯალიას  ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად თანხმობის მიცემის შესახებ“

      (მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

             _____________________________________________________________________________________________

7.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „არჩილ გეგეშიძის  აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად თანხმობის მიცემის შესახებ“

      (მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე)

             _____________________________________________________________________________________________

8.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზაალ გოგსაძის  ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად  დასანიშნად თანხმობის მიცემის შესახებ“

      (მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

             _____________________________________________________________________________________________

9.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მიხეილ უკლებას  უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად თანხმობის მიცემის შესახებ“

      (მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

             _____________________________________________________________________________________________

10.       საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „კარლო სიხარულიძის  იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დასანიშნად თანხმობის მიცემის შესახებ“

      (მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

             _____________________________________________________________________________________________

11.       საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (#07-2/23, 03.01.2013)              I მოსმენა             

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე)

              (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ განახორციელებს სახელმძღვანელობის ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენას, შეფასებასა და გრიფის მინიჭებას; ასევე ავტორიზაციის საბჭოს ნაცვლად იქმნბა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოები)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტით ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი; ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ გაუწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სამართლებრივ დახმარებას)

13.       საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციაში გაატარონ, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან შეთანხმებული, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები; გარდა ამისა სააგენტო, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, რეგისტრაციაში გაატარებს ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს)

14.       საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

            (კანონპროექტით ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი)

15.       საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი  განათლების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტის შესაბამისად ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი)

            _____________________________________________________________________________________________

16.       საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/49, 31.01.2013) I მოსმენა

           (საქართველოს პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილის და ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

             (კანონპროექტით ზუსტდება სახელმწიფო ქონების განკარგვისას მესამე პირის მომსახურების ანაზღაურების წესი და ვადები, ასევე განისაზღვრება ელექტრონული აუქციონისას არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გასატარებელი ღონისძიებები)

             _______________________________________________________________________________________

17.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/43, 17.01.2013) I მოსმენა

           (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება დამატებითი პირობები, რომლის საფუძველზე ეროვნულ ბანკი იღებს გადაწყვეტილებას პირის რეგისტრაციაზე ან მასზე ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ)