empty

ბიუროს 2013 წლის 27 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 27 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

                      

 

          კენჭსაყრელი საკითხები

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/28, 16.01.2013) I მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  პორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

(კანონპროექტის თანახმად ზუსტდება ახალგაზრდული კავშირების მიზანი, ასევე ხდება აღნიშნულ კავშირების წევრებისათვის ასაკობრივი შეზღუდვისა და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის შექმნასა და ფუნქციონირებასან დაკავშრებული ნორმები)

           _____________________________________________________________________________________________

2.         საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/19, 29.11.2012) III მოსმენა       

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი)              

                          

               (წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში)

           ______________________________________________________________________________________________

3.         საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (#07-2/23, 03.01.2013)              II მოსმენა             

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე)

              (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ განახორციელებს სახელმძღვანელობის ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენას, შეფასებასა და გრიფის მინიჭებას; ასევე ავტორიზაციის საბჭოს ნაცვლად იქმნბა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოები)

           (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

4.         საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

              (კანონპროექტით ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი; ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ გაუწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სამართლებრივ დახმარებას)

         (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

5.         საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

              (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციაში გაატარონ, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან შეთანხმებული, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები; გარდა ამისა სააგენტო, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, რეგისტრაციაში გაატარებს ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს)

6.         საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

            (კანონპროექტით ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

7.         საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი  განათლების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

              (კანონპროექტის შესაბამისად ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი)

         (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

            _____________________________________________________________________________________________

8.         საქართველოს კანონის პროექტიშემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-2/16, 17.12.2012)                 II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

(კანონპროექტი ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის არსებობის შესაძლებლობას, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო  კომპეტენციას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი - გადაწყვეტილებით)

             _____________________________________________________________________________________________

9.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/41, 08.01.2013) I მოსმენა

           (საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

             (ორგანული კანონის პროექტით თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი; კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება)

10.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (წარმოდგენილი კანონპროექტით დედაქალაქის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი; კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება)

           ______________________________________________________________________________________________

11.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/39, 27.12.2012)                I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტით დგინდება აკრძალვა განსხვავებული ან დამატებითი ტარიფის, გადასახდელის ან საფასურის შემოღებაზე იმ საქმიანობისა ან მომსახურების გაწევისათვის, რომლებზეც უკვე დადგენილია მოსაკრებელი)

            _____________________________________________________________________________________________

13.       საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/24, 03.01.2013) I მოსმენა       

                   (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

                           (კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირთათვის, ასევე სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი)

                            _____________________________________________________________________________________________­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

14.       საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/17, 26.11.2012) I მოსმენა    

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ურაბ ტყემალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი)

                (კანონპროექტის შესაბამისად, კომიტეტებთან იქმნება, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან შემდგარი, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა შემადგენლობასაც დანიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სხდომებს, საჭიროების მიხედვით, მოიწვევს