empty

ბიუროს 2013 წლის 29 მაისის სხდომის დღის წესრიგი

             

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 29 მაისის

სხდომის დღის წესრიგი

 

 

                  საქართველოს  პარლამენტის  2013  წლის  29 - 31  მაისის  პლენარული 

              სხდომების დღის  წესრიგი

 

             კენჭსაყრელი  საკითხი

 

            საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/48, 11.03.2013) II მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე  ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

 

             (კანონპროექტით რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული  საკითხები; კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად, ასევე რა შემთხვევაში ჩაითვლება დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობასა და დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრობის გამო)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

              __________________________________________________________________________

 

            განსახილველი  საკითხები

1.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (#07-3/80, 11.04.2013) II მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი; თანამომხსენებელნი: თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელიასაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (კანონპროექტის თანახმად, ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოს 3 თვის შემდეგ, ნაცვლად 6 თვისა)

            __________________________________________________________________________

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 07-3/82, 16.04.13)       II მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევისათვის, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევისათვის ჯარიმების ოდენობები, ასევე აღნიშნულ სამართალდაღრვევაზე ოქმის შედგენისა და განხილვის კომპეტენცია)

3.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

            (კანონპროექტის შესაბამისად, ახლებურად რეგულირდება უკანონო თევზჭერისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი)

4.         საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

              (კანონპროექტით ზუსტდება თევზჭერის განმარტება და თევზჭერად ჩაითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვების მიზნით, თევზსაჭერი ან თევზსარეწი იარაღით, მოწყობილობით ან/და სხვა ხერხებით განხორციელებული ქმედება)

             __________________________________________________________________________

5.         საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/88, 16.05.2013)               I მოსმენა

 (საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი ჩიქოვანის და გედევან ფოფხაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

              (კანონპროექტი არეგულირებს სახელმწიფო საიდუმლოების სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით გაცვლილ/გადაცემულ სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე)

                            ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

          __________________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული  ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/67, 23.05.2013) I მოსმენა 

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი)

 

              (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისა და ლაგოდეხის აღკვეთილის საერთო ფართობი და გეოგრაფიული კოორდინატები)

           საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

              __________________________________________________________________________

7.         საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/64, 23.05.2013) I მოსმენა 

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

 

              (კანონპროექტით ხდება რეგულირების ობიექტის განმარტება და ასევე განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილებები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას)

                     საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

              __________________________________________________________________________

8.         „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“  საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (2013 წლის 19 აპრილი #566-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა.

         (მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე)

              __________________________________________________________________________

 9.        „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე (2013 წლის 19 აპრილი #568-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა.

         (მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე)

              __________________________________________________________________________

10.       საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/85, 25.04.13) I მოსმენა

                (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სგანამანათლებლო დაწესებულებების გაუქმება ან რეორგანიზაცია დასაშვები ხდება მხოლოდ ამ დაწესებულებათა წარმომადგენლობითი მმართველი ორგანოს თანხმობით. რეგენტთა საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს)

11.       საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შესაძლებელია განხორციელდეს ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა)

             __________________________________________________________________________

12.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/86, 25.04.13) I მოსმენა

                (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძესაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (კანონპროექტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ დაწესებულების განვითარების ფონდის საქმიანობიდან მიღებული მოგება, ხოლო აღნიშნული დაწესებულებების ქონების გადასახადის წლიური ოდენობა განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 0,1%–ით)

            __________________________________________________________________________

13.       საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (#07-3/84, 18.04.13) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს