empty

ბიუროს 2013 წლის 3 ივნისის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის  ბიუროს  2013 წლის  3 ივნისის

სხდომის დღის წესრიგი

                                                                                                                              

 

  1. 1.საქართველოს12 - 14 ივნისის    პლენარული 

         სხდომების  დღის  წესრიგი

 

                განსახილველი  საკითხი

 

          საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (# 07-2/57, 30.04.2013) I მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი)

             (წარმოდგენილი კანონპროექტით იზრდება „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისათვის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრება „ბორჯომის“ მინერალური წყლისათვის, 1მ3 წყალზე - 30 ლარით, ხოლო „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისათვის, 1მ3 წყალზე - 18 ლარით)