empty

ბიუროს 2013 წლის 30 მაისის სხდომის დღის წესრიგი

             

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის  30 მაისის

სხდომის დღის წესრიგი

                        

  საქართველოს   პარლამენტის  2013  წლის  30 - 31 მაისის  პლენარული 

            სხდომების  დღის  წესრიგი

 

             კენჭსაყრელი  საკითხი

 

            საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/48, 11.03.2013) II მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე  ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

 

              (კანონპროექტით რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული  საკითხები; კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად, ასევე რა შემთხვევაში ჩაითვლება დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობასა და დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრობის გამო)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

              _________________________________________________________________

            განსახილველი  საკითხები

 

1.         „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“  საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (2013 წლის 19 აპრილი #566-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა.

         (მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე)

              _________________________________________________________________

 2.        „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე (2013 წლის 19 აპრილი #568-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა.

         (მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე)

           _________________________________________________________________

3.         საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული  ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/67, 23.05.2013) II მოსმენა 

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი)

 

              (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისა და ლაგოდეხის აღკვეთილის საერთო ფართობი და გეოგრაფიული კოორდინატები)

           საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

              _________________________________________________________________

4.         საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/64, 23.05.2013) II მოსმენა 

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

 

              (კანონპროექტით ხდება რეგულირების ობიექტის განმარტება და ასევე განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილებები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას)

                     საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

              _________________________________________________________________

5.         საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/88, 16.05.2013)      II მოსმენა

 (საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი ჩიქოვანის და გედევან ფოფხაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

              (კანონპროექტი არეგულირებს სახელმწიფო საიდუმლოების სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით გაცვლილ/გადაცემულ სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე)

                            ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

          _________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/32, 01.02.2013) II მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე; თანამომხსენებელისაქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

            (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ნავთობის ეროვნული კომპანია შესაძლებელია იყოს საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%–ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%–ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო)

            _________________________________________________________________

7.         საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/66, 23.05.2013)   I მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

              (კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა)

                  საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

              _________________________________________________________________

8.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (#07-3/80, 11.04.2013) III მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი)

              (კანონპროექტის თანახმად, ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოს 3 თვის შემდეგ, ნაცვლად 6 თვისა)

            _________________________________________________________________

9.         საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (N 07-3/81, 15.04.13) III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ელისო ჩაფიძის და მურმან დუმბაძის ინიციატივა;  მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო მაუწყებლებისათვის საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის ჩატარებისა და აუდიტორული დასკვნების გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტითვე განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი)

10.       საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

(კანონპროექტით რეგულირდება საქართველოს პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების წესი)

11.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

(წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ საარჩევნო პერიოდში საეთერო დროის გამოყოფის, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების პირობები)

12.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტი განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას წარადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი)

             _________________________________________________________________

13.       საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (#07-3/84, 18.04.13) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

             (კანონპროექტით რეგულირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოპოვების, შეწყვეტის, მონიტორინგის, მათთვის შეღავათების დაწესებისა და მათი საქმიანობის საკითხები)

             (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

14.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

             (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე პირთა მოგებისა და 2017 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას, ასევე აღნიშნული პირებისათვის ქონების გადასახადის განაკვეთის დაწესებას)

15.       საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

             (კანონპროექტის შესაბამისად იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც მიეკ