empty

ბიუროს 2013 წლის 31 მაისის სხდომის დღის წესრიგი

             

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 31 მაისის

სხდომის დღის წესრიგი

 

 

საქართველოს  პარლამენტის  2013  წლის  31  მაისის  პლენარული 

          სხდომის  დღის  წესრიგი

 

                განსახილველი  საკითხები

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (N 07-3/81, 15.04.13) III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ელისო ჩაფიძის და მურმან დუმბაძის ინიციატივა;  მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო მაუწყებლებისათვის საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის ჩატარებისა და აუდიტორული დასკვნების გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტითვე განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი)

2.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

(კანონპროექტით რეგულირდება საქართველოს პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების წესი)

3.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

(წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ საარჩევნო პერიოდში საეთერო დროის გამოყოფის, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების პირობები)

4.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტი განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას წარადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი)

             ____________________________________________________________________________

5.         საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/32, 01.02.2013) III მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე)

            (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ნავთობის ეროვნული კომპანია შესაძლებელია იყოს საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%–ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%–ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო)

            ____________________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული  ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/67, 23.05.2013) III მოსმენა 

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი)

 

              (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისა და ლაგოდეხის აღკვეთილის საერთო ფართობი და გეოგრაფიული კოორდინატები)

              ____________________________________________________________________________

7.         საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/64, 23.05.2013) III მოსმენა 

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი)

 

              (კანონპროექტით ხდება რეგულირების ობიექტის განმარტება და ასევე განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილებები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას)

              ____________________________________________________________________________

8.         საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/66, 23.05.2013)   II მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

              (კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა)

                  საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

              ____________________________________________________________________________

9.         საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (#07-3/84, 18.04.13) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

             (კანონპროექტით რეგულირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოპოვების, შეწყვეტის, მონიტორინგის, მათთვის შეღავათების დაწესებისა და მათი საქმიანობის საკითხები)

             (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

10.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

             (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე პირთა მოგებისა და 2017 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას, ასევე აღნიშნული პირებისათვის ქონების გადასახადის განაკვეთის დაწესებას)

11.       საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

             (კანონპროექტის შესაბამისად იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც მიეკუთვნება კოოპერატივს ემატება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

            (წარმოდგენილი კანონპროექტით წესდება გამონაკლისი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები ჩაითვლება გრანტად, ასევე გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს ემატება აღნიშნული კოოპერატივები)

              ____________________________________________________________________________