empty

ბიუროს 2013 წლის 27 მაისის სხდომის დღის წესრიგი

             

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 27 მაისის

სხდომის დღის წესრიგი

 

 

 

საქართველოს პარლამენტის 2013  წლის  28 - 31  მაისის  პლენარული სხდომების  დღის  წესრიგი 

 

 

 

             კენჭსაყრელი  საკითხი

 

            საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/49, 21.03.2013) II მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

            (კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს  განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, ხოლო წელიწადში ერთხელ სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მოხსენება)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

             _______________________________________________________________________

 

            განსახილველი  საკითხები

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(#07-3/63, 22.02.13) III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

              (კანონპროექტით განისაზღვრება ტერმინი „აბრა“, რომელიც არის ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა განთავსებული იურიდიული ან ფიზიკური პირის ობიექტზე და რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ევალება მისი ქართულ ენაზე გადმოცემა)

             (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

           (კანონპროექტის თანახმად დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აბრის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის)

            _______________________________________________________________________

3.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (#07-3/80, 11.04.2013) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი; თანამომხსენებელნი: თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელიასაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (კანონპროექტის თანახმად, ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოს 3 თვის შემდეგ, ნაცვლად 6 თვისა)

            _______________________________________________________________________

4.         საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ (#07-3/70, 14.03.2013) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

            (წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეები შეწყდება და სასჯელისაგან განთავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე კარის (ეკონომიკური დანაშაული) მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. კანონპროექტითვე დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება–ლეგალიზების წესი)

5.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

              (კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსის ეკონომიკური თავით გათვალისწინებულ მთელ რიგ დანაშაულებზე ხდება თავისუფლების აღკვეთის ვადების შემცირება ან გაუქმება, ანდა სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაწესება; ასევე ხდება ცალკეული მუხლების (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ცრუ მეწარმეობა, ყალბი რეკლამა, საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა და ა.შ.) ამოღება)

6.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

             (კანონპროექტის შესაბამისად, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ბრალდების მხარე წარადგეს დამაჯერებელ მტკიცებულებას ამის აუცილებლოს შესახებ; ასევე დაუშვებლად არის მიჩნეული გადაჭარბებული გირაოს დაკისრება, რაც ნიშნავს იმას რომ გირაოს ოდენობა არაპროპორციულად მაღალია გამოყენების მიზანთან ან ატარებს სასჯელის ხასიათს)

7.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

             (წარმოდგენილი კანონპროექტით მოსამართლის ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, ასევე ამ ვადის გაგრძელების ვადა მცირდება 10 დღემდე, ნაცვლად დღეს მოქმედი 15 დღისა; ასევე, თუკი მეწარმის წლიური ბრუნვა აღემატება 10 მილიონს, აღნიშნული 20 დღიანი ვადის დამატებით გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 10 დღით, ნაცვლად დღეს მოქმედი 40 დღისა)

8.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტით დგინდება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ პირის ინფორმირების ვადები, ასევე განისაზღვრება გასვლითი საგადასახადო შემოწმებისა და გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძვლები და წესები)

9.         საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანებას გასცემს მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დამაჯერებელი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში; გარდა ამისა მაკონტროლებელი ორგანო ვალდებული ხდება პრეზიდენტისა და პარლამენტის გარდა ანგარიში წარუდგინოს საგადასახადო ომბუდსმენსა და სახალხო დამცველს)

10.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო ვალდებული ხდება ყოველი წლის 25 იანვრამდე საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, ბრძანებების ოდენობისა და ამ ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებების შედეგების შესახებ, ხოლო სახალხო დამცველი პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში ასევე ასახავს ინფორმაციას ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ)

          _______________________________________________________________________

11.       საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/85, 25.04.13) I მოსმენა

                (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სგანამანათლებლო დაწესებულებების გაუქმება ან რეორგანიზაცია დასაშვები ხდება მხოლოდ ამ დაწესებულებათა წარმომადგენლობითი მმართველი ორგანოს თანხმობით. რეგენტთა საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

              (კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შესაძლებელია განხორციელდეს ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა)

             _______________________________________________________________________

13.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/86, 25.04.13) I მოსმენა

                (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძესაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (კანონპროექტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ დაწესებულების განვითარების ფონდის საქმიანობიდან მიღებული მოგება, ხოლო აღნიშნული დაწესებულებების ქონების გადასახადის წლიური ოდენობა განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 0,1%–ით)

           _______________________________________________________________________

14.       საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (#07-3/84, 18.04.13) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

             (კანონპროექტით რეგულირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოპოვების, შეწყვეტის, მონიტორინგის, მათთვის შეღავათების დაწესებისა და მათი საქმიანობის საკითხები)

15.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

             (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე პირთა მოგებისა და 2017 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას, ასევე აღნიშნული პირებისათვის ქონების გადასახადის განაკვეთის დაწესებას)

16.       საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

             (კანონპროექტის შესაბამისად იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც მიეკუთვნება კოოპერატივს ემატება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი)

17.       საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

            (წარმოდგენილი კანონპროექტით წესდება გამონაკლისი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები ჩაითვლება გრანტად, ასევე გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს ემატება აღნიშნული კოოპერატივები)

              _______________________________________________________________________

18.       „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“  საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (2013 წლის 19 აპრილი #566-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა.

         (მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე)

              _______________________________________________________________________

 19.      „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე (2013 წლის 19 აპრილი #568-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა.