empty

ბიუროს 2013 წლის 28 მაისის სხდომის დღის წესრიგი

             

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 28 მაისის

სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს     პარლამენტის     2013    წლის   28 - 31    მაისის   პლენარული  სხდომების  დღის  წესრიგი

 

 

             კენჭსაყრელი  საკითხები

 

1.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/48, 11.03.2013) II მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე  ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

 

             (კანონპროექტით რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული  საკითხები; კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად, ასევე რა შემთხვევაში ჩაითვლება დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობასა და დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრობის გამო)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

              ______________________________________________________________

 

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/49, 21.03.2013) II მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

            (კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს  განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, ხოლო წელიწადში ერთხელ სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მოხსენება)

            (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

             ______________________________________________________________

 

            განსახილველი  საკითხები

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(#07-3/63, 22.02.13) III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

              (კანონპროექტით განისაზღვრება ტერმინი „აბრა“, რომელიც არის ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა განთავსებული იურიდიული ან ფიზიკური პირის ობიექტზე და რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ევალება მისი ქართულ ენაზე გადმოცემა)

             (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

           (კანონპროექტის თანახმად დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აბრის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის)

            ______________________________________________________________

3.            საქართველოს კანონის პროექტი პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/22, 29.11.2012) II მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: -  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის შესაბამისად, იმიჯნება იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები. ახლებურად ყალიბდება მთავარი პროკურორის მოადგილეების, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე გამწესების საკითხები)

4.            საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა          

                (კანონპროექტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილი ხდება გააპროტესტოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო, ასევე შესაძლებელი ხდება პროკურორის პროტესტით, რაიონული ან სააპელაციო სასამართლოების მიერ, გაუქმდეს ან შეიცვალოს როგორც რაიონული (საქალაქო), ისე სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე)

5.            საქართველოს კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა 

                (კანონპროექტით უქმდება გამონაკლისი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების გაუქმებასთან მიმართებით)

6.            საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა 

                (კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები ხდება საჯარო (მოქმედი რედაქციით - საჯაროა მხოლოდ სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი)

7.            საქართველოს კანონის პროექტი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  II მოსმენა             

                (წარმოდგენილი კანონპროექტით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის შესრულებაზე, აგრეთვე აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ