empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 29 ივლისის სხდომის დღის წესრიგი

    

 

  საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2014 წლის 18 ივლისიდან მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგრეშე სესიის 29 ივლისი - 1 აგვისტოს პლენარული სხდომების დღის წესრიგი  

    კენჭსაყრელი საკითხები: 

1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2014 წლის 2 მაისს ხელმოწერილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ ცვლილების შესახებ“ (07-1/103; 12.06.2014) ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე

        (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი; საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე; საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი)

       განსახილველი საკითხები:

 1. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/228, 26.06.2014)  III მოსმენა

        (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი)

      (წარმოდგენილი კანონის პროექტით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები (მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებით) შესაბამისობაში მოდის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ არსებულ ტერმინებთან. კანონპროექტითვე განისაზღვრება მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების, როგორც დელეგირიბული უფლებამოსილების, განხორციელებაზე დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო -  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კანონის პროექტით გათვალისწინებულია სამხედრო აღრიცხვის სამი სახე: წვევამდელთა (პირველადი), რეზერვისტთა და სპეციალური სამხედრო აღრიცხვა. ამასთან, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებას განახორციელებს ცენტრალურ გამწვევ კომისიაში არსებული მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია. კანონპროექტი აწესრიგებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, იხვეწება სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების, აგრეთვე გაწვევის გადავადების საფუძვლები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები)

2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით ზუსტდება წვევამდელის (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის დეფინიცია. კოდექსიდან ხდება ამოღება ზოგიერთი მუხლისა, რომლებიც ითვალისწინებენ - ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში იმ ახალგაზრდების სიების წარუდგენლობას, რომლებიც მიწერილ უნდა იქნენ გასაწვევ უბნებზე, სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში გამოძახების შეუტყობინებლობასა და სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა პირველადი აღრიცხვისათვის საჭირო დოკუმენ­ტების არადროულ წარდგენას, აგრეთვე მათთვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში გამოძახების შეუტყობინებლობას. ამასთან, კანონის პროექტის ზოგიერთი ტერმინი შესაბამისობაში მოდის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“. შესაბამისი ცვლილება აისახება ასევე იმ მუხლებში, რომლებიც განსაზღვრავს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებსა და კონკრეტულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილ პირებს. კანონის პროექტში, ზემოხსენებულიდან გამომდინარე გათვალისწინებულია ზოგიერთი ტექნიკურის სახის დაზუსტებაც)

3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონის პროექტში ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება და იგი შესაბამისობაში მოდის ამავე პაკეტით წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან)

4.საქართველოს კანონის პროექტი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

      (წარმოდგენილი ცვლილებით კანონში ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილებები, კერძოდ, კანონში გამოყენებული იქნება ტერმინები „მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო ქალაქ თბილისთან მიმართებით - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თბილისის რაიონის გამგეობაში არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული“)

5.საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამის მუხლებში ზუსტდება რამდენიმე ტერმინი, კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის“ ნაცვლად იქნება ტერმინი „მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია“, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტთან მიმართებით - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული“)

6. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონის პროექტით „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები (მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებით) შესაბამისობაში მოდის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ არსებულ ტერმინებთან. ხოლო ტერმინის „აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“ იცლვლება ტერმინით „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კანონპროექტითვე განისაზღვრება მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების, როგორც დელეგირიბული უფლებამოსილების, განხორციელებაზე დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო -  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო)

7. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონის პროექტით ზუსტდება ტერმინები მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებით, კერძოდ, რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია 14-დან 65 წლამდე მამაკაცის რეგისტრაციაში გატარებიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში მინიციპალიტეტის გამგეობას/მერიას, ხოლო თბილისის მინიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის რაიონის გამგეობას აცნობოს მისი რეგისტრაციაში გატარების და რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი მისამართი)

                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)

8.   საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/169, 13.02.2014) III მოსმენა

   (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე) 

(კანონის პროექტით, ფსიქოტროპული ნივთიერებების სიიდან „გამა-ოქსიერბო მჟავა“ გადადის ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში, შესაბამისად, კანონის მეორე დანართით განისაზღვრება გამა-ოქსიერბო მჟავას, როგორც ნარკოტიკული ნივთიერების, მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები) 

9.   საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/225, 17.06.2014) II მოსმენა

        (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

      (წარმოდგენილი კანონის პროექტით ზუსტდება სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) მისაღებად საჭირო მომსახურების სახეები და ამ მომსახურების მისაღებად საჭირო შესაბამისი საფასურები. ამასთან, გარდამავალი დებულების მიხედვით, ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლის/გაცემის წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს შინაგან საქმეთა მინისტრი)

                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას) 

10.საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/224, 17.06.2014) II მოსმენა

        (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

       (წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით დგინდება სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის დროებითი წესი, კერძოდ, აღნიშნულ უფლებამოსილებას 2014 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელებს მუნიციპალიტეტი როგორც საკუთარ უფლებამოსილებას. გარდა ამისა, განისაზღვრება განსხვავებული წესი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ თვითმმართველ ერთეულებში გამგებლის არჩევასთან დაკავშირებით)

11.  საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფას 2014 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელებს მუნიციპალიტეტი როგორც საკუთარ უფლებამოსილებას, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტისთვის დელეგირება მოხდება 2014 წლის 1 დეკემბრიდან. გარდა ამისა კანონში ზუსტდება საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების ლიკვიდაციის ვადები)

                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას) 

12. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/346, 10.07.2014) II მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

      (წარმოდგენილი ცვლილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ხდება რამდენიმე საკითხის დახვეწა/დაზუსტება, კერძოდ, კონკრეტდება, რომ დამტკიცებას ექვემდებარება (საკრებულოს მიერ) მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომლის დამტკიცებაც  გათვალისწინებულია თვითმმართველობის კოდექსით. ასევე ზუსტდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის შესყიდვების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო, კერძოდ, გამგებელი/მერი (როგორც თბილისის, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების) განახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებით და საშტატო ნუსხით. ცვლილებით იხვეწება ჩანაწერი გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძველთან დაკავშირებით და ნათლად განისაზღვრება, რომ გამგებელს/მერს უფლებამოსილება უწყდება აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას.  ამასთან კანონის პროექტი ითვალისწინებს ზოგიერთ ტექნიკური სახის ცვლილების განხორციელებას)

                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) 

 13. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/348, 17.07.2014) II მოსმენა

   (საქართველოს პარლამენტის წევრის ნოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

      (წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება ტერმინების - „სპეციალური ტრანსფერი“ და „კაპიტალური ტრანსფერი“-ს განმარტება და მათი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება ხორციელდება სხვა მუხლებშიც)

14. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

      (წარმოდგენილი ცვლილებით რედაქციულად ზუსტდება რამდენიმე მუხლის ფორმულირება, რომლებიც ეხება კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის საკითხებს როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკებთან დაკავშირებით)

                          (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების  დაჩქარებული წესით განხილვას) 

15. საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/198, 07.04.2014) II მოსმენა

   (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია) 

      (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოსაფიქრებელი ვადა იზრდება 5 დღემდე, ხოლო აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრების წესი განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს მიერ. ამასთან, სამედიცინო და სოციალური ჩვენებების ჩამონათვალი დადგინდება სამინისტროს მიერ)

 16. საქართველოს კანონის პროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/116; 20.06.2013) II მოსმენა

      (საქართველოს პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია); საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე; საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

      (კანონპროექტის შესაბამისად, განისაზღვრება ძალადობის ახალი ფორმა - უგულველყოფა, რომელიც ეხება ბავშვების მიმართ მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობას,  მსხვერპლს ენიჭება უფლებამოსილება მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით; ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია, ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით, უფასო სამართლებრივი (იურიდული) დახმარებითა და წარმომადგენლობით სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში; დახმარებისა და შესაბამის საკითხებზე  მათი კონსულტირების უზრუნველყოფის მიზნით ითვალისწინებს 24 საათიანი უფასო სატელეფონო დახმარების ხაზით)

17. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

      (კანონპროექტის თანახმად,  მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის, სწავლებისა და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. კანონპროექტითვე,  ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართულ სუბიექტებს ავალდებულებს ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის თაობაზე ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო უწყებისათვის მიწოდებას)

18. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებულ სავალდებულო სწავლების კურსის გავლისა და სასამართლოს მიერ გაცემული დამცავ ორდერში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის განრიდების საკითხებს)

19. საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

      (კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ხარჯზე დავცის მექანიზმები გავრცელდება ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის განხორციელების შემთხვევაზეც)

20. საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციისათვის ეწყობა ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, რომელსაც უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო)

21. საქართველოს კანონის პროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

      (კანონპროექტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის დაცვას, ასევე ამ სუბიექტის მიერ პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევას, თუ მასზე ან/და მისი ოჯახის სხვა წევრზე ხორციელდება ოჯახში ძალადობა ან არსებობს ძალადობის შემდგომში განმეორების საფრთხე)

22. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

      (კანონპროექტი ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაწესებას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართული და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა სუბიექტების მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლებისა და ამის თაობაზე ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო უწყებისათვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის)

23. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

      (კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება კოდექსის მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ოჯახური დანაშაულისათვის, ფართოვდება „გაუპატიურების“ დეფინიცია და კოდექსს ასევე ემატება მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იძულებითი ქორწინებისათვის)

24. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

      (კანონპროექტით სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით, ასევე ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირი გაივლის ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებულ სავალდებულო სწავლების კურსს)

25. საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

      (კანონპროექტით განისაზღვრება ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები)

26. საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონპროექტით პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით, ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის მოწყობას)

 

27. საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/227, 17.06.2014) I მოსმენა

        (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე)

      (წარმოდგენილი კანონის პროექტით ახლებურად განისაზღვრება ტერმინი - „სოციალური რეკლამა“. ზუსტდება დროის მონაკვეთი, რომელიც სოციალური რეკლამისთვის უნდა გამოიყოს მაუწყებლების მიერ. ამასთან, დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შესყიდვა უნდა განახორციელონ სოციალური რეკლამის განთავსებისათვის გამოყოფილი დროის მინიმალურ ზღვარს მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების შემთხვევაში. კანონის პროექტით დგინდება დავის გადაწყვეტის წესი იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან,  წარმოადგენს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალურ რეკლამას ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას)

28. საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

      (კანონის პროექტით ახლებურად განისაზღვრება ტერმინი - სოციალური რეკლამა, კერძოდ, დეფინიციას ემატება ისეთი ელემენტი, როგორიცაა „მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობის მიზანი“)

29. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონის პროექტს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კანონი არ გავრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მათ შორის, ვებგვერდებით და სოციალური ქსელებით, სოციალური რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება სოციალური რეკლამის განთავსებისათვის გამოყოფილი დროის მინიმალურ ზღვარს მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების შემთხვევაში) 

30. „საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის წლიური ანგარიში“

        (მომხსენებელი -  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)