empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 16 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

  საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 18 - 20 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

 I  კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/114, 14.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე ფრუიძის, თამარ ჩუგოშვილის, ეკა ბესელიას, გიორგი კახიანის, კახაბერ კუჭავას, გუგული მაღრაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი)

(წარმოდგენილი ცვლილებით, რეგლამეტის შესაბამის მუხლებში მიერთითება, რომ პარლამენტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარკვეული საკითხები ასევე წესრიგდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, რომლითაც განისაზღვრება ქცევა, და ის წესები, რაც პარლამენტის წევრმა უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. აღნიშნულ კოდექსს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. რეგლამენტის პროექტი ასევე ითვალისწინებს ეთიკის საბჭოს შექმნის წესსა და პირობებს, მისი საქმიანობისა და შემადგენლობის განსაზღვრის თავისებურებებს. ეთიკის საბჭოს დებულებას საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. პროექტის შესაბამისად ფიცის ტექსტის გარდა პარლამენტის წევრი ხელს აწერს აგრეთვე პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის განუხრელად დაცვის თაობაზე ტექსტს. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში შესაძლო დისციპლინური სანქციები)

2.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, I მოსმენა

(წარმოდგენილი დადგენილების პროექტით მტკიცდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, რომელიც არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას; ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, რომელთაც განიხილავს ეთიკის საბჭო  კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე. გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: კანონიერება და ერთგულება, თანასწორობა, კეთილსინდისიერება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა)

3.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/98, 26.10.2017), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების სიმონ ნოზაძის და გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე)

         (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას, მათ შორის აიღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) 

        II  განსახილველი  საკითხები:

1.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/149, 05.04.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს (გარდა შესაბამისი შემთხვევებისა), სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით)

                                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)     

2.            საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/184, 29.03.2018), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონპროექტი, ითვალისწინებს, მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის ობიექტის მფლობელის ადმინისტრაციული სახდელს დადებას. კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და სანქციის შეფარდების საკითხები),

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონპროექტი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს)

                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)

4.      საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის შესახებ  ანგარიში (#4693, 26.03.2018).

(მომხსენებელი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

5.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/113, 14.12.2017), III მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე ფრუიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, კახაბერ კუჭავას, გუგული მაღრაძის, ეკა ბესელიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ეცვლება სახელი და განისაზღვრება როგორც ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭო. რეგლამენტს ემატება ნორმა, რომელიც არეგულირებს საქართველოს კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვაში მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის საკითხებს (კერძოდ, საქართველოს მასშტაბით ჩასატარებელი საჯარო შეხვედრების მინიმალურ რაოდენობას, მოქალაქეთა მოსაზრებების დასაფიქსირებელ სპეციალურ ფორმას, შეხვედრების ჩატარების გრაფიკის გამოქვეყნებას).  გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია კომიტეტის მიერ სამოქმედო გეგმის მომზადება და მისი გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/123, 14.02.2018), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ალექსანდრე ქანთარიას ინიციატივა; მომხსენებელი  - საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია)

(წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება სახელოვნებოშემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის თანამდებობაზე არჩევის წესი. კერძოდ, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში ყველა მიმართულების პროფესორისათვის დგინდება ერთიანი მოთხოვნა და მიეთითება, რომ სახელოვნებოშემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წესებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/175, 06.03.2018), III მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე)

         (კანონის პროექტის მიხედვით, ზუსტდება გვარის შეცვალსთან დაკავშირებული რეგულაციები, ამასთან, შესაბამის შემთხვევებში გვარის შეცვლა დაუშვებელი იქნება, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, როდესაც ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან ინტერპოლის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. პროექტის მიხედვით, პირს ასევე შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს: პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის ჩათვლით ან ამ გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი; ქორწინებამდელი გვარი, თუ განქორწინების რეგისტრაციისას პირს არ დაუბრუნებია ეს გვარი; მამის გვარი მამობის დადგენისას შესაბამისი თავით დადგენილი წესით; და ისტორიული გვარი შესაბამისი წესით. დაზუსტდა 16 წელს მიღწეული პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადების წარდგენასთან და მის განხილვასთან დაკავშირებული ურთიერთობები და სხვა შესაბამისი გარემოებები. სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს და შესაბამისი საფუძვლებით სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნისას დაჩქარებული მომსახურება არ დაიშვება. პროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალი სახის რეგულაციებს)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/172, 22.02.2018), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  მოადგილე ნათია მეზვრიშვილი)

(კანონპროექტს ემატება ტერმინები, როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“, ამასთან ახლებურად ყალიბდება „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“ და „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები (მათ შორის, ხდება ამ ტერმინების ბრჭყალებში ჩასმა). „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა განიმარტება როგორც „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდის“ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, „ქურდული შეკრების/გარჩევის“ გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვნების ჩაბმით, დანაშაულის ცადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის/“კანონიერი ქურდისათვის“ ან სხვა პირისათვის სარგებლის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება. ხოლო „ქურდული შეკრება“ განიმარტება როგორც ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის/გადაწყვეტის მიზნით)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით ხდება ტერმინ „ქურდული სამყაროს“ წევრის შესაბამისობაში მოყვანა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ დეფინიციასთან; გარდა ამისა, შესაბამის მუხლებში ხდება „ქურდული სამყაროს“ ცნების ბრჭყალებში ჩასმა)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით იზრდება სანქცია „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისასთვის“; ამასთან, აღნიშნულ ნორმას ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება პირი, რომელიც „ქურდული სამყაროს“ წევრობის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთერბით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუ მის ქმედებაში არ არის დანაშაულის ნიშნები. კანონპროექტით კოდექსს ემატება ახალი დანაშაულები - „ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა. განისაზღვრება შესაბამისი სანქციები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის საფუძვლებს ემატება „ქურდული სამყაროს“/„კანონიერი ქურდობის“ და ამ შემადგენლობებთან დაკავშირებული დანაშაულების ქმედითი მონანიება (შესაბამისი მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებული შემთხვევები)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით კანონის შესაბამის მუხლებში ტერმინი „ქურდული სამყარო“ მოექცა ბრჭყალებში)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით კანონის შესაბამის მუხლებში ტერმინი „ქურდული სამყარო“ მოექცა ბრჭყალებში)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/80, 25.05.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი)

         (კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილი იქნება იგივე ქმედება განმეორებით, ან იგივე ქმედებისათვის დამრღვევის მიმართ ადრე გამოყენებული იქნა სიტყვიერი შენიშვნა; იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ასევე გულისხმობს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევასაც; გარემოს დაცვის სფეროში არსებული სანებართვო დოკუმენტის ან სარგებლობის ლიცენზიის გარეშე საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმების დარღვევის შემთხვევაში სასამართლოს განსჯად საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა შეიძლება იყოს 6 თვემდე (ნაცვლად 4 თვისა); გარემოს დაცვის სფეროში არსებულ მთელ რიგ სამართალდარღვევებთან მიმართებაში ხდება სანქციების ფიქსირებულად განსაზღვრა; გარემოს დაცვის სფეროში არსებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებში განისაზღვრება სანქციები სახდელის დაწესების შემდგომ კვლავ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის; ხდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის დადგენილი ნორმების ახლებურად განსაზღვრა; გარდა ამისა ხორციელდება ტექნიკური სახის ცვლილებები შესაბამის მუხლებშიც)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კოდექსს ემატება ახალი მუხლი და განისაზღვრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება არამხოლოდ წიაღით უკანონო სარგებლობისათვის, როდესაც დადგა მნიშვნელოვანი ზიანი, არამედ იმ შემთხვევებშიც, როცა ხდება წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ)

16.    საქართველოს კანონის პროექტი  „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, 2კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენით ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანების სამართალდარღვევას განიხილავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. გარდა ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ევალება შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ტექნიკური რეგლამენტის პროექტი – პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ)

17.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების (#07-2/174, 01.03.2018) რატიფიცირების თაობაზე“

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

18.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/118, 28.12.2017), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, გიორგი კახიანის ინიციატივა;  მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი)

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტის საჯარო კონსულტაციის მიღების მიზნით პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას; პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა კომენტარის სახით დააფიქსიროს მოსაზრება/შენიშვნა; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტები გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე; შესაძლებელი ხდება პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონულად ხელმოწერების შეგროვება არანაკლებ 30 ათასი ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით. ახლებურად ყალიბდება მოქალაქეთა მიერ პეტიციით მიმართვის წესი და შემდგომი პროცედურები (ზუსტდება პირთა მინიმალური რაოდენობა, შემოღებულია პეტიციის ელექტრონულად შემოტანის შესაძლებლობა, გათვალისწინებულია პეტიციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/129, 22.02.2018), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ალექსანდრე ქანთარიას, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიას, ოთარ ჩრდილელის, შალვა კიკნაველიძის, ილია ნაკაშიძის, კობა ნაკაიძის, ალექსანდრე ერქვანიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშების ან/და შენატანების (რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს) შესახებ მონაცემები შეიტანება დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით (ნაცვლად შევსების დღის მდგომარეობისა); დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიუროს ექნება შესაძლებლობა მიიღოს აგრეთვე გადაწყვეტილება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ; იქვე დგინდება შემთხვევები, როდესაც მიიღება ასეთი გადაწყვეტილება; აღნიშნული წესის დარღვევისათვის გათვალისწინებულია თანამდებობის პირის მიმართ გაფრთხილების გამოცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით; არსებითი დარღვევის შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად განისაზღვრება თანამდებობრივი სარგოს 25% (მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/96, 19.10.2017), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(საადვოკატო საქმიანობის პრინციპებად განისაზღვრება სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების პატივისცემა, პროფესიული კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა; ადვოკატთა ტესტირება იცვლება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდით; განისაზღვრება ადვოკატის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების განსაკუთრებული (გამონაკლისი) შემთხვევები; ცვლილების მიხედვით ადვოკატობის მსურველთათვის გათვალისწინებული სავალდებულო სტაჟირების პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლის მოთხოვნა არ გავრცელდება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 5 წლისნი გამოცდილება; ცვლილება ეხება ადვოკატთან სტაჟირების გავლის წესს და ხელმძღვანელი ადვოკატის არჩევის პროცედურას; კანონიდან ხდება გამოცდისთვის დადგენილი საგნების ჩამონათვალის ამოღება; განისაზღვრება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის უფლება-მოვალეობები, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი; ცვლილება ეხება ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების პროცედურებს, ამ პროცესში ეთიკის კომისიის ჩართულობას და განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების განხილვის წესი. აგრეთვე გათვალისწინებულია მაღალი სტანდარტი ადვოკატთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების კუთხით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

21.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტის მიხედვით უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა აგრეთვე განიხილავს საჩივრებს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებზე)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ადვოკატის მიერ მისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით, მუხლში, რომელიც ეხება წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვას სამოქალაქო პროცესში, ადვოკატთა ტესტირება ჩანაცვლდება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდით)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(წარმოდგენილი ცვლილებით, მუხლში, რომელიც ეხება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდისაგან გათავისუფლებულ პირებს, ადვოკატთა ტესტირება ჩანაცვლდება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდით)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ (#07-2/130, 28.09.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტი აწესრიგებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, სახეებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს; კანონპროექტით განიმარტება მთელი რიგი ტერმინები, მათ შორის, კონცესია, არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობა, კონტრაქტორი, კერძო ინიციატორი; კანონპროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობას განმარტავს, როგორც საჯარო და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება სამუშაოების განხორციელების ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით, აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ხორციელდება კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით. კანონპროექტით იქმნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო, რომელიც იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იქვე განისაზღვრება მისი კომპეტენცია აღნიშნულ სფეროში;  დგინდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების ეტაპები, პრინციპები, მთავრობის უფლებამოსილებები, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახელმწიფო მხარდაჭერისა და ანაზღაურების სახეები; კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს პროექტის განხორციელების მონიტორინგის, ანგარიშგების და დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე განისაზღვრება კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები)

26.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე არ გავრცელდება სახელმწიფო ქონების შესახებ კანონით გათვალისწინებული რამდენიმე დებულება, კერძოდ, ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას, ან დადგენილი წესით რეალიზაციისას ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულების გადასვლის საკითხს; აგრეთვე ნორმები, რომლებიც ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ცალკეულ განსაკუთრებულ პირობებს (ქონების მესაკუთრის შეცვლის საკითხის ნაწილში), სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ცალკეულ ფორმებსა და პირობებს, წილებისა და აქციების პრივატიზებასთან დაკავშირებულ და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს. აღნიშნული საკითხები სპეციალურად წესრიგდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (აღნიშნული კანონის მოქმედება არ გავრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვაზე. გარდა ამისა, მიეთითება, რომ კონტრაქტორის შერჩევაზე არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი რამდენიმე ნორმა და ამ საკითხს მოაწესრიგებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით არბიტრაჟი უფლებამოსილი იქნება განიხილოს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებიდან წარმოშობილი ან ამ პროექტებთან დაკავშირებული დავა)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით შესაბამის მუხლიდან (მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე ქონებრივი უფლების მოპოვება) ხდება „საზღვარგერეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“ კანონზე მითითება, ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ძალადაკარგულად ცხადდება ეს კანონი)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონპროექტით ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს მხოლოდ დამოუკიდებელმა ორგანომ კონცესიის გაცემისას, თუ კონცესიის ფასი აღემატება 250 ათას ლარს. აღნიშნული საკითხი სპეციალურად წესრიგდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით)

31.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტით მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს ემატება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება; ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს (მათ შორის თბილისის) უფლებამოსილებად განისაზღვრება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული რეგულაციები არ გავრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/170, 21.02.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით იზრდება ჯარიმის ოდენობა წვრილმანი ხულიგნობისთვის და 100 ლარის ნაცვლად დგინდება ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე. გარდა ამისა, იზრდება ჯარიმის ფარგლები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისათვის)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/121, 06.02.2018), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი ცვლილებით თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წესის დარღვევისგან ცალკე სამართალდარღვევად გამოიყოფა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე, ასევე თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა და განისაზღვრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. სტანდარტიზებული შეფუთვის დადგენილი წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმის ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2022 წლის 31 დეკემბერი, ხოლო შეფუთვასთან დაკავშირებული სხვა დარღვევებისათვის – 2018 წლის მაისი)

34.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/110, 08.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები რომან გოცირიძე და ნიკანორ მელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

(წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/105, 16.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)  

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით დაზუსტდა ბიუჯეტის მთლიანი სალდოს დეფინიცია, კერძოდ პროექტის შესაბამისად ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა (ნაცვლად მხოლოდ - ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობისა)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/119, 29.12.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიმართების თაობაზე, მათ შორის, უნდა მიეთითოს ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონი. ასევე უნდა მიეთითოს თუ საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება (ცვლილება შედის განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში); კანონს დანართის სახით ემატება ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ცხრილი, რომელიც უნდა დაერთოს კანონპროექტს)

37.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიმართების თაობაზე, მათ შორის, უნდა მიეთითოს ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონი. ასევე უნდა მიეთითოს თუ საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება (ცვლილება შედის განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში); ამასთან, კანონპროექტს უნდა დაერთოს ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ცხრილი)

38.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/126, 22.02.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაიათანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა და ბათუმისა) ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევისათვის; დგინდება აღნიშნული სამართალდარღვევის განხილვაზე/ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო და სახდელის დადების წესი)

39.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/131, 01.03.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (კანონის პროექტის შესაბამისად, განიმარტება ტერმინის - „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი“ მნიშვნელობა, კერძოდ ეს არის – გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის და რომელიც დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია საგზაო მონიშვნით)

40.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/127, 22.02.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები:  ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის (მათ შორის თბილისის) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

41.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/128, 22.02.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა კობალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა კობალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით, სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირზე არ გავრცელდება ამავე კანონით დადგენილი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა/წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში)

42.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ (#07-2/2, 24.11.2016), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე,  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი კოდექსის პროექტი ადგენს საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, აღნიშნული გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესს. პროექტი განსაზღვრავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს, შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; აგრეთვე განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეული სახეები, სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესები. კოდექსის პროექტის მიხედვით საქართველოში მოქმედებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდეგი იერარქია: სივრცითი მოწყობის გეგმები (საქართველოს სივრცითი მოწყობის გეგმა, ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი მოწყობის გეგმა და ტრანსმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცითი მოწყობის გეგმები) და ქალაქთმშენებლობითი გეგმები (მიწათსარგებლობის გეგმა და განაშენიანების გეგმა). კანონპროექტი ითვალისწინებს თითოეულ გეგმასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, აგრეთვე გარდამავალ ნორმებს, რომლებიც ეხება კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული მშენებლობის ნებართვების მოქმედების საკითხს, ასევე კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის ვადებს)

43.    საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით კანონიდან ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლითაც დადგენილია მოსაკრებლები სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის და სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისათვის (ვინაიდან აღნიშნულს აღარ ითვალისწინებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“). მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის მოსაკრებელს არ გადაიხდიან მუნიციპალიტეტები თავის ტერიტორიაზე, აგრეთვე სამინისტრო ან მის გამგელბლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, როგორც მშენებლობის ნებართვის მაძიებლები. აღნიშნული დებულებები არ გავრცელდება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე)

44.    საქართველოს კანონის პროექტი არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(წარმოდგენილი ცვლილებით ხდება რამდენიმე ტერმინის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, ვინაიდან ისინი ახლებურად წესრიგდება კოდექსით. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით არქიტექტურული პროექტის შედგენისა და დამოწმების უფლებამოსილება ექნება მხოლოდ არქიტექტორს, რომელიც ფლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ სერტიფიკატს. ამასთან, გათვალისწინებულია გარდამავალი ნორმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ უნდა იქნეს არქიტექტორთა სერტიფიცირების წესი) 

45.    საქართველოს კანონის პროექტი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით მშენებლობის ნებართვა განიმარტება როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვა, რომელიც გაიცემა I-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. ამასთან, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის მოპოვებისას არ გამოიყენება ის წესი, რომელიც განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს ჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულებას, როცა ეკოლოგიური საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას)

46.    საქართველოს კანონის პროექტი ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(წარმოდგენილი კანონპროექტით კანონში ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსთან“ შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, ტერმინი რეკრეაციული ტერიტორია იცვლება ტერმინით - განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია, ხოლო „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი საფუძვლების შესახებ“ კანონისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნაცვლად შესაბამის მუხლში კეთდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე“ მითითება)

47.    საქართველოს კანონის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(წარმოდგენილი კანონპროექტით კანონში ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსთან“ შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, განაშენიანების რეგულირების ნაცვლად იქნება ტერმინი განაშენიანების გეგმა, ასევე შესაბამის მუხლებში „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი საფუძვლების შესახებ“ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის ნაცვლად მითითება კეთდება საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე)

48. საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(პაკეტით წარმოდგენილი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით მშენებლობის ნებართვის აღება მოეთხოვება სახელმწიფო დაწესებულებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლის მიხედვითაც მოქმედი რედაქციით აღნიშნული კანონი არ ვრცელდება მათზე მშენებლობის ნებართვასთან მიმართებაში. გარდა ამისა, ხდება იმ ნორმების ამოღებაც, რომლებიც ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ სპეციალურ რეგულაციებს, ვინაიდან აღნიშნულს მთლიანად აწესრიგებს პაკეტით წარმოდგენილი კოდექსი)

49.    საქართველოს კანონის პროექტი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით ადგილობრივი მოსაკრებლების ჩამონათვალიდან ხდება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლისა და მშენებლობის სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის მოსაკრებლის ამოღება)

50.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით ამ კოდექსით არ დარეგულირდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული I-IV კლასის შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული საკითხები და შესაბამის თავში გამოყენებული ტერმინები და რეგულაციები გავრცელდება მხოლოდ V კლასის შენობა-ნაგებობის მიმართ. კოდექსიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ეხება მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკურ ზედამხედველობას, აგრეთვე ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო სამართალდარღვევების საქმისწარმოების წესებთან, სანებართვო პირობების დარღვევა/შეუსრულებლობასთან, მშენებლობის სფეროში არსებულ ცალკეულ სამართალდარღვევებთან  და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ აუქციონის ჩატარებასთან, ვინაიდან აღნიშნულ საკითხებს აწესრიგებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“)

51.    საქართველოს კანონის პროექტი სამშენებლო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით ახლებურად განიმარტება სამშენებლო საქმიანობა, რომელიც ახალი რედაქციით იქნება სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადების, სამშენებლო მოედნის ორგანიზების, მშენებლობის წარმოებისა და სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების მთელი პროცესი. ხოლო ტერმინი „დამკვეთი“ განიმარტება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე“ მითითებით. გარდამავალი დებულების მიხედვით 2017 წლის 1 ივნისამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა მოამზადოს და საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინოს ინჟინერ-კონსტრუქტორთა სერტიფიცირების კანონის პროექტი)

52.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით კოდექსიდან ხდება დანართის იმ გრაფის ამოღება, რომელიც ეხება შემოსულობების განაწილებას პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელთან მიმართებაში)

53.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას დაექვემდებარება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება. კანონს ემატება მუხლი, რომელიც ადგენს უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაციის პროცედურას. კანონპროექტით დგინდება მიწის ნაკვეთის დაყოფა/გაერთიანების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი, კერძოდ, მიწის ნაკვეთის დაყოფა/გაერთიანების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრი უნდა დაეყრდნოს მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებულ პროექტს მიწის დაყოფა/გაერთიანების შესახებ)

54.    საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(წარმოდგენილი ცვლილებით ახლებურად განიმარტება ტერმინი ტერიტორიული დაგეგმარება, კერძოდ, იგი არის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ერთობლიობა)

55.    საქართველოს კანონის პროექტი პროფესიული კავშირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(პროფესიული კავშირი უფლებამოსილი ხდება, მოითხოვოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღოს საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების უსაფრთხოების ექსპერტიზაში მათი დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღებისას)

56.    საქართველოს კანონის პროექტი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონპროექტით ხდება ტერმინოლოგიური ცვლილების განხორციელება, კერძოდ, გენერალური გეგმის ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი ქალაქთმშენებლობითი გეგმა)

57.    საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონში გამოყენებული ტერმინი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევა ჩანაცვლდება ტერმინით - სამშენებლო სამართალდარღვევა)

58.    საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონში ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება და შესაბამის მუხლში სივრცით-ტერიტორიული მოწყობის ნაცვლად გამოყენებული იქნება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები“)

59.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(კანონრპროექტის მიხედვით პრივატიზებას არ ექვემდებარება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული რეგულირების ზონები (იცვლება მხოლოდ ტერმინი). აღნიშნულ ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით)

60.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონში ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება და შესაბამის მუხლში სარეკრეაციო ტერიტორიის ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია)

61.    საქართველოს კანონის პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების პირობები განისაზღვრება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად)

62.    საქართველოს კანონის პროექტი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება ტერმინი ტერიტორიული დაგეგმარება, რომელიც ახალი რედაქციით განიმარტება როგორც სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ერთობლიობა)

63.    საქართველოს კანონის პროექტი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება ტერმინი ტერიტორიული დაგეგმარება, რომელიც ახალი რედაქციით განიმარტება როგორც სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ერთობლიობა)

64.    საქართველოს კანონის პროექტი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(წარმოდგენილი ცვლილებით სანიტარიული დაცვის ზონები და მათი რეჟიმი საფუძვლად უნდა დაედოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობით გეგმებს, ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად)

65.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით გამოგონებად არ მიიჩნევა შენობა-ნაგებობის, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტები)

66.    საქართველოს კანონის პროექტი ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის შესაბამის მუხლში „ქალაქთმშენებლობისა და დარგობრივი გეგმები“ ჩაანაცვლებს განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმებს, აგრეთვე განჩდება ახალი ტერმინი - მიწათსარგებლობის გეგმები)

67.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის შესაბამის მუხლში „ქალაქთმშენებლობისა და დარგობრივი გეგმები“ ჩაანაცვლებს განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმებს,  ხოლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (რაიონების) მიწათმოწყობის სქემების ნაცვლად გამოყენებული იქნება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (რაიონების) მიწათსარგებლობის გეგმები)

68.    საქართველოს კანონის პროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის შესაბამის მუხლში თვითმმართველი ერთეულების მიწათმოწყობის სქემების ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი თვითმმართველი ერთეულების მიწათსარგებლობის გეგმები)

69.    საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

          (კანონის შესაბამის  მუხლში სარეკრეაციო ტერიტორიის ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია)

70.    საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონის მთელ რიგ მუხლებში სარეკრეაციო ტერიტორიის ნაცვლად გამოყენებული იქნება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია, მათ შორის ტერმინთა განმარტებაში და დანართში)

71.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონპროექტით გარდამავალი დებულებების ერთ-ერთ მუხლში ტერმინი სარეკრეაციო ტერიტორიები იცვლება ტერმინით განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები)

72.    საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სქემა განიმარტება როგორც დოკუმენტი, რომელიც ადგენს მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზონების საზღვრებს, სანაპირო ზონის დაცვის წესებს და განსაზღვრავს პრევენციულ ნაპირდაცვის ღონისძიებებს)

73.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის  საფუძველზე ხორციელდება ცვლილება თვითმმართველობის კოდექსში და მუნიციპალიტეტს ენიჭება ახალი (საკუთარი) უფლებამოსილებები, კერძოდ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობისათვის შეუსაბამო სტატუსის მინიჭება, აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენა, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელება, ასევე ამ მიზნით იურიდიული პირების დაფუძნება საკანონმდებლო აქტით დადგენილი წესით. საკრებულოს უფლებამოსილებად განისაზღვრება გამგებლის/მერის წარდგინებით ტრანსმუნიციპალური სივრცითი მოწყობის გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება. ზუსტდება სამართლებრივ კონსულტაციასთან დაკავშირებული საკითხი - სამართლებრივი კონსულტაციის გავლა სავალდებულო იქნება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში. გარდა ამისა ხდება ტერმინების დაზუსტება)

74.    პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიში (N3530, 06.03.2018).

(მომხსენებელი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

75.    სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ (N3176,  28.02.2018).

(მომხსენებელი - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მელიტონ ბენიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

76.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“ (#3904, 14.03.2018).

77.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 7 მარტის #2069-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#4014, 15.03.2018)

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

78.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

79.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

80.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#19794, 05.12.2017).

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

81.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

82.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3893, 14.03.2018).

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)