empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 1 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

  

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის 2 - 5 აპრილის პლენარული სხდომების დღის  წესრიგი

I კენჭსაყრელი საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი რეკლამის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/228, 27.09.2018), I მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან გოგიჩაიშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ცოტნე ზურაბიანის,  ბიძინა გეგიძის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტის თანახმად, კანონის მოქმედების სფეროში ექცევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ითვალისწინებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ნორმის დამატებას, რომელიც განმარტავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამას. კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ (სტადიონი, სპორტული დარბაზი და სპორტული დანიშნულების სხვა შენობა-ნაგებობები, გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა) და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, გარდა სპორტული პროგრამის/რეპორტაჟის სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების ან/და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება)

3.      საქართველოს კანონის პროექტი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ ექნება უფლება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, კანონის პროექტი ითვალისწინებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებას არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევისთვის. ამასთანავე, აღნიშნულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს შეადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები)

5.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/247, 27.08.2018) საქართველოს კანონის პროექტების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ (N2-4530, 18.03.2019)

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

6.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების (#07-2/295, 31.12.2018) რატიფიცირების თაობაზე“

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

7.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის“ შეთანხმების (#07-2/296, 31.12.2018) რატიფიცირების თაობაზე“.

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

8.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების (#07-2/297, 31.12.2018) რატიფიცირების თაობაზე“.

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

9.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის შესახებ“ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე“ (#07-2/299, 31.12.2018).

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

10.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების  რატიფიცირების თაობაზე“ (#07-2/304, 21.01.2019)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/266, 26.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში; თანამომხსენებელნი:  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, ტერმინის „საუნივერსიტეტო მაუწყებლობა“ განმარტებას. კერძოდ, საუნივერსტიტეტო მაუწყებლობა განიმარტება, როგორც ,,ამ კანონით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში (და ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/265, 25.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, კომიტეტის წევრები კობა ლურსმანაშვილი და ემზარ კვიციანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

(კანონის პროექტის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევაზე   სამართალდარღვევათა ოქმებს არ შეადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები)

 

II  განსახილველი საკითხები: 

1.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/306, 13.03.2019), I მოსმენა   

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ფინანსური გავლენის მეთოდოლოგიის დამტკიცებისთვის გათვალისწინებული ვადის ცვლილებას. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა კანონით გათვალისწინებული ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია უნდა დაამტკიცოს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, ნაცვლად 3 თვის ვადისა)

                                       (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/293, 13.12.2018), III მოსმენა

          (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე დავით კორახაშვილი)

(კანონის პროექტი არეგულირებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტატუსთან, დანიშნულებასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასთან, მდივანთან და მის უფლებამოსილებასთან აგრეთვე საბჭოს აპარატთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე განსაზღვრულია, რომ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილებები „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ და „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების შესახებ“)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირებს სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებისას პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება ექნებათ ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ შესაბამის პირებს. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ კომპენსაცია დაენიშნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეს, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ხოლო ნამსახურობაში, გარდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ნამსახურებისა, შედის აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სამსახური)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის ითვალისწინებს  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების დაწესებას)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე  მოსამსახურეზე)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეებზე, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი)

8.      საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, III მოსმენა

(კანონის პროექტის მიხედვით, თანამდებობების პირთა ჩამონათვალს დაემატება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, ასევე საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვები გავრცელდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეებზე)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შესაბამის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური  დოკუმენტების შემუშავება განხორციელდება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, განისაზღვრა, რომ ეროვნული სიტუაციური ოთახი აღარ წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პუნქტს და ასევე, მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აპარატი)

13.    საქართველოს კანონის პროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად აგრეთვე ჩაითვლება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურე)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, განისაზღვრა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვა ხორციელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად)

15.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტის თანახმად, თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად აგრეთვე ჩაითვლება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურე)

16.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსს და მის მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდებათ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენის ან საკრებულოს წევრობის კანდიდატად ან/და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში)

17.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/277, 06.02.2019), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, კარლო კოპალიანის, ალექსანდრე ერქვანიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში და საქართველოს კონსტიტუციაში გამოყენებულ ტერმინებთან. კანონის პროექტით ახლებურად რეგულირდება, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული საკითხები)

18.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 1974 წლის ათენის კონვენციისა“ და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციის 1976 წლის ოქმის“ დენონსირების თაობაზე (#07-2/285, 13.12.2018)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: აკაკი საღირაშვილი და ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია) 

19.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“  2002 წლის ათენის კონვენციასთან“ შეერთების თაობაზე“ (#07-2/287, 13.12.2018)

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია

20.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ახალი ტერმინის განმარტებას. გარდა ამისა, კანონის პროექტი აწესრიგებს, საზღვაო გადაყვანისას ინციდენტის შედეგად მგზავრის   ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დაევალოს დაზღვევის არსებობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესების დადგენა)

21.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს  მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (#07-2/316, 28.02.2019)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)      

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/302, 06.03.2019), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, თამარ ჩუგოშვილის, აკაკი ზოიძის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ზაზა ხუციშვილის, კახაბერ კუჭავას, შოთა ხაბარელის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა და თამარ ჩუგოშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის  უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და სანქციებს)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. II მოსმენა  

          (კანონის პროექტის თანახმად, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის/ორგანიზების ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობის/ორგანიზებისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, შესაძლებელი იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/185, 31.05.2018), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების გოჩა ენუქიძის და ივლიანე წულაიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/280, 06.12.2018),  II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტის თანახმად, მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზიის მიღებას არ დაექვემდებარება საქმიანობა, როდესაც მიწისქვეშა სივრცეს იყენებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/131, 01.03.2018), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

         (კანონის პროექტის შესაბამისად, განიმარტება ტერმინის - „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი“ მნიშვნელობა, კერძოდ ეს არის – გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის და რომელიც დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია საგზაო მონიშვნით)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/227, 12.06.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ჩამონათვალში ახალი ნივთიერებების დამატებას)

28.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/229, 12.06.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (ორგანული კანონის პროექტი აწესრიგებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან და ეროვნული ბანკის საკადრო უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

29.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/120, 06.02.2018), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, ირაკლი ხახუბიას, გოგი მეშველიანის, სულხან მახათაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ირინე ფრუიძის, ანრი ოხანაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, სვეტლანა კუდბას, მერაბ ქვარაიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება. ნორმის მოქმედება გავრცელდება მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 1 ივნისი)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის  თაობაზე“ (#07-3/245, 15.11.2018), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების - ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები - ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. კანონის პროექტით აგრეთვე, ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის შესრულების ნაწილში. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ექნება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

31.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/220, 12.09.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია და მერაბ ქვარაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი)

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კერძოდ, ორგანული კანონის ტექსტში თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად, დაიწერება თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. გარდა ამოისა, ორგანული კანონის პროექტში მითითებულია, რომ  სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს)   

32.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/308, 06.02.2019), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე - ჯიშკარიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ. კანონის პროექტის თანახმად, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

33.    მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გამოსვლა.

34.    საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა  სს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ  (#1-5829/19, 26.03.2019). 

35.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ (#07-2/291, 13.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: ნიკოლოზ გაგუა, გიორგი კაკაურიძე, ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტი არეგულირებს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებთან და მოვალეობებთან, საბაჟო კონტროლთან, საბაჟო დავასთან, ვაჭრობაში დამცავ ღონისძიებებთან, საქონლის ღირებულებასთან, საბაჟო ვალდებულების წარმოშობასთან და საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან, საქონლის საბაჟო სტატუსთან, საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, დეკლარაციის შემოწმებასთან და საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, ხდება საბაჟო და საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი ნორმების გამიჯვნა. აგრეთვე საგადასახადო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

37.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

38.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ნორმების დამატება, რომლებითაც დარეგულირდება სასამართლოში პირის ცრუმაგიერად აღიარების პროცესუალური საკითხები)

39.    საქართველოს კანონის პროექტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს თავისუფლ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებული ურთიერთობები მოწესრიგდება საქართველოს საბაჟო კოდექსით. აგრეთვე, თავისუფლი ინდუსტრიული ზონების შესასვლელი და გამოსასვლელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნაცვლად განისაზღვრება საბაჟო კანონმდებლობით)

40.    საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

41.    საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საბაჟო ორგანოს)

42.    საქართველოს კანონის პროექტი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

43.    საქართველოს კანონის პროექტი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

44.    საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მკაცრი  აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „მკაცრი  აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

45.    საქართველოს კანონის პროექტი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

46.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

47.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

48.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

49.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

50.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

51.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

52.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

53.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

54.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

55.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

56.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სარკინიგზო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

57.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

58.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საჰაერო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საჰაერო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

59.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

60.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

61.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

        (კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირად აგრეთვე განსაზღვრება შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი)

62.    საქართველოს კანონის პროექტი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

63.    საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

64.    საქართველოს კანონის პროექტი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს ემატება საბაჟო კანონმდებლობა)

65.    საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/243, 08.11.2018), I მოსმენა

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება, თუკი ის არ ხვდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიკრო ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში. ამასთან, გარდამავალი რეგულაციის სახით საქართველოს მთავრობას ევალება ცვლილების განახორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ და კონკრეტული შემოსავლის სახეების ჩამონათვალიდან (კერძოდ, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას) ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალის ამოღება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

66.    საქართველოს კანონის პროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ(#07-3/160, 07.05.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

67.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

68.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“ ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

69.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპის როექტის ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

70.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონიდან ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

71.    საქართველოს კანონის პროექტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპის პროექტის ითვალისწინებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

72.    საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

73.    საქართველოს კანონის პროექტი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „პაციენტის უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონიდან ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

74.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/235, 18.10.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი სესიაშვილისა და ოთარ ჩრდილელის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა. კანონის პროექტი აღნიშნული დანაშაულისთვის ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე)

75.    საქართველოს კანონის პროექტი „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (#07-2/289, 13.12.2018), I მოსმენა

          (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნას და მასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი ურთიერთობებს რეგულირებას. კანონის პროექტით აგრეთვე განსაზღვრულია პონტოს მუხის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები, პონტოს მუხლის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი და პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებული საკითხები)

76.    საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/309, 06.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ენუქიძე და აკაკი საღირაშვილი;  თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ორი ტერმინის - პოლარული კოდექსისა და პოლარული წყლების განმარტებას. კანონის პროექტი აგრეთვე არეგულირებს, სამგზავრო გემის  კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებით სავალდებულო წვრთნასთან და კომპეტენციასთან,   აირზე ან  დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე   გემების კაპიტნის, ოფიცრების, რიგითებისა და სხვა პერსონალის წვრთნასა და  კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან, პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის კაპიტნისა და საგემბანე ოფიცრების  წვრთნასა და კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს)

77.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“ (#07-2/307, 06.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში)

78.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომელიც  იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში)

79.    საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/310, 06.02.2019), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ნაცვლად იქმნება ერთი  საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო, რომელიც იქნება საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირი. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა; სააგენტოს წარდგინებით სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცება; სააგენტოს წარდგინებით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით სათათბირო ორგანოს დებულების დამტკიცება)

80.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/267, 26.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, არჩილ თალაკვაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის მიხედვით, აქციზის განაკვეთი მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 პროცენტით, ხოლო იმ ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, 20 პროცენტით  მცირდება)

81.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/268, 27.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარის 100000 ლარიდან 165000 ლარამდე გაზრდას)

82.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/92, 10.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ  კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ  კუჭავა და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მიტოვება 3 თვეზე მეტი ვადით; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა; ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, ასევე წინასწარი შეცნობით სატრანპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST” ნომრის გარეშე; განისაზღვრება აღნიშნული სამართალდარღვევის განხილვაზე, აგრეთვე ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო; პროექტით გათვალისწინებულია ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები)

83.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/99, 31.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ მიწისზედა ელექტროტრანსპორტით და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით წაყვანისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა 20 ლარით (ნაცვლად 5 ლარისა). ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. გარდა ამისა ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის შესაბამისი მუხლით  განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა)

84.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/283, 13.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონის ორი მუხლის (დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა) მოქმედების  შეჩერებას 2020 წლის 1 იანვრამდე)

85.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (#07-3/231, 09.10.2018), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

         (კანონის პროექტი აწესრიგებს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან და სქემასთან, მის ადმინისტრირებასთან, აგრეთვე, საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან, ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირ ინვესტიციებთან,  ნდობითი ვალდებულების დარღვევასთან და ამ ვალდებულების დარღვევის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 ივლისს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას)

86.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

87.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ორგანული კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

88.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

89.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

90.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

91.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

92.    საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

93.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

94.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/287, 19.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

(კანონის პროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში,  ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება, ასევე სატყეო-სამეურნეო (ტყის აღრიცხვის, მოვლა-აღდგენის, ტყითსარგებლობის) ღონისძიებების განხორციელების, მონაწილეობის, ზედამხედველობის ან მონიტორინგის უფლებამოსილება) ოჯახის წევრს, 1000 ლარიანი კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში არ შეუწყდება ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის დაწესებული პენსია)        

95.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/280, 13.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, სულხან მახათაძის, ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ხუციშვილი და სულხან მახათაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში - გამოიწვევს  დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით. ამასთანავე ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, აღარ იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი და აღნიშნული ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

96.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, ზუსტდება სისხლისსამართლებრივი ქმედების - ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შემადგენლობა. კანონის პროექტით აგრეთვე, მკაცრდება  ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელი)

97.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/281, 13.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის, ცოტნე ზურაბიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, როგორც დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

98.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/285, 13.02.2019), I მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, რატი იონათამიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი)

(ორგანული კანონის პროექტის თანახმად, პრეზიდენტის დეკრეტის როგორც ნორმატიული აქტის დაჯგუფება ხდება ამავე ძალის მქონე ნორმატიულ აქტთან - ორგანულ კანონთან. ამასთანავე, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ კანონის, ორგანულ კანონისა და კანონის  ხელმოწერის ან მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის დაბრუნებისათვის გათვალისწინებული 2 კვირიანი ვადა იცვლება 10 დღიანი ვადით)

99.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/305, 28.01.2019), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: ნიკოლოზ გაგუა, გიორგი კაკაურიძე, ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება დადგენილებით განსაზღვროს მის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები, გარდა შესაბამისი შემთხვევებისა)

100.  საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ (#07-3/282, 13.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის,  ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურის, მამუკა მდინარაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი)

(კანონის პროექტი არეგულირებს, ბავშვის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემას,  ბავშვის უფლებას ოჯახზე, ალტერნატიულ ოჯახურ ზრუნვაზე, განათლების მიღებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალურ დაცვაზე,  ცხოვრების სათანადო პირობებზე და  განვითარებაზე, ძალადობისგან დაცვაზე, მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე და ბავშვის უფლებას მართლმსაჯულებაზე. კანონის პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა  დაცვისა და მხარდაჭერის ინსტიტუციური გარანტიები)

101. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული წესით ბავშვის უფლებების დაცვას და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას)

102.  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებები)

103.  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ვალდებულებას კანონპროექტის განმარტებით ბარათში, სხვა მონაცემებთან ერთად, აისახოს კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე)

104.  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს დაემატება ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებები)

 105. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განცალკევებული ან თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის და ყოფნის გამო)

106.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განცალკევებული ან თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის და ყოფნის გამო)

107.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ბავშვთან დაკავშირებულ განცხადებებს და საჩივრებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. გარდა ამისა, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით  ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად)

108.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც არის: ბავშვის მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში)  და ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში დაშვების წესების დარღვევა; მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების და საეთერო დროის განსაზღვრის წესების დარღვევა; ინტერნეტ გვერდზე ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის განთავსების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის ინტერნეტ ქსელზე წვდომის წესების დარღვევა; არასრულწლოვნისთვის განათლების მიღებაში ხელშეშლა; საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა; ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე  ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა)

109.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, არასრულწლოვნის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, არასრულწლოვნის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელება დაუშვებელია არასრულწლოვნის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის  ინფორმირებული თანხმობის გარეშე)

110.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი არეგულირებს ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ხანდაზმულობის ვადასთან, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისებასთან, 10 წლამდე ასაკის ბავშვისთვის გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხს)

111.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციას. კანონის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

112.  საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით ქმედების განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებას არასრულწლოვანს მიაწოდონ ინფორმაცია მისი უფლებების, მართლმსაჯულების პროცესის,  პროცესის შედეგების, მხარდაჭერის და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ)

113.  საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ყველა არასრლუწლოვნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა)

114.  საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, შვილად აყვანის საქმეზე 10 წლამდე ასაკის ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით)

115.  საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებით)

116.  საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ბავშვისათვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებით)

117.  საქართველოს კანონის პროექტი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტით ზუსტდება, რომ გარდა არსებულისა, სააღმზრდელო საქმიანობა მოიცავს ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსით მოწესრიგებული ბავშვის მხარდაჭერის სფეროში საქმიანობას)

118.  საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, არასრულწლოვნის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელება დაუშვებელია არასრულწლოვნის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის  ინფორმირებული თანხმობის გარეშე)

119.  საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი განსაზღვრავს, მავნე ზეგავლენისაგან  ბავშვის დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე და მაუწყებლის პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვაზე კონტროლის, მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების, აგრეთვე   ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) განთავსებული ფილმების და თამაშების ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის  სპეციალურ ნუსხაში შეტანაზე და კონტროლზე  უფლებამოსილებას. გარდა ამისა კანონის პროექტით იკრძალება ისეთი  პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა რომლებიც ასაკობრივად არის ბავშვისათვის შეუსაბამო და აფერხებს როგორც მის განვითარებას, ისე დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად მის ჩამოყალიბებას)

120.  საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. გარდა ამისა, კანონის პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას  ანიჭებს ფუნქციას დაარეგულიროს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების მოწესრიგება)

121. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსშექმნას)  

122.  საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/241, 06.11.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: გია ჟორჟოლიანის, ბექა ნაცვლიშვილის, კობა ნარჩემაშვილის, მირიან წიკლაურის, გედევან ფოფხაძის, ერეკლე ტრიპოლსკის, რუსლან პოღოსიანის, ირაკლი აბუსერიძის, ზაზა პაპუაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

         (კანონის პროექტი არეგულირებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისთვის, მუნიციპალიტეტის ან/და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის სოციალური შეღავათების დაწესებასთან და შრომის ანაზღაურების დანამატთან დაკავშირებულ საკითხებს)

123. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/315, 27.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება სავალდებულოა, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც პროექტის ავტორი ან ინიციატორი საკუთარი სურვილით ახორციელებს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას, ნორმატიული აქტის პროექტის განმარტებით ბარათს უნდა დაერთოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში. კანონის პროექტით აგრეთვე განისაზღვრება, თუ რა ინფორმაცია უნდა აისახოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში)  

124.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/275, 05.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გიორგი კახიანის, მერაბ ქვარაიას, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისთვის ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობისთვის)

125.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  თაობაზე“ (#07-3/298, 04.03.2019).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას)

126. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2018 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2247/19, 14.02.2019)

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

127. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2607/19, 20.02.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია)

128. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2548/19, 19.02.2019).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

129. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (#2-2573/19, 19.02.2019).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი)

130. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2581/19, 19.02.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

131. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობითი ანგარიში 2018 წლის შედეგების მიხედვით (#2-2582/19, 19.02.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

132. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2737/19, 21.02.2019).

         (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

133. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2834/19, 22.02.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

134. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში (N2-4191/19, 13.03.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

135.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

136.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

137. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#07-3/269, 27.12.2018)

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ნიკანორ მელია)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომ მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს)