empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 11 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის 19 - 22 თებერვლის პლენარული სხდომების დღის  წესრიგი


I კენჭსაყრელი საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი რეკლამის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/228, 27.09.2018), I მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან გოგიჩაიშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ცოტნე ზურაბიანის,  ბიძინა გეგიძის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

         (კანონის პროექტის თანახმად, კანონის მოქმედების სფეროში ექცევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ითვალისწინებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ნორმის დამატებას, რომელიც განმარტავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამას. კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ (სტადიონი, სპორტული დარბაზი და სპორტული დანიშნულების სხვა შენობა-ნაგებობები, გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა) და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, გარდა სპორტული პროგრამის/რეპორტაჟის სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების ან/და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება)

3.      საქართველოს კანონის პროექტი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ ექნება უფლება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, კანონის პროექტი ითვალისწინებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებას არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევისთვის. ამასთანავე, აღნიშნულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს შეადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები)

5.      საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ (#07-3/203, 22.06.2018)

         (საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის  სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას. რეზოლუციის პროექტში ჩამოთვლილია სააკაშვილისა და ბოკერიას მმრთველობის პერიოდში საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ქმედება. ამასთანავე, რეზოლუციის შესაბამისად, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს და სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/265, 25.10.2018), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

         (კანონის პროექტის თანახმად, ფართოვდება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებელობას. ამ მუხლების ჩამონათვალს ემატება სამოხელეო დანაშაულის მთლიანი თავი (თავი XXXIX)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/227, 12.06.2018), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ჩამონათვალში ახალი ნივთიერებების დამატებას)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის  თაობაზე“ (#07-3/245, 15.11.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების - ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები - ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. კანონის პროექტით აგრეთვე, ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის შესრულების ნაწილში. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ექნება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა)


II განსახილველი საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/232, 11.10.2018), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს კანონში ორი ახალი ცნების დამატებასა და განმარტებას. კერძოდ, ეს ცნებებია „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ჰოსპისის საქმიანობისათვის საჭიროა სპეციალური თანხმობა, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის შესაბამისი სამსახური) 

2.      საქართველოს კანონის პროექტი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, კანონს ემატება ნორმა რომელიც განმარტავს ტერმინს „ჰოსპისური მზრუნველობა“. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეს ეძლევა უფლება ჰოსპისური მზრუნველობის ჩატარების შესახებ ჰქონდეს წინასწარ წერილობით გამოხატული ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას)

3.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/157, 15.12.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე  თამილა ბარკალაია)

(კანონის პროექტის შესაბამისად ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზეც, აკრძალულიიქნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, ამასთან ცვლილების მიხედვით დაზუსტდა, თუ რა ჩაითვლება დისკრიმინაციად. გარდა ამისა, აიკრძალება დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და/ან რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან. აგრეთვე, დამსაქმებელი უფლებამოსილი აღარ იქნება მოიპოვოს მათ შორის ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან, ამასთან, შესაბამისი გარემოების გარდა, მას ასევე არ ექნება უფლება კანდიდატისგან მოითხოვოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეეხება მის რელიგიას ან რწმენას, შეზღუდულ შესაძლებლობებს, სექსუალურ ორიენტაციას, ეთნიკურ კუთვნილებას, ორსულობას. წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას შრომითი ხელშეკრულების დადებამდე დამსაქმებელის ვალდებულება კანდიდატს გააცნოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის ასახოს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საჯარო დაწესებულების ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, სამუშაო ადგილზე პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად,  დაწესებულებამ უნდა მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა თანაბარი მოპყრობის მიზნით, მათ შორის, ასახოს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები შინაგანაწესში და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება)

5.      საქართველოს კანონის პროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად ასევე აიკრძალება ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს დავალების მიცემას მესამე პირის მიმართ დისკრიმინაციის განსახორციელებლად. ამასთან, დაზუსტდა დებულება, თუ რას არ წარმოადგენს დისკრიმინაცია. გარდა ამისა, პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამის ჩამონათვალს, თუ ვისზე ვრცელდება თანაბარი მოპყრობის პრინციპი)

6.      საქართველოს კანონის პროექტი გენდერული თანასწორობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით კანონს ემატება რეგულაცია, (გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქონლის ან მომსახურების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობისას), რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების, მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. გარდა ამისა, დაზღვევის მომსახურების მიწოდებისას სქესის, როგორც რისკფაქტორის, ისევე როგორც ორსულობის/დედობის ფაქტორის გამოყენებამ, არ უნდა გამოიწვიოს განსხვავება დაზღვევის პრემიებისა და სადაზღვევო თანხების (სარგებლის) ოდენობების განსაზღვრისას)

7.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი შრომის უსაფრთხოების შესახებ(#07-3/224, 13.09.2018), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, აკაკი ზოიძის, თამარ ხულორდავას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი)

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, დასაქმებულის და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის  უფლებებთან და ვალდებულებებებთან, სამუშაო სივრცეში უბედურ შემთხვევებთან და პროფესიულ დაავადებებთან, შრომის უსაფერთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიასთან და სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ უწყებებთან დაკავშირებული საკითხებს მოწესრიგებას. გარდა ამისა, ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს დღეს მოქმედი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის  ძალადაკარგულად გამოცხადებას)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში,  ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითება იცვლება ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე მითითებით)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითება იცვლება ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე მითითებით)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილება მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება , დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი) არ გავრცელდება საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი         სამსახურის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე)

11.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/220, 12.09.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია და მერაბ ქვარაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი)

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კერძოდ, ორგანული კანონის ტექსტში თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად, დაიწერება თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. გარდა ამოისა, ორგანული კანონის პროექტში მითითებულია, რომ  სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“ (#07-3/213, 02.08.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ირმა ინაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტი არეგულირებს არაწინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, კანონის ტერმინთა განმარტებას ემატება ტერმინი - არაწინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც განიმარტება შემდეგაირად: არაწინასაარჩევნო პერიოდში იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება პოლიტიკური პარტიის იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას)

13.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/120, 06.02.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, ირაკლი ხახუბიას, გოგი მეშველიანის, სულხან მახათაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ირინე ფრუიძის, ანრი ოხანაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, სვეტლანა კუდბას, მერაბ ქვარაიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება. ნორმის მოქმედება გავრცელდება მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 1 ივნისი)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

14.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

15.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

16.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#07-3/269, 27.12.2018)

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ნიკანორ მელია)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომ მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს)