empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 16 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის 17 – 20 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

 

         I   კენჭსაყრელი  საკითხები

1.      საქართველოს პარლამენტის წევრის ანრი ოხანაშვილის ნდობის ჯგუფის წევრად წარდგენის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინების (#2-12340/19, 03.07.2019) ცნობად მიღება.

2.      საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიას ნდობის ჯგუფის წევრად წარდგენის შესახებ პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული 58 პარლამენტის წევრის წარდგინების (#2-15370/19, 08.09.2019) ცნობად მიღება.

3.      საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/309, 06.02.2019), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ენუქიძე და აკაკი საღირაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ორი ტერმინის - პოლარული კოდექსისა და პოლარული წყლების განმარტებას. კანონის პროექტი აგრეთვე არეგულირებს, სამგზავრო გემის  კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებით სავალდებულო წვრთნასთან და კომპეტენციასთან,   აირზე ან  დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე   გემების კაპიტნის, ოფიცრების, რიგითებისა და სხვა პერსონალის წვრთნასა და  კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან, პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის კაპიტნისა და საგემბანე ოფიცრების  წვრთნასა და კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს)

„ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“  2002 წლის ათენის კონვენციიდან გამომდინარე (#07-2/287, 13.12.2018)  

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნინო ენუქიძე)   

(კანონის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ახალი ტერმინის განმარტებას. გარდა ამისა, კანონის პროექტი აწესრიგებს, საზღვაო გადაყვანისას ინციდენტის შედეგად მგზავრის   ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დაევალოს დაზღვევის არსებობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესების დადგენა)

 

          II   განსახილველი საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ (#07-3/282, 13.02.2019), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის,  ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურის, მამუკა მდინარაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე)

(კანონის პროექტი არეგულირებს, ბავშვის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემას,  ბავშვის უფლებას ოჯახზე, ალტერნატიულ ოჯახურ ზრუნვაზე, განათლების მიღებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალურ დაცვაზე,  ცხოვრების სათანადო პირობებზე და  განვითარებაზე, ძალადობისგან დაცვაზე, მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე და ბავშვის უფლებას მართლმსაჯულებაზე. კანონის პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა  დაცვისა და მხარდაჭერის ინსტიტუციური გარანტიები)

2.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული წესით ბავშვის უფლებების დაცვას და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას)

3.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებები)

4.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ვალდებულებას კანონპროექტის განმარტებით ბარათში, სხვა მონაცემებთან ერთად, აისახოს კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე)

5.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს დაემატება ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებები)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განცალკევებული ან თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის და ყოფნის გამო)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განცალკევებული ან თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის და ყოფნის გამო)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ბავშვთან დაკავშირებულ განცხადებებს და საჩივრებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. გარდა ამისა, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით  ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც არის: ბავშვის მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში)  და ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში დაშვების წესების დარღვევა; მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების და საეთერო დროის განსაზღვრის წესების დარღვევა; ინტერნეტ გვერდზე ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის განთავსების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის ინტერნეტ ქსელზე წვდომის წესების დარღვევა; არასრულწლოვნისთვის განათლების მიღებაში ხელშეშლა; საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა; ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე  ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი არეგულირებს ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ხანდაზმულობის ვადასთან, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისებასთან, 10 წლამდე ასაკის ბავშვისთვის გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხს)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციას. კანონის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით ქმედების განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებას არასრულწლოვანს მიაწოდონ ინფორმაცია მისი უფლებების, მართლმსაჯულების პროცესის,  პროცესის შედეგების, მხარდაჭერის და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ყველა არასრლუწლოვნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა)

 14.    საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, შვილად აყვანის საქმეზე 10 წლამდე ასაკის ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებით)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ბავშვისათვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებით) 

17.    საქართველოს კანონის პროექტი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტით ზუსტდება, რომ გარდა არსებულისა, სააღმზრდელო საქმიანობა მოიცავს ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსით მოწესრიგებული ბავშვის მხარდაჭერის სფეროში საქმიანობას) 

18.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი განსაზღვრავს, მავნე ზეგავლენისაგან  ბავშვის დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე და მაუწყებლის პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვაზე კონტროლის, მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების, აგრეთვე   ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) განთავსებული ფილმების და თამაშების ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის  სპეციალურ ნუსხაში შეტანაზე და კონტროლზე  უფლებამოსილებას. გარდა ამისა კანონის პროექტით იკრძალება ისეთი  პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა რომლებიც ასაკობრივად არის ბავშვისათვის შეუსაბამო და აფერხებს როგორც მის განვითარებას, ისე დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად მის ჩამოყალიბებას) 

19.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. გარდა ამისა, კანონის პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას  ანიჭებს ფუნქციას დაარეგულიროს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების მოწესრიგება)

20.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსშექმნას)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/262, 13.12.2018), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, კარლო კოპალიანის, სულხან მახათაძის, დიმიტრი მხეიძის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი ბერაიას, სავალან მირზოევის, ლევან ბეჟანიძის, ანრი ოხანაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე)

         (კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოს  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინება. კანონის პროექტის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყოს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის წესის შემუშავება)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ დამცავ ორდერში უნდა მიეთითოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლისა და საფასურის გადახდის საკითხები)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, დაზარალებულს ეძლევა უფლება პირველი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ან დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, გამოძიების შეწყვეტის შესახებ და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილებები)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, ჯარიმა, როგორც ძირითადი სასჯელი არ შეიძლება დაინიშნოს ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის დროს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულებს როგორიც არის: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება  და მუქარა ემატება მაკვალიფიცირებელი გარემოება - „ოჯახის წევრის მიმართ“.  კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების კრიმინალიზაციას)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის შესაბამისად, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოს, რომ პირს, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა ოჯახში ძალადობისთვის, ოჯახური დანაშაულისათვის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე მოთავსებულია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისთვის, არ ჰქონდეს დაზარალებულთან წერილების, ტელეფონის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით კომუნიკაციის შესაძლებლობა)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის სატელეფონო საუბრის და მიმოწერის უფლება დაზარალებულთან (მსხვერპლთან) იზღუდება დაზარალებულის (მსხვერპლის) წერილობითი მიმართვის საფუძველზე)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლი, ამავე კანონით განსაზღვრული მოძალადის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით) 

29.    საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად, პოლიციას ექნება უფლებამოსილება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს  მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ და გაატაროს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები) 

30.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლი, ამავე კანონით განსაზღვრული მოძალადის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან) 

31.    საქართველოს კანონის პროექტი „მედიაციის შესახებ“ (#07-2/319, 13.03.2019),  III მოსმენა      

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე)

         (კანონის პროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს. კანონის პროექტით წესრიგდება, მედიაციის პროცესთან, მედიატორის არჩევა/დანიშვნასთან, მედიატორის შერჩევისას გასათვალისწინებელ გარემოებებთან, ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასა და საქმიანობის შეზღუდვასთან, მედიაციის დაწყებასა და წარმართვასთან, მედიაციის დასრულებასთან და მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მედიაციის ასოციაციის შემადგენლობასა და ფუნქციებთან, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოსთან, მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და მედიატორთა ასოციაციის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა   

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას „მედიაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, კანონის პროექტით წესრიგდება სამედიაციო მორიგების აღსრულებასთან, სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის განხილვასთან და სამედიაციო მორიგების აღსრულების განჩინებასთან დაკავშირებული საკითხები) 

33.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა  

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას „მედიაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსს ემატება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი - „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კერძო მედიაციის დაწყება)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა   

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „მედიაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით, ხოლო სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე - 150 ლარით)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა   

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „მედიაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, ნორმას, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირს აეკრძალოს არბიტრად დანიშვნა, საგამონაკლისო სახით ემატება შემთხვევა - როდესაც პირი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე არის/იყო მედიატორი)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა   

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „მედიაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, აუდიტორს არ ექნება უფლება შეასრულოს მედიატორის ფუნქცია, თუ ის იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე აუდიტორულ მომსახურებას უწევს/უწევდა მედიაციის  მხარეს) 

37.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა    

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას „მედიაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი) 

38.    საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა    

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას „მედიაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთაც არ ეკისრებათ მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება, ემატება მედიაციის მონაწილე (გარდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა) 

39.    საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა    

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „მედიაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, კანონში მოცემულ აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ჩამონათვალს ემატება ახალი აქტი - სამედიაციო მორიგება რომლის აღსასრულებლადაც მიღებულია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი) 

40.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა    

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას „მედიაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტით რეგულირდება სასამართლო მედიაციის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები)

41.    საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ (#07-2/311, 13.02.2019), III მოსმენა        

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე) 

         (კანონის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირი (რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია); ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; მარტოხელა მშობელი; დევნილი - იმ შემთხვევაში, თუ მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე და მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა)

42.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/220, 12.09.2018), III მოსმენა    

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია და მერაბ ქვარაია

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კერძოდ, ორგანული კანონის ტექსტში თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად, დაიწერება თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. გარდა ამოისა, ორგანული კანონის პროექტში მითითებულია, რომ  სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს)     

43.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების (#07-2/348, 13.05.2019) რატიფიცირების თაობაზე“        

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

      „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებიდან (#07-2/344, 08.05.2019) გამომდინარე:

44.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/344, 08.05.2019), II მოსმენა 

        (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი) 

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებასთან. ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ტერმინების: „მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში“, „ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარე“, „ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირი“ და  „ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტი“ განმარტებას. ორგანული კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება მეკავშირე პროკურორთან და მის დამხმარესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები) 

45.    საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებასთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს ტერმინების: „მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში“ და „ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარე“ განმარტებას. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება მეკავშირე პროკურორთან და მის დამხმარესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები)

46.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებასთან) 

47.    საქართველოს კანონის პროექტი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა 

         (კანონის პროექტის შესაბამისად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობა შესაძლოა აგრეთვე განხორციელდეს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის ან მისი დამხმარის საშუალებით „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით  დადგენილი წესის შესაბამისად)

48.    საქართველოს კანონის პროექტი  „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/331, 05.04.2019), II მოსმენა       

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, ზუსტდება ნორმა, რომელის მიხედვითაც შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მიეთითება, რომ შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით)

49.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/315, 02.04.2019), II მოსმენა 

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სიმონ ნოზაძის, ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ბერაიას, კობა კობალაძის, კობა ნარჩემაშვილის, გია ბენაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

(კანონის პროექტის თანახმად, სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფში/დაწესებულებაში გაივლის სპეციალური მომზადების სათანადო საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს, ნაცვლად სსიპ-შსს აკადემიისა. ასევე, სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსამსახურის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება განხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად) 

50.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/309, 20.03.2019), II მოსმენა  

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ადა მარშანიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ადა მარშანია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე) 

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს, დევნილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო დევნილის შემწეობის შეწყვეტისთვის გათვალისწინებული ვადის ცვლილებას. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, შემწეობა შეწყდება თუ დევნილი სამ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ. აღნიშნული ვადა დღეს მოქმედი კანონის თანახმად არის 2 თვე)

51.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (#07-3/332, 24.04.2019), II მოსმენა 

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, კახაბერ კუჭავას, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, მიხეილ ყაველაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე) 

         (პროექტის შესაბამისად, კოდექსის 8705 სასაქონლო პოზიციაში მითითებული მსუბუქი ავტომობილის, რომელიც „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით არის სპორტული დანიშნულების, აქციზის გადასახადი განისაზღვრება 100 ლარით) 

52.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა   

         (პროექტის შესაბამისად ხდება ტერმინის - „სპორტული დანიშნულების ავტომობილი“ დადგენა და მისი განმარტების განსაზღვრა)

53.    მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლა.

54.    საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/243, 08.11.2018), I მოსმენა

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება, თუკი ის არ ხვდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიკრო ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში. ამასთან, გარდამავალი რეგულაციის სახით საქართველოს მთავრობას ევალება ცვლილების განახორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ და კონკრეტული შემოსავლის სახეების ჩამონათვალიდან (კერძოდ, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას) ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალის ამოღება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

55.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/268, 27.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარის 100000 ლარიდან 165000 ლარამდე გაზრდას)  

56.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/283, 13.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონის ორი მუხლის (დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა) მოქმედების  შეჩერებას 2020 წლის 1 იანვრამდე)

57.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (#07-3/231, 09.10.2018), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

         (კანონის პროექტი აწესრიგებს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან და სქემასთან, მის ადმინისტრირებასთან, აგრეთვე, საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან, ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირ ინვესტიციებთან,  ნდობითი ვალდებულების დარღვევასთან და ამ ვალდებულების დარღვევის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 ივლისს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას)

58.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

59.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ორგანული კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

60.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

61.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

62.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

63.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

64.    საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

65.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

66.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/297, 27.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტი არეგულირებს ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის საიჯარო მომსახურების დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის იჯარით  (მათ შორის გაქირავებით) მიღებული შემოსავალი (თანხა) იბეგრება 5 პროცენტით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

67.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/304, 13.03.2019), I მოსმენა   

            (საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

          (ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გადადის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიზანი, დამოუკიდებლობა, საქმიანობის წესი, ანგარიშვალდებულება და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის წესი. ორგანული კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება მონიტორინგის სამსახურის მართვასა და ბიუჯეტთან, საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოების ოდენობებთან, უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები) 

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

68.    საქართველოს კანონის პროექტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  I მოსმენა    

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „ეროვნული ბანკის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გადადის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში)

69.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/276, 06.02.2019), I მოსმენა     

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგი კაპანაძის და ოთარ კახიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვალდებულებას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შედგენისას უზრუნველყოს ზოგად უნარებში გამოცდის სავალდებულოობა. გარდა ამისა კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული ცენტრი ვალდებული იქნება სახელმწიფო გრანტის მინიჭებისას სავალდებულო წესით გაითვალისწინოს ზოგად უნარებში გამოცდების შედეგები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

70.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/325, 15.04.2019), I მოსმენა 

(საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე) 

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსიდან იმ ნორმის ამოღებას, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ განსაზღვრულია 26 მაისი. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღად დარჩება მხოლოდ 9 აპრილი) 

71.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, 26 მაისის - როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამოღება ორგანული კანონიდან, იწვევს შესაბამის ცვლილებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში)

72.    საქართველოს კანონის პროექტი  კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/321, 10.04.2019), I მოსმენა        

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე) 

         (კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ სანქციის განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: სანქციის გამოყენების მიზნის, შესაფერისობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის დადგენას. ამასთან, სავალდებულო წესით, თითოეული სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი დასაბუთება. გარდა ამისა, კანონის პროექტი არეგულირებს ეროვნული ბანკის სანქციისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებულ საკითხებს) 

73.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/295, 27.02.2019), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებისთვის დადგენილი 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდეგაზრდას) 

74.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/322, 10.04.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (ორგანული კანონის პროექტის თანახმად, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მიეთითება, რომ არაგეგმიური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტი ტარდება საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, საპარლამენტო ფრაქციის მიმართვის საფუძველზე)

75.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანას საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კერძოდ პარლამენტის რეგლამენტში მიეთითება, რომ პარლამენტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის და საპარლამენტო ფრაქციის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას)

76.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/369, 12.06.2019), I მოსმენა   

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი კახიანის, გიორგი ხატიძის, გურამ მაჭარაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ვანო ზარდიაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ტერმინის „პირველადი გამოკვლევა“ განმარტებას. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული შესაძლო მტკიცებულების დაცვის მხარისთვის გადაცემა/გაცნობასთან დაკავშირებული საკითხები)     

77.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/370, 12.06.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი კახიანის, გიორგი ხატიძის, გურამ მაჭარაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ვანო ზარდიაშვილი)

(კანონის პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის ათვლის მომენტი, დადგენილების გამოტანის ნაცვლად, დაუკავშირდება  მხარისათვის ამ დადგენილების  ჩაბარებას. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება შესაბამისი პირისთვის დადგენილების ჩაბარება, ის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოქვეყნდება საჯაროდ  და ჩაბარებულად ჩაითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს)

78.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/363, 05.06.2019), I მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, მამუკა მდინარაძის, სოფიო კილაძის, გურამ მაჭარაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას ინიციატივა; მომმხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატიონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ვანო ზარდიაშვილი)

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც განპირობებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის N2/7/779 გადაწყვეტილებით. კანონის პროექტით წესრიგდება ადმინისტრაციულ სამართლებრივი დავის სააპელაციო სასამართლოში დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები)

79.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტით, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ჩამონათვალს ემატება კიდევ ერთი სამართალდარღვევა. კერძოდ, ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, რომელსაც ითვალისწინებს პირის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით)

80.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/336, 01.05.2019), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერებისას დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა და სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელება შეთანხმების გარეშე ან დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით)

81.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტის თანახმად თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას ემატება საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის მარშრუტების დადგენა და თბილისის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა, აგრეთვე სპეციალური რეგულარული (გარკვეული ჯგუფის მგზავრები - დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის მარშრუტების შეთანხმება)

82.  საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/351, 22.05.2019), I მოსმენა  

           (საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტი არეგულირებს სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას,  ვალდებულია, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების  შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

83.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევისთვის)   

84.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  თაობაზე“ (#07-3/298, 04.03.2019).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას)

85.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ლევან გზირიშვილისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/326, 17.04.2019).

            (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ლევან გზირიშვილისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

86.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზაზა ხარებავასთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/327, 17.04.2019).

         (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ზაზა ხარებავასთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

87.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „შოთა ქადაგიძისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/328, 17.04.2019).

            (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს შოთა ქადაგიძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

88.    საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2018 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-8219/19, 03.05.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

89. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-10352/19, 03.06.2019). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

90.    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (#2-2602/19, 20.02.2019). 

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე) 

91.     დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში (GUAM) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში (#2-7798/19, 25.04.2019). 

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა) 

92.    საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (#1-6397/19, 30.03.2019).  

(მომხსენებელი - საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

93.    საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“ (#2-14829/19, 30.08.2019). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე)

94.    საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“ (#2-11034/19/9, 11.06.2019) 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო წილოსანი)

 95.   საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ (#1-3818/19, 28.02.2019). 

         (მომხსენებელი - სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

96.    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#1-10847, 03.06.2019).  

(მომხსენებელი - საქართველოს გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილითანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

97.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „მასწავლებლის  საქმიანობის დაწყების,    პროფესიული    განვითარებისა   და   კარიერული    წინსვლის    სქემით“ განსაზღვრული  შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (#07-3/305,13.03.2019),   

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგი კაპანაძის და სერგო რატიანის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანი და სერგი კაპანაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში) 

          (დადგენილების პროექტის თანახმად, სერთიფიცირებულ მასწავლებელზე უნდა გაიცეს სტატუსის  შესაბამისი დანამატის სრული ოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების გათვალისწინებით, შეთავაზებულ 13 და 15 საათიან დატვირთვაზე)

98.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ (#07-3/364, 06.06.2019).

            (საპარლამენტო ფრაქციის „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წარდგინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებულ საკითხს)

99.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

100.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)