empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 20 მარტის სხდომის დღის წესრიგი

           

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის 20 - 22 მარტის პლენარული სხდომების დღის  წესრიგი

I  კენჭსაყრელი საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი რეკლამის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/228, 27.09.2018), I მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან გოგიჩაიშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ცოტნე ზურაბიანის,  ბიძინა გეგიძის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტის თანახმად, კანონის მოქმედების სფეროში ექცევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ითვალისწინებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ნორმის დამატებას, რომელიც განმარტავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამას. კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ (სტადიონი, სპორტული დარბაზი და სპორტული დანიშნულების სხვა შენობა-ნაგებობები, გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა) და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, გარდა სპორტული პროგრამის/რეპორტაჟის სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების ან/და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება)

3.      საქართველოს კანონის პროექტი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ ექნება უფლება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, კანონის პროექტი ითვალისწინებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებას არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევისთვის. ამასთანავე, აღნიშნულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს შეადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები)

5.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/284, 13.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ექნება უფლება, საბჭოს წინაშე დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წევრების მიერ დასახელებულ ყველა კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დასაბუთებული ინიციატივის საფუძველზე, საბჭო უფლებამოსილია, არ წარუდგინოს პარლამენტს დასახელებული კანდიდატი, თუ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭერს მხარს საბჭოს სრული შემადგენლობა. აღნიშნულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომელმაც დაასახელა განსახილველი კანდიდატი)

6.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (რეგლამენტის პროექტი არეგულირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის განხილვის წესს. რეგლამენტის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომლის შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლის გამწესებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე მართავს სარეიტინგო გამოკითხვას. საბოლოო კენჭისყრაზე დადგება ის კანდიდატურა, რომელიც სარეიტინგო გამოკითხვაში მიიღებს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის მხარდაჭერას)

 

II   განსახილველი საკითხები: 

1.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/301, 06.03.2019), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი)

         (ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ვალდებულებას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია) 

3.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის (აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის) კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენასთან,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრასთან დაკავშირებულ საკითხებს)

4.      საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის  არჩევის საკითხი (#2-3825/19, 07-03-2019).

5.      მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლა.

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/302, 06.03.2019), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, თამარ ჩუგოშვილის, აკაკი ზოიძის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ზაზა ხუციშვილის, კახაბერ კუჭავას, შოთა ხაბარელის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა და თამარ ჩუგოშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის  უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და სანქციებს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 7.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. I მოსმენა  

          (კანონის პროექტის თანახმად, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის/ორგანიზების ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობის/ორგანიზებისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, შესაძლებელი იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება)                                                                                                          

                            (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/247, 27.08.2018), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ხადური)

(კანონის პროექტი არეგულირებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პერსონალურ დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ საქართველოს მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგინებით უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

9.      საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტი არეგულირებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ოჯახის წევრებისთვის „ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო“ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხიებდს)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემის თანამშრომელზე)

11.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/247, 27.08.2018) საქართველოს კანონის პროექტების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ (N2-4530, 18.03.2019)

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

12.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 1974 წლის ათენის კონვენციისა“ და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციის 1976 წლის ოქმის“ დენონსირების თაობაზე (#07-2/285, 13.12.2018)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: აკაკი საღირაშვილი და ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია) 

13.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“  2002 წლის ათენის კონვენციასთან“ შეერთების თაობაზე“ (#07-2/287, 13.12.2018)

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ახალი ტერმინის განმარტებას. გარდა ამისა, კანონის პროექტი აწესრიგებს, საზღვაო გადაყვანისას ინციდენტის შედეგად მგზავრის   ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დაევალოს დაზღვევის არსებობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესების დადგენა)

15.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების (#07-2/295, 31.12.2018) რატიფიცირების თაობაზე“

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

16.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის“ შეთანხმების (#07-2/296, 31.12.2018) რატიფიცირების თაობაზე“.

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

17.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების (#07-2/297, 31.12.2018) რატიფიცირების თაობაზე“.

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

18.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის შესახებ“ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე“ (#07-2/299, 31.12.2018).

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

19.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების  რატიფიცირების თაობაზე“ (#07-2/304, 21.01.2019)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/185, 31.05.2018), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების გოჩა ენუქიძის და ივლიანე წულაიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები)

21.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/277, 06.02.2019), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, კარლო კოპალიანის, ალექსანდრე ერქვანიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა კიკნაველიძე)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში და საქართველოს კონსტიტუციაში გამოყენებულ ტერმინებთან. კანონის პროექტით ახლებურად რეგულირდება, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული საკითხები)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/280, 06.12.2018), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტის თანახმად, მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზიის მიღებას არ დაექვემდებარება საქმიანობა, როდესაც მიწისქვეშა სივრცეს იყენებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/131, 01.03.2018), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

         (კანონის პროექტის შესაბამისად, განიმარტება ტერმინის - „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი“ მნიშვნელობა, კერძოდ ეს არის – გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის და რომელიც დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია საგზაო მონიშვნით)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/227, 12.06.2018),  II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ჩამონათვალში ახალი ნივთიერებების დამატებას)

25.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/220, 12.09.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია და მერაბ ქვარაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი)

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კერძოდ, ორგანული კანონის ტექსტში თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად, დაიწერება თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. გარდა ამოისა, ორგანული კანონის პროექტში მითითებულია, რომ  სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს)   

26.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/266, 26.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში; თანამომხსენებელნი:  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, ტერმინის „საუნივერსიტეტო მაუწყებლობა“ განმარტებას. კერძოდ, საუნივერსტიტეტო მაუწყებლობა განიმარტება, როგორც ,,ამ კანონით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში (და ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/308, 06.02.2019), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე - ჯიშკარიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ. კანონის პროექტის თანახმად, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/265, 25.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, კომიტეტის წევრები კობა ლურსმანაშვილი და ემზარ კვიციანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

(კანონის პროექტის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევაზე   სამართალდარღვევათა ოქმებს არ შეადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები)

29.    საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოსმენა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების საკითხზე.   (#1-5040/19, 15.03.2019)

30.    ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.     

31.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ (#07-2/291, 13.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: ნიკოლოზ გაგუა, გიორგი კაკაურიძე, ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტი არეგულირებს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებთან და მოვალეობებთან, საბაჟო კონტროლთან, საბაჟო დავასთან, ვაჭრობაში დამცავ ღონისძიებებთან, საქონლის ღირებულებასთან, საბაჟო ვალდებულების წარმოშობასთან და საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან, საქონლის საბაჟო სტატუსთან, საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, დეკლარაციის შემოწმებასთან და საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, ხდება საბაჟო და საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი ნორმების გამიჯვნა. აგრეთვე საგადასახადო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ნორმების დამატება, რომლებითაც დარეგულირდება სასამართლოში პირის ცრუმაგიერად აღიარების პროცესუალური საკითხები)

35.    საქართველოს კანონის პროექტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს თავისუფლ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებული ურთიერთობები მოწესრიგდება საქართველოს საბაჟო კოდექსით. აგრეთვე, თავისუფლი ინდუსტრიული ზონების შესასვლელი და გამოსასვლელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნაცვლად განისაზღვრება საბაჟო კანონმდებლობით)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

37.    საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საბაჟო ორგანოს)

38.    საქართველოს კანონის პროექტი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

39.    საქართველოს კანონის პროექტი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

40.    საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მკაცრი  აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „მკაცრი  აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

41.    საქართველოს კანონის პროექტი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

42.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

43.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

44.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

45.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

46.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

47.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

48.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

49.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

50.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

51.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

52.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სარკინიგზო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

53.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

54.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საჰაერო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საჰაერო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

55.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

56.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

57.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

        (კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირად აგრეთვე განსაზღვრება შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი)

58.    საქართველოს კანონის პროექტი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

59.    საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,  I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

60.    საქართველოს კანონის პროექტი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს ემატება საბაჟო კანონმდებლობა)

61.    საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/243, 08.11.2018), I მოსმენა

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება, თუკი ის არ ხვდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიკრო ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში. ამასთან, გარდამავალი რეგულაციის სახით საქართველოს მთავრობას ევალება ცვლილების განახორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ და კონკრეტული შემოსავლის სახეების ჩამონათვალიდან (კერძოდ, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას) ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალის ამოღება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

62.    საქართველოს კანონის პროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ(#07-3/160, 07.05.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

63.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

64.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“ ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

65.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპის როექტის ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

66.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონიდან ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

67.    საქართველოს კანონის პროექტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპის პროექტის ითვალისწინებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

68.    საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

69.    საქართველოს კანონის პროექტი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „პაციენტის უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონიდან ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

70.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/235, 18.10.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი სესიაშვილისა და ოთარ ჩრდილელის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა. კანონის პროექტი აღნიშნული დანაშაულისთვის ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე)

71.    საქართველოს კანონის პროექტი „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (#07-2/289, 13.12.2018), I მოსმენა

          (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნას და მასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი ურთიერთობებს რეგულირებას. კანონის პროექტით აგრეთვე განსაზღვრულია პონტოს მუხის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები, პონტოს მუხლის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი და პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებული საკითხები)

72.    საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/309, 06.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ენუქიძე და აკაკი საღირაშვილი;  თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ორი ტერმინის - პოლარული კოდექსისა და პოლარული წყლების განმარტებას. კანონის პროექტი აგრეთვე არეგულირებს, სამგზავრო გემის  კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებით სავალდებულო წვრთნასთან და კომპეტენციასთან,   აირზე ან  დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე   გემების კაპიტნის, ოფიცრების, რიგითებისა და სხვა პერსონალის წვრთნასა და  კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან, პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის კაპიტნისა და საგემბანე ოფიცრების  წვრთნასა და კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს)

73.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“ (#07-2/307, 06.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში)

74.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომელიც  იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში)

75.    საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/310, 06.02.2019), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ნაცვლად იქმნება ერთი  საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო, რომელიც იქნება საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირი. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა; სააგენტოს წარდგინებით სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცება; სააგენტოს წარდგინებით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით სათათბირო ორგანოს დებულების დამტკიცება)

76.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/267, 26.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, არჩილ თალაკვაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის მიხედვით, აქციზის განაკვეთი მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 პროცენტით, ხოლო იმ ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, 20 პროცენტით  მცირდება)

77.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/268, 27.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარის 100000 ლარიდან 165000 ლარამდე გაზრდას)

78.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/92, 10.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ  კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ  კუჭავა და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მიტოვება 3 თვეზე მეტი ვადით; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა; ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, ასევე წინასწარი შეცნობით სატრანპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST” ნომრის გარეშე; განისაზღვრება აღნიშნული სამართალდარღვევის განხილვაზე, აგრეთვე ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო; პროექტით გათვალისწინებულია ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები)

79.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/99, 31.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ მიწისზედა ელექტროტრანსპორტით და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით წაყვანისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა 20 ლარით (ნაცვლად 5 ლარისა). ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. გარდა ამისა ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის შესაბამისი მუხლით  განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა)

80.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/283, 13.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონის ორი მუხლის (დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა) მოქმედების  შეჩერებას 2020 წლის 1 იანვრამდე)

81.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (#07-3/231, 09.10.2018), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

         (კანონის პროექტი აწესრიგებს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან და სქემასთან, მის ადმინისტრირებასთან, აგრეთვე, საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან, ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირ ინვესტიციებთან,  ნდობითი ვალდებულების დარღვევასთან და ამ ვალდებულების დარღვევის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 ივლისს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას)

82.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

83.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ორგანული კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

84.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

85. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

86.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

87.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

88. საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

89.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

90.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის დანიშვნის შესახებ“ (#2-3697/19, 06.03.2019).

           (მომხსენებელი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

91.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  თაობაზე“ (#07-3/298, 04.03.2019).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას)

92.    საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2018 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2247/19, 14.02.2019)

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

93.    საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2607/19, 20.02.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია)

94.    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2548/19, 19.02.2019).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

95.    საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (#2-2573/19, 19.02.2019).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი)

96.    საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2581/19, 19.02.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

97.    საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობითი ანგარიში 2018 წლის შედეგების მიხედვით (#2-2582/19, 19.02.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

98.    საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2737/19, 21.02.2019).

         (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

99.    საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2834/19, 22.02.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

100. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში (N2-4191/19, 13.03.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

101.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

102.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

103. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#07-3/269, 27.12.2018)

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ნიკანორ მელია)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომ მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს)