empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 28 ივნისის სხდომის დღის წესრიგი

   

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის 28 ივნისის პლენარული სხდომის დღის  წესრიგი 

         I  კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ (#07-2/291, 13.12.2018), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: ნიკოლოზ გაგუა, გიორგი კაკაურიძე, ლაშა ხუციშვილი)

(კანონის პროექტი არეგულირებს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებთან და მოვალეობებთან, საბაჟო კონტროლთან, საბაჟო დავასთან, ვაჭრობაში დამცავ ღონისძიებებთან, საქონლის ღირებულებასთან, საბაჟო ვალდებულების წარმოშობასთან და საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან, საქონლის საბაჟო სტატუსთან, საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, დეკლარაციის შემოწმებასთან და საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, ხდება საბაჟო და საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი ნორმების გამიჯვნა. აგრეთვე საგადასახადო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ნორმების დამატება, რომლებითაც დარეგულირდება სასამართლოში პირის ცრუმაგიერად აღიარების პროცესუალური საკითხები)

5.      საქართველოს კანონის პროექტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს თავისუფლ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებული ურთიერთობები მოწესრიგდება საქართველოს საბაჟო კოდექსით. აგრეთვე, თავისუფლი ინდუსტრიული ზონების შესასვლელი და გამოსასვლელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნაცვლად განისაზღვრება საბაჟო კანონმდებლობით)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საბაჟო ორგანოს)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მკაცრი  აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „მკაცრი  აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

11.    საქართველოს კანონის პროექტი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სარკინიგზო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საჰაერო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საჰაერო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

27.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, III მოსმენა

        (კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირად აგრეთვე განსაზღვრება შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი)

28.    საქართველოს კანონის პროექტი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,  III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს ემატება საბაჟო კანონმდებლობა)

31.    საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/309, 06.02.2019), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ენუქიძე და აკაკი საღირაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ორი ტერმინის - პოლარული კოდექსისა და პოლარული წყლების განმარტებას. კანონის პროექტი აგრეთვე არეგულირებს, სამგზავრო გემის  კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებით სავალდებულო წვრთნასთან და კომპეტენციასთან,   აირზე ან  დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე   გემების კაპიტნის, ოფიცრების, რიგითებისა და სხვა პერსონალის წვრთნასა და  კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან, პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის კაპიტნისა და საგემბანე ოფიცრების  წვრთნასა და კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს)

„ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“  2002 წლის ათენის კონვენციიდან გამომდინარე (#07-2/287, 13.12.2018)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნინო ენუქიძე)   

(კანონის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ახალი ტერმინის განმარტებას. გარდა ამისა, კანონის პროექტი აწესრიგებს, საზღვაო გადაყვანისას ინციდენტის შედეგად მგზავრის   ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დაევალოს დაზღვევის არსებობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესების დადგენა)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/324, 27.03.2019), III მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

          (კანონის პროექტი აწესრიგებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობასთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტით განიმარტა ტერმინები „დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა“ და „მომხმარებელი“. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას იხელმძღვანელოს და სადაზღვევო საქმიანობა წარმართოს კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპების დაცვით. გარდა ამისა კანონის პროექტით წესრიგდება სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობებთან დაკავშირებული საკითხები)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ გავრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე).   

36. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშების თაობაზე“ (#2-11322/19/9, 14.06.2019).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)  

 

          II განსახილველი საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/377, 19.06.2019), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გოგა გულორდავას, რატი იონათამიშვილის, ვანო ზარდიაშვილის, მამუკა მდინარაძის ინიციატივა; მომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი ონათამიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი გურამ მაჭარაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის კონკრეტულ ნორმათა ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კეძოდ, კანონის პროექტის თანახმად, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „იარაღს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ოქტომბერი)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის კონკრეტულ ნორმათა ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კეძოდ, კანონის პროექტის თანახმად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის გარკვეული მუხლების ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის კონკრეტულ ნორმათა ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კეძოდ, კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გარკვეული ნორმების ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ოქტომბერი)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ოქტომბერი)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ოქტომბერი)

11.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტის თანახმად, 2019 წლის 1 ნოემბრამდე პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს საქართველოს პროკურატურა)

12.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი)

                                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

13.    საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/243, 08.11.2018), I მოსმენა

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება, თუკი ის არ ხვდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიკრო ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში. ამასთან, გარდამავალი რეგულაციის სახით საქართველოს მთავრობას ევალება ცვლილების განახორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ და კონკრეტული შემოსავლის სახეების ჩამონათვალიდან (კერძოდ, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას) ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალის ამოღება)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/268, 27.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარის 100000 ლარიდან 165000 ლარამდე გაზრდას)                                                                                                                                            

15.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/283, 13.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონის ორი მუხლის (დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა) მოქმედების  შეჩერებას 2020 წლის 1 იანვრამდე)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (#07-3/231, 09.10.2018), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

         (კანონის პროექტი აწესრიგებს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან და სქემასთან, მის ადმინისტრირებასთან, აგრეთვე, საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან, ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირ ინვესტიციებთან,  ნდობითი ვალდებულების დარღვევასთან და ამ ვალდებულების დარღვევის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 ივლისს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

18.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ორგანული კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

21.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

23.    საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

24.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/297, 27.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტი არეგულირებს ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის საიჯარო მომსახურების დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის იჯარით  (მათ შორის გაქირავებით) მიღებული შემოსავალი (თანხა) იბეგრება 5 პროცენტით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

26.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/304, 13.03.2019), I მოსმენა   

            (საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

          (ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გადადის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიზანი, დამოუკიდებლობა, საქმიანობის წესი, ანგარიშვალდებულება და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის წესი. ორგანული კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება მონიტორინგის სამსახურის მართვასა და ბიუჯეტთან, საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოების ოდენობებთან, უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

27.    საქართველოს კანონის პროექტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  I მოსმენა   

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „ეროვნული ბანკის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გადადის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/276, 06.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგი კაპანაძის და ოთარ კახიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვალდებულებას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შედგენისას უზრუნველყოს ზოგად უნარებში გამოცდის სავალდებულოობა. გარდა ამისა კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული ცენტრი ვალდებული იქნება სახელმწიფო გრანტის მინიჭებისას სავალდებულო წესით გაითვალისწინოს ზოგად უნარებში გამოცდების შედეგები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

29.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/325, 15.04.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსიდან იმ ნორმის ამოღებას, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ განსაზღვრულია 26 მაისი. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღად დარჩება მხოლოდ 9 აპრილი)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, 26 მაისის - როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამოღება ორგანული კანონიდან, იწვევს შესაბამის ცვლილებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში)

31.    საქართველოს კანონის პროექტი  კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/321, 10.04.2019), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ სანქციის განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: სანქციის გამოყენების მიზნის, შესაფერისობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის დადგენას. ამასთან, სავალდებულო წესით, თითოეული სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი დასაბუთება. გარდა ამისა, კანონის პროექტი არეგულირებს ეროვნული ბანკის სანქციისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებულ საკითხებს)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/295, 27.02.2019), I მოსმენა

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებისთვის დადგენილი 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდეგაზრდას)

33.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/322, 10.04.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (ორგანული კანონის პროექტის თანახმად, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მიეთითება, რომ არაგეგმიური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტი ტარდება საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, საპარლამენტო ფრაქციის მიმართვის საფუძველზე)

34.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანას საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კერძოდ პარლამენტის რეგლამენტში მიეთითება, რომ პარლამენტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის და საპარლამენტო ფრაქციის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას)

35.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  თაობაზე“ (#07-3/298, 04.03.2019).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას)

36.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ლევან გზირიშვილისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/326, 17.04.2019).

            (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ლევან გზირიშვილისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

37.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზაზა ხარებავასთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/327, 17.04.2019).

         (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ზაზა ხარებავასთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

38.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „შოთა ქადაგიძისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/328, 17.04.2019).

            (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს შოთა ქადაგიძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

39.    საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2018 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-8219/19, 03.05.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

40. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-10352/19, 03.06.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

41.    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (#2-2602/19, 20.02.2019).

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე)

42.     დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში (GUAM) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში (#2-7798/19, 25.04.2019).

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

43.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „მასწავლებლის  საქმიანობის დაწყების,    პროფესიული    განვითარებისა   და   კარიერული    წინსვლის    სქემით“ განსაზღვრული  შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (#07-3/305,13.03.2019),    

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგი კაპანაძის და სერგო რატიანის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანი და სერგი კაპანაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

          (დადგენილების პროექტის თანახმად, სერთიფიცირებულ მასწავლებელზე უნდა გაიცეს სტატუსის  შესაბამისი დანამატის სრული ოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების გათვალისწინებით, შეთავაზებულ 13 და 15 საათიან დატვირთვაზე)

44.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ (#07-3/364, 06.06.2019).

            (საპარლამენტო ფრაქციის „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წარდგინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებულ საკითხს)

45.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

46.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)