empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 3 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

   

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის 3 - 5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

I  კენჭსაყრელი საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი რეკლამის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/228, 27.09.2018), I მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან გოგიჩაიშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ცოტნე ზურაბიანის,  ბიძინა გეგიძის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტის თანახმად, კანონის მოქმედების სფეროში ექცევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ითვალისწინებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ნორმის დამატებას, რომელიც განმარტავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამას. კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ (სტადიონი, სპორტული დარბაზი და სპორტული დანიშნულების სხვა შენობა-ნაგებობები, გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა) და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, გარდა სპორტული პროგრამის/რეპორტაჟის სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების ან/და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება)

3.      საქართველოს კანონის პროექტი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ ექნება უფლება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, კანონის პროექტი ითვალისწინებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებას არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევისთვის. ამასთანავე, აღნიშნულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს შეადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები)

5.      საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/277, 06.02.2019), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, კარლო კოპალიანის, ალექსანდრე ერქვანიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში და საქართველოს კონსტიტუციაში გამოყენებულ ტერმინებთან. კანონის პროექტით ახლებურად რეგულირდება, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული საკითხები)

6.        საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურების (გიორგი შარაბიძე, ნათია იოსელიანი) არჩევის საკითხი (#07-1/25, 10.01.2019)  

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/258, 13.12.2018), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ზოიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე)

(კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2019 წლის პირველ თებერვლამდე უნდა შეიმუშაოს უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში დროებითი საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების გაცემის წესი)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/302, 06.03.2019), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, თამარ ჩუგოშვილის, აკაკი ზოიძის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ზაზა ხუციშვილის, კახაბერ კუჭავას, შოთა ხაბარელის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა და თამარ ჩუგოშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის  უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და სანქციებს)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. II მოსმენა  

          (კანონის პროექტის თანახმად, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის/ორგანიზების ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობის/ორგანიზებისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, შესაძლებელი იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/185, 31.05.2018), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების გოჩა ენუქიძის და ივლიანე წულაიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/227, 12.06.2018),  II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ჩამონათვალში ახალი ნივთიერებების დამატებას)

12.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/229, 12.06.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (ორგანული კანონის პროექტი აწესრიგებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან და ეროვნული ბანკის საკადრო უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

13.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/120, 06.02.2018), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, ირაკლი ხახუბიას, გოგი მეშველიანის, სულხან მახათაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ირინე ფრუიძის, ანრი ოხანაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, სვეტლანა კუდბას, მერაბ ქვარაიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება. ნორმის მოქმედება გავრცელდება მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 1 ივნისი)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

14.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/220, 12.09.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია და მერაბ ქვარაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი)

 (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კერძოდ, ორგანული კანონის ტექსტში თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად, დაიწერება თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. გარდა ამოისა, ორგანული კანონის პროექტში მითითებულია, რომ  სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს)  

15.    საქართველოს კანონის პროექტი „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (#07-2/289, 13.12.2018), I მოსმენა

          (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნას და მასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი ურთიერთობებს რეგულირებას. კანონის პროექტით აგრეთვე განსაზღვრულია პონტოს მუხის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები, პონტოს მუხლის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი და პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებული საკითხები)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/310, 06.02.2019), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ნაცვლად იქმნება ერთი  საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო, რომელიც იქნება საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირი. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა; სააგენტოს წარდგინებით სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცება; სააგენტოს წარდგინებით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით სათათბირო ორგანოს დებულების დამტკიცება)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/267, 26.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, არჩილ თალაკვაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის მიხედვით, აქციზის განაკვეთი მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 პროცენტით, ხოლო იმ ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, 20 პროცენტით  მცირდება)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/99, 31.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ მიწისზედა ელექტროტრანსპორტით და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით წაყვანისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა 20 ლარით (ნაცვლად 5 ლარისა). ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. გარდა ამისა ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის შესაბამისი მუხლით  განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/287, 19.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

(კანონის პროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში,  ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება, ასევე სატყეო-სამეურნეო (ტყის აღრიცხვის, მოვლა-აღდგენის, ტყითსარგებლობის) ღონისძიებების განხორციელების, მონაწილეობის, ზედამხედველობის ან მონიტორინგის უფლებამოსილება) ოჯახის წევრს, 1000 ლარიანი კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში არ შეუწყდება ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის დაწესებული პენსია)        

20.    საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/241, 06.11.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: გია ჟორჟოლიანის, ბექა ნაცვლიშვილის, კობა ნარჩემაშვილის, მირიან წიკლაურის, გედევან ფოფხაძის, ერეკლე ტრიპოლსკის, რუსლან პოღოსიანის, ირაკლი აბუსერიძის, ზაზა პაპუაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

         (კანონის პროექტი არეგულირებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისთვის, მუნიციპალიტეტის ან/და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის სოციალური შეღავათების დაწესებასთან და შრომის ანაზღაურების დანამატთან დაკავშირებულ საკითხებს)


II   განსახილველი საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/308, 06.02.2019), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე - ჯიშკარიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ. კანონის პროექტის თანახმად, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი)

                                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/306, 13.03.2019), I მოსმენა   

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ფინანსური გავლენის მეთოდოლოგიის დამტკიცებისთვის გათვალისწინებული ვადის ცვლილებას. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა კანონით გათვალისწინებული ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია უნდა დაამტკიცოს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, ნაცვლად 3 თვის ვადისა)

                                       (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას)

3.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“ (#2-5522/19, 28.03.2019)

          (მომხსენებელი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

4.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 1974 წლის ათენის კონვენციისა“ და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციის 1976 წლის ოქმის“ დენონსირების თაობაზე (#07-2/285, 13.12.2018)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: აკაკი საღირაშვილი და ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია) 

5.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“  2002 წლის ათენის კონვენციასთან“ შეერთების თაობაზე“ (#07-2/287, 13.12.2018)

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ახალი ტერმინის განმარტებას. გარდა ამისა, კანონის პროექტი აწესრიგებს, საზღვაო გადაყვანისას ინციდენტის შედეგად მგზავრის   ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დაევალოს დაზღვევის არსებობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესების დადგენა)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/247, 22.11.2018), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია და მარიამ ჯაში; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე,  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი)

(კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე სათანადო შემთხვევაში ქმნის ექსპერტთა კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს  ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ამ სახელმძღვანელოს გრიფირება ხდება სპეციალური წესით)

8.   საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგო რატიანის, სერგი კაპანაძის, ლელა ქებურიას ალტერნატიული წინადადება (#2-5623/19) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (#07-3/247, 22.11.2018) ცალკეული ნორმების შესახებ“

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი)

9.      მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გამოსვლა.

10.    საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა  სს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ  (#1-5829/19, 26.03.2019). 

11.    საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/243, 08.11.2018), I მოსმენა

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება, თუკი ის არ ხვდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიკრო ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში. ამასთან, გარდამავალი რეგულაციის სახით საქართველოს მთავრობას ევალება ცვლილების განახორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ და კონკრეტული შემოსავლის სახეების ჩამონათვალიდან (კერძოდ, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას) ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალის ამოღება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

12.    საქართველოს კანონის პროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ(#07-3/160, 07.05.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

14.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“ ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპის როექტის ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონიდან ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპის პროექტის ითვალისწინებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „პაციენტის უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონიდან ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/235, 18.10.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი სესიაშვილისა და ოთარ ჩრდილელის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა. კანონის პროექტი აღნიშნული დანაშაულისთვის ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/309, 06.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ენუქიძე და აკაკი საღირაშვილი;  თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ორი ტერმინის - პოლარული კოდექსისა და პოლარული წყლების განმარტებას. კანონის პროექტი აგრეთვე არეგულირებს, სამგზავრო გემის  კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებით სავალდებულო წვრთნასთან და კომპეტენციასთან,   აირზე ან  დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე   გემების კაპიტნის, ოფიცრების, რიგითებისა და სხვა პერსონალის წვრთნასა და  კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან, პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის კაპიტნისა და საგემბანე ოფიცრების  წვრთნასა და კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“ (#07-2/307, 06.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომელიც  იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში)

24.   საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/268, 27.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარის 100000 ლარიდან 165000 ლარამდე გაზრდას)      

25.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/283, 13.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონის ორი მუხლის (დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა) მოქმედების  შეჩერებას 2020 წლის 1 იანვრამდე)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (#07-3/231, 09.10.2018), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

         (კანონის პროექტი აწესრიგებს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან და სქემასთან, მის ადმინისტრირებასთან, აგრეთვე, საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან, ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირ ინვესტიციებთან,  ნდობითი ვალდებულების დარღვევასთან და ამ ვალდებულების დარღვევის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 ივლისს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

28.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ორგანული კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

31.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

33.    საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

34.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ (#07-3/282, 13.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის,  ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურის, მამუკა მდინარაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი)

(კანონის პროექტი არეგულირებს, ბავშვის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემას,  ბავშვის უფლებას ოჯახზე, ალტერნატიულ ოჯახურ ზრუნვაზე, განათლების მიღებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალურ დაცვაზე,  ცხოვრების სათანადო პირობებზე და  განვითარებაზე, ძალადობისგან დაცვაზე, მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე და ბავშვის უფლებას მართლმსაჯულებაზე. კანონის პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა  დაცვისა და მხარდაჭერის ინსტიტუციური გარანტიები)

36.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული წესით ბავშვის უფლებების დაცვას და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას)

37.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებები)

38.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ვალდებულებას კანონპროექტის განმარტებით ბარათში, სხვა მონაცემებთან ერთად, აისახოს კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე)

39.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“,  I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს დაემატება ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებები)

40.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განცალკევებული ან თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის და ყოფნის გამო)

41.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განცალკევებული ან თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის და ყოფნის გამო)

42.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ბავშვთან დაკავშირებულ განცხადებებს და საჩივრებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. გარდა ამისა, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით  ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად)

43.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც არის: ბავშვის მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში)  და ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში დაშვების წესების დარღვევა; მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების და საეთერო დროის განსაზღვრის წესების დარღვევა; ინტერნეტ გვერდზე ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის განთავსების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის ინტერნეტ ქსელზე წვდომის წესების დარღვევა; არასრულწლოვნისთვის განათლების მიღებაში ხელშეშლა; საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა; ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე  ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა)

44.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, არასრულწლოვნის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, არასრულწლოვნის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელება დაუშვებელია არასრულწლოვნის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის  ინფორმირებული თანხმობის გარეშე)

45.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი არეგულირებს ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ხანდაზმულობის ვადასთან, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისებასთან, 10 წლამდე ასაკის ბავშვისთვის გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხს)

46.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციას. კანონის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

47.    საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით ქმედების განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებას არასრულწლოვანს მიაწოდონ ინფორმაცია მისი უფლებების, მართლმსაჯულების პროცესის,  პროცესის შედეგების, მხარდაჭერის და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ)

48.    საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ყველა არასრლუწლოვნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა)

49.    საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, შვილად აყვანის საქმეზე 10 წლამდე ასაკის ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით)

50.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებით)

51.    საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ბავშვისათვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებით)

52.    საქართველოს კანონის პროექტი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტით ზუსტდება, რომ გარდა არსებულისა, სააღმზრდელო საქმიანობა მოიცავს ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსით მოწესრიგებული ბავშვის მხარდაჭერის სფეროში საქმიანობას)

53.    საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, არასრულწლოვნის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელება დაუშვებელია არასრულწლოვნის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის  ინფორმირებული თანხმობის გარეშე)

54.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი განსაზღვრავს, მავნე ზეგავლენისაგან  ბავშვის დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე და მაუწყებლის პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვაზე კონტროლის, მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების, აგრეთვე   ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) განთავსებული ფილმების და თამაშების ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის  სპეციალურ ნუსხაში შეტანაზე და კონტროლზე  უფლებამოსილებას. გარდა ამისა კანონის პროექტით იკრძალება ისეთი  პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა რომლებიც ასაკობრივად არის ბავშვისათვის შეუსაბამო და აფერხებს როგორც მის განვითარებას, ისე დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად მის ჩამოყალიბებას)

55.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. გარდა ამისა, კანონის პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას  ანიჭებს ფუნქციას დაარეგულიროს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების მოწესრიგება)

56.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსშექმნას) 

57.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/275, 05.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გიორგი კახიანის, მერაბ ქვარაიას, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისთვის ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობისთვის)

58.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/314, 27.02.2019), I მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში იმ ნორმების ცვლილებას, რომელიც ეხება ობიექტებს და მათ ზედამხედველობას. კერძოდ, ავტოგასამართ სადგურთან ერთად ხდება ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურების) დამატება. გარდა ამისა კანონის ტექსტში   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების ნაცვლად, მიეთითება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებულ ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე)

59.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  თაობაზე“ (#07-3/298, 04.03.2019).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას)

60.    საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2018 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2247/19, 14.02.2019)

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

61.    საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2607/19, 20.02.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია)

62.    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2548/19, 19.02.2019).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

63.    საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (#2-2573/19, 19.02.2019).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი)

64.    საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2581/19, 19.02.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

65.    საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობითი ანგარიში 2018 წლის შედეგების მიხედვით (#2-2582/19, 19.02.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

66.    საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2737/19, 21.02.2019).

         (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

67.    საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2834/19, 22.02.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

68.    საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში (#2-4191/19, 13.03.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

69.    საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი) ანგარიში (#2-3317/19, 01.03.2019)

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

70.    ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის  საქმიანობის 2018 წლის ანგარიში (#2-2242/19, 14.02.2019).

(მომხსენებელი - საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

71.    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (#2-2602/19, 20.02.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

72.    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი) (#22590, 27.12.2018).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

73.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

74.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

75.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#07-3/269, 27.12.2018)

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ნიკანორ მელია)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომ მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს)