empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 8 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის 8 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი

I  განსახილველი საკითხი

საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა  სს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და 2019 წლის 1 იანვარს შემოღებულ საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ  (#1-5829/19, 26.03.2019). 


I I კენჭსაყრელი საკითხი: 

         საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/308, 06.02.2019), III მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე - ჯიშკარიანი)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ. კანონის პროექტის თანახმად, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)