empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 18 მარტის სხდომის დღის წესრიგი

 საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2020 წლის 18 - 20 მარტის პლენარული სხდომების დღის  წესრიგი

I  კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა (ქეთევან ბექაური, თეა ჯუღელი) არჩევის საკითხი (#16284, 12.10.2017).

2.      საქართველოს კანონის პროექტი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(#07-2/444, 03.02.2020), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი)

         (კანონის პროექტის განსაზღვრავს პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ახალ ფართობებსა და კოორდინატებს)                    

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/376, 25.07.2019), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

          (კანონის პროექტის თანახმად, „მეურვეობის უფლების“ განსაზღვრების დამატებითი ელემენტი გახდება ამ უფლების რეალური განხორციელება. გარდა ამისა კანონის პროექტით განსაზღვრული „ბავშვთან ურთიერთობის უფლების“ ცნება ფართოვდება და იგი მოიცავს არა მხოლოდ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან განსაზღვრული დროით წაყვანას, არამედ მასთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციასაც. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

          (კანონის პროექტით წესრიგდება ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების ფაქტის დადგენასთან, ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების შესახებ სარჩელის მიღების შედეგებთან, არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებასა და აღსრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული ან საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, 16 წლამდე ასაკის პირს შეიძლება უარი ეთქვას  პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან 16 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის დროებით გასვლის უფლების შეზღუდვა შესაძლებელი გახდება საქართველოს ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში. მიმართვა უნდა შეიცავდეს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ბავშვზე საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტების აღების ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ შუამდგომლობას) 

7.      საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომელიც აწესრიგებს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის შესაბამისად, პოლიციის კომპეტენციებთან დაკავშირებულ საკითხებს) 

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის გადაცემის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა -გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით) 

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

          (კანონის პროექტით იცვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური ნორმის დისპოზიცია და სხვებს შორის, დანაშაულად მიიჩნევა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების, ან ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ)

 

 II  განსახილველი საკითხები

1.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/445, 11.03.2020), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, რატი იონათამიშვილის, ანრი ოხანაშვილის, კახაბერ კუჭავას, გიორგი კახიანის, ნინო წილოსანის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი  - საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ედიშერ თოლორაია) 

(საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია პარლამენტის სასახლის გამართული ფუნქციონირება, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის საქმიანობა შეიძლება წარიმართოს დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით)     

  (ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) 

2.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/444, 11.03.2020), I მოსმენა    

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ედიშერ თოლორაია)

(რეგლამენტის პროექტი არეგულირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

   (ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/449, 19.02.2020), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

         (კანონის პროექტის თანახმად, სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარს და, მეორე მხრივ, დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. გარდა ამისა, დაზუსტდა დეპოზიტარის ქონებაშისაპენსიო აქტივების ინვესტირებისა და საპენსიო აქტივები გასხვისებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები)

   (ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/411, 30.10.2019), II მოსმენა   

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის და დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე)

          (კანონის პროექტით კანონს ეცვლება სახელწოდება და ნაცვლად საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ განისაზღვრება - საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“. გარდა ამისა, რეგულირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებთან (სერვისებთან), ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტის/მომსახურების მიმღების უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან, პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის შეფასების უზრუნველყოფასთან და სისტემის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტით აგრეთვე დგინდება ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტის/მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის შეფასების უზრუნველყოფისთვის   განსახორციელებელი ღონისძიებები) 

5.      საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

          (კანონის პროექტის მიხედვით შესაბამის მუხლში ნაცვლად „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, მითითება კეთდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“  საქართველოს კანონზე)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

          (კანონის პროექტის მიხედვით შესაბამის მუხლებში ნაცვლად „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, მითითება კეთდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“  საქართველოს კანონზე) 

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

          (კანონის პროექტის მიხედვით შესაბამის მუხლში ნაცვლად „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, მითითება კეთდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“  საქართველოს კანონზე) 

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/319, 03.04.2019), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადებისთვის,  გამოყენებისთვის, საქართველოში შემოტანისთვის, გადაზიდვისთვის ან საქართველოდან გატანისთვის. კანონის პროექტის თანახმად, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა - 150 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/235, 18.10.2018), II მოსმენა     

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი სესიაშვილისა და ოთარ ჩრდილელის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა. კანონის პროექტი აღნიშნული დანაშაულისთვის ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე)

10.   საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსი“ (#07-2/313, 20.02.2019), II მოსმენა     

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  ნინო წილოსანი)

         (კანონის პროექტი არეგულირებს, სატყეო პოლიტიკის, მართვასა და ზედამხედველობასთან, ტყის აღრიცხვასა და დაგეგმვასთან, ტყით საერთო სარგებლობასთან, ტყით სპეციალურ სარგებლობასთან, სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადებასთან, ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებასთან, პლანტაციური მეურნეობის მოწყობასთან, სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობათან, საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყითსარგებლობასთან, თევზის მეურნეობის და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობასთან და ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის  მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობასთან, ტყის დაცვასთან, ტყის აღდგენა-გაშენებასთან, ტყის მოვლასთან, მეტყევეობის სფეროში შესაბამისი აკადემიურ და პროფესიულ განათლებასთან, მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში) 

12.    საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში) 

13.    საქართველოს კანონის პროექტი  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ნაცვლად, გათვალისწინებული იქნება სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია) 

14.    საქართველოს კანონის პროექტი  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში) 

15.    საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან. აღნიშნული ცვლილებები იწვევს ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაუქმებას. შესაბამისად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ხდება ამ ცვლილების ასახვა და უქმდება ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია და  ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია) 

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში) 

17.    საქართველოს კანონის პროექტი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“  საქართველოს კანონში) 

18.    საქართველოს კანონის პროექტი „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

19.    საქართველოს კანონის პროექტი „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

20.    საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, ,,ცხოველთა სამყაროს  შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება ,,ცხოველთა სამყაროს  შესახებ“ საქართველოს კანონში) 

21.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას  საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთან, გადასაცემი ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო  ლიტერების საზღვრების დარღვევა) 

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში) 

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

24.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში) 

25.    საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში) 

26.    საქართველოს კანონის პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

27.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

28.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს  სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და  სამშენებლო  საქმიანობის  კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის  კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის  კოდექსში)  

29.    საქართველოს კანონის პროექტი  „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

30.    საქართველოს კანონის პროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „წყლის შესახებ“  საქართველოს კანონში. 

31.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი  „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“). 

32.   საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/433, 19.12.2019), I მოსმენა  

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს შავი წერტილების“ (ანუ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს სამას მეტრიანი  მონაკვეთი, რომლის  ფარგლებში  სამი კალენდარული  წლის  განმავლობაში დაფიქსირებულია: ადამიანის  დაღუპვით  დასრულებული  არანაკლებ  ოთხი  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს) იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას)

33.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/420, 28.11.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის, ილია ნაკაშიძის, დიმიტრი მხეიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტის შესაბამისად, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ემატება 15511 მუხლი (გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების შესახებ შეტყობინებისთვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა). შესაბამისად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს 2020 წლის 1 ივნისის შემდგომაც განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები)      

34.    საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (N07-3/246, 15.11.2018), I მოსმენა

(30000 ამომრჩევლის ინიციატივა; მომხსენებელი - საინიციატივო ჯგუფის წევრი ზვიად ტომარაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტი არეგულირებს, მუდმივი ცხოვრების ნებართვასთან, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვასთან და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, უცხოელისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის საჭირო იქნება, რომ მან განახორციელოს 500000 დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, ნაცვლად 300000 ლარისა. უქმდება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცეა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(#07-2/432, 11.12.2019), I მოსმენა   

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან „კომერციული ატაშეს“ თანამდებობის ამოღებას. გარდა ამისა კანონის პროექტის თანახმად, ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება დაეკისრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დიპლომატიურ თანამდებობის პირს - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/401, 02.10.2019), I მოსმენა

          (საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად ხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია. კერძოდ, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები დაიყოფიან 3 კატეგორიად. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. გარდა ამისა კანონის პროექტით ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის)

37.    საქართველოს კანონის პროექტი აკვაკულტურის შესახებ (#07-3/430, 29.01.2020),  I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილის, პაატა გოგოხიას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი)

         (კანონის პროექტით წესრიგდება აკვაკულტურის მართვასა და მდგრად განვითარებასთან, აკვაკულტურის ნებართვასთან, მარიკულტურასთან, ხმელეთზე განთავსებულ აკვაკულტურის კონსტრუქციებთან და აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვასთან, ექსტენსიურ აკვაკულტურასთან, აკვაკულტურის საქმიანობაში შეზღუდვებთან, ინფორმაციის საჯაროობასთან, მონიტორინგთან, კონტროლთან და ზედამხედველობასთან, აკვაკულტურის ობიექტების (წყლის ცხოველური ორგანიზმების) იმპორტთან, გადამუშავებასთან და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები.

38.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტით განისაზღვრება აკვაკულტურის წარმოების მიზნით წყლის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა. გარდა ამისა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულდება ექსტენსიური აკვაკულტურის და რეცირკულარული აკვაკულტურის სისტემების გამოყენებით აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება.

39.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონში მოცემულ სანებართვო საქმიანობათა ჩამონათვალს ემატება აკვაკულტურის ნებართვა.

40.    საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტით დგინდება რეგულირების საფასური, აკვაკულტურის წარმოების მიზნით აკვაკულტურის კონსტრუქციებში გამოყენებულ ბუნებრივ წყალზე.

41.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ახალ ადმინისტრაციულ სამართანდარღვევის სახეს - აკვაკულტურის საქმიანობის წარმოების წესების დარღვევა და შესაბამის სანქციებს აღნიშნული სამართალდარღვევისთვის. 

42.    საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონის პროექტით დგინდება ნებართვის ახალი სახე - აკვაკულტურის ნებართვა და განსაზღვრულია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი. 

43.    საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში კეთდება მითითება, რომ აკვაკულტურის საქმიანობის პროცესში გამოზრდილ წყლის ცხოველებთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 

44.    საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ცნება აგრეთვე მოიცავს აკვაკულტურასაც. 

45.    საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად ტერმინი „თევზის მეურნეობა“ იცვლება „აკვაკულტურის (წყლის ცხოველური ორგანიზმებისა და მცენარეების მოშენება) მეურნეობის მოწყობით“. 

46.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა სხვა საკითხებს შორის შესაძლებელია მოიცავდეს აკვაკულტურის განხორციელებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს. 

47.    საქართველოს კანონის პროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად წყლის ცხოველთა სამყაროს დაცვის, შესწავლის, წარმოებისა და გამოყენების სფეროში ურთიერთობა რეგულირდება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონით „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და საქართველოს კანონით „აკვაკულტურის შესახებ.  

48.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/431, 31.01.2020), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

         (ორგანული კანონის პროექტით 9 აპრილი განისაზღვრება, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ხოლო 26 მაისი ცხადდება საქართველოს პრეზიდენტის დღედ)

49.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

(კანონის პროექტის მიხედვით ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება არ იქნება ადმინისტრაციულად დასჯადი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა (9 აპრილი) და საქართველოს პრეზიდენტის დღეზე (26 მაისი))

50.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე“ (#07-3/360, 05.06.2019).

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, სოფიო კილაძის, ირაკლი ბერაიას, ანრი ოხანაშვილის, მერაბ ქვარაიას, ცოტნე ზურაბიანის, დიმიტრი მხეიძის, დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, გიორგი ხატიძის, სოფიო ქაცარავას, გუგული მაღრაძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი  რატი იონათამიშვილი)

          დადგენილების პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას ეძლევა რეკომენდაცია, დაიწყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსათვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით)

51.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“ (#07-3/396, 25.09.2019).

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძის, ნატო ჩხეიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომ აღიარებული იქნას სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით, აგრეთვე პარლამენტის დადგენილებით შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომელმაც 2020 წლის პირველ თებერვლამდე უნდა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა)

52.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/437, 21.02.2020)

(საქართველოს პარლამენტის წევრის ცოტნე ზურაბიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით გათვალისწინებული შემადგენლობების შესწორებას მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში საპარლამენტო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების შესაბამისად)                    

53.    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (#2-2602/19, 20.02.2019).

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია)

54.    დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში (GUAM) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში (#2-7798/19, 25.04.2019).

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია)

55.    საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში 2019 წლის საქმიანობისა და ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ (#2-1694/20, 31.01.2020).

        (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა)

56.    საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის ანგარიში (#2-2021/20, 04.02.2020).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი)

57.  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2333/20, 07.02.2020).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ტუღუში)

58.    საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2760/20, 14.02.2020).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე)

59.    საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2773/20, 14.02.2020).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი)

60.    საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2779/20, 14.02.2020).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი)

61.  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2900/20, 17.02.2020).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი)

62.  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2910/20, 18.02.2020).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  ნინო წილოსანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ბოკუჩავა)

63.    საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2993/20, 18.02.2020). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი)