empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 20 მარტის სხდომის დღის წესრიგი

  

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2020 წლის 20 მარტის პლენარული სხდომის დღის  წესრიგი 

I  კენჭსაყრელი  საკითხები: 

1.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/445, 11.03.2020), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, რატი იონათამიშვილის, ანრი ოხანაშვილის, კახაბერ კუჭავას, გიორგი კახიანის, ნინო წილოსანის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი  - საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ედიშერ თოლორაია)

(საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია პარლამენტის სასახლის გამართული ფუნქციონირება, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის საქმიანობა შეიძლება წარიმართოს დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით)   

 (ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

2.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენის შესახებ“ (#2-4614, 20.03.2020) 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

 

 II  განსახილველი საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/442, 04.03.2020), III მოსმენა        

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო კილაძის, ისკო დასენის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი) 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/12/1237 განჩინებასთან. კანონის პროექტი აწესრიგებს გამოძიების ეტაპზე გამოსაკითხი პირის დაცვის მხარის მიერ მოწმედ დაკითხვის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხს) 

2.      საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება ის დანაწესი, რომელიც უშვებს გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი და ეს პირი უარს აცხადებს გამოკითხვაზე, ამასთანავე, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ამ პირის დაკითხვა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია)

  (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/411, 30.10.2019), II მოსმენა   

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის და დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე)

          (კანონის პროექტით კანონს ეცვლება სახელწოდება და ნაცვლად საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ განისაზღვრება - საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“. გარდა ამისა, რეგულირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებთან (სერვისებთან), ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტის/მომსახურების მიმღების უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან, პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის შეფასების უზრუნველყოფასთან და სისტემის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტით აგრეთვე დგინდება ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტის/მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის შეფასების უზრუნველყოფისთვის   განსახორციელებელი ღონისძიებები) 

4.      საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა   

          (კანონის პროექტის მიხედვით შესაბამის მუხლში ნაცვლად „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, მითითება კეთდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“  საქართველოს კანონზე) 

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

          (კანონის პროექტის მიხედვით შესაბამის მუხლებში ნაცვლად „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, მითითება კეთდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“  საქართველოს კანონზე) 

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

          (კანონის პროექტის მიხედვით შესაბამის მუხლში ნაცვლად „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, მითითება კეთდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“  საქართველოს კანონზე) 

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/433, 19.12.2019), I მოსმენა 

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს შავი წერტილების“ (ანუ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს სამას მეტრიანი  მონაკვეთი, რომლის  ფარგლებში  სამი კალენდარული  წლის  განმავლობაში დაფიქსირებულია: ადამიანის  დაღუპვით  დასრულებული  არანაკლებ  ოთხი  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს) იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (N07-3/246, 15.11.2018), I მოსმენა   

(30000 ამომრჩევლის ინიციატივა; მომხსენებელი - საინიციატივო ჯგუფის წევრი ზვიად ტომარაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტი არეგულირებს, მუდმივი ცხოვრების ნებართვასთან, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვასთან და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, უცხოელისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის საჭირო იქნება, რომ მან განახორციელოს 500000 დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, ნაცვლად 300000 ლარისა. უქმდება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცეა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(#07-2/432, 11.12.2019),  I მოსმენა 

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან „კომერციული ატაშეს“ თანამდებობის ამოღებას. გარდა ამისა კანონის პროექტის თანახმად, ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება დაეკისრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დიპლომატიურ თანამდებობის პირს - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს)

10.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/431, 31.01.2020), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

         (ორგანული კანონის პროექტით 9 აპრილი განისაზღვრება, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ხოლო 26 მაისი ცხადდება საქართველოს პრეზიდენტის დღედ)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტის მიხედვით ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება არ იქნება ადმინისტრაციულად დასჯადი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა (9 აპრილი) და საქართველოს პრეზიდენტის დღეზე (26 მაისი))                    

12.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე“ (#07-3/360, 05.06.2019).

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, სოფიო კილაძის, ირაკლი ბერაიას, ანრი ოხანაშვილის, მერაბ ქვარაიას, ცოტნე ზურაბიანის, დიმიტრი მხეიძის, დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, გიორგი ხატიძის, სოფიო ქაცარავას, გუგული მაღრაძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი  რატი იონათამიშვილი)

          დადგენილების პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას ეძლევა რეკომენდაცია, დაიწყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსათვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით)

13.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“ (#07-3/396, 25.09.2019).

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძის, ნატო ჩხეიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი) 

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომ აღიარებული იქნას სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით, აგრეთვე პარლამენტის დადგენილებით შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომელმაც 2020 წლის პირველ თებერვლამდე უნდა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა)

14.    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (#2-2602/19, 20.02.2019). 

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია)

15.    დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში (GUAM) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში (#2-7798/19, 25.04.2019). 

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია)

16.    საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში 2019 წლის საქმიანობისა და ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ (#2-1694/20, 31.01.2020).

        (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა)

17.    საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის ანგარიში (#2-2021/20, 04.02.2020). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი)

18. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2333/20, 07.02.2020). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ტუღუში)

19.    საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2760/20, 14.02.2020). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე)

20.    საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2773/20, 14.02.2020). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი)

21.    საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2779/20, 14.02.2020). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი)

22.    საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2900/20, 17.02.2020). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი) 

23.    საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2910/20, 18.02.2020). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  ნინო წილოსანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ბოკუჩავა) 

24.    საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2993/20, 18.02.2020). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი)