empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 22 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

                      

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის საგანგებო სესიის 2020 წლის 22 - 23 აპრილის პლენარული სხდომების დღის  წესრიგი

I  განსახილველი საკითხები:

1.     საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის #ბრძანების დამტკიცების საკითხის (# 1-5852/20/9) განხილვა.

(მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/446, 17.03.2020), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, გიორგი კახიანის, კახაბერ კუჭავას, ნინო წილოსანის, ვლადიმერ კახაძის, კობა ლურსმანაშვილის, შალვა კიკნაველიძის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, ლევან მგალობლიშვილის, გიორგი ხატიძის, ირაკლი სესიაშვილის, გელა სამხარაულის, ალექსანდრე ქანთარიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ისკო დასენის, ერეკლე ტრიპოლსკის, მუხრან ვახტანგაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, დიმიტრი ხუნდაძის, სულხან მახათაძის ინიციატივა; მომხსენებელი  - საქართველოს პარლამენტის წევრეი ანრი ოხანაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი)

(კანონის პროექტის თანახმად ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება ხდება კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევა. გარდა ამისა კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით)

3.      საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებეი, შესაბამისობაში მოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამომავლოდ ასამოქმედებელი ნორმებთან)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება  კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ)  

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ან/და შესაბამისი დანაყოფი)

     (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

6.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/447, 30.03.2020), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ლურსმანაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

         (კანონის პროექტი ადგენს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესს საგანგებო მდგომარეობის გამო) 

    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

7.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ #1 წერილ-შეთანხმების“ (#07-2/461, 06.04.2020) რატიფიცირების შესახებ“

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა; ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი  კოვზანაძე) 

8.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი ხუთის“ (#07-2/462, 06.04.2020) რატიფიცირების შესახებ“

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

9.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“ ცვლილება ნომერი ხუთის“ (#07-2/463, 06.04.2020) რატიფიცირების შესახებ“

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

10.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება)“ ცვლილება ნომერი ხუთის“ (#07-2/464, 06.04.2020) რატიფიცირების შესახებ“

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

11.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ (#07-2/465, 07.04.2020) რატიფიცირების შესახებ“

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა; ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

12.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (განვითარების პოლიტიკის ღონისძიება ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარინობისათვის) (#07-2/466, 07.04.2020) რატიფიცირების შესახებ“

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ (#07-2/235, 21.06.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტი არეგულირებს შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის  ეროვნულ მეთოდოლოგიასთან, ენერგოეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნებთან, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებთან, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირებასთან, შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებასთან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ შემოწმებასთან და საინფორმაციო და წამახალისებელ ფინანსურ  ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების განუხორციელებლობასთან, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის  წარდგენის ან/და გადაცემის წესების დარღვევასთან, დამოუკიდებელი ექსპერტების პასუხისმგებლობასთან და ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესთან დაკავშირებული საკითხები)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ (#07-2/425, 27.11.2019), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტი განსაზღვრავს საჯარო ორგანოების, ასევე კერძო დაწესებულებების, საყოფაცხოვრებო სექტორის, ენერგეტიკული მომსახურების მიმწოდებლების, მრეწველობისა და ეკონომიკის  სხვა სექტორის ვალდებულებებს ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების პროცესში. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება ენერგოეფექტურობის  პოლიტიკასა და ღონისძიებებთან, ჰორიზონტალური პოლიტიკის ღონისძიებებთან, შენობებში და მრეწველობაში, ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან, ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტურობასთან და კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხები)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

          (კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს ემატება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითება)