empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 22 მაისის სხდომის დღის წესრიგი

    საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის საგანგებო სესიის 2020 წლის 22 მაისის პლენარული სხდომის დღის  წესრიგი

 I კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/235, 18.10.2018), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი სესიაშვილისა და ოთარ ჩრდილელის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა. კანონის პროექტი აღნიშნული დანაშაულისთვის ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/319, 03.04.2019), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადებისთვის,  გამოყენებისთვის, საქართველოში შემოტანისთვის, გადაზიდვისთვის ან საქართველოდან გატანისთვის. კანონის პროექტის თანახმად, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა - 150 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/409, 01.11.2019), III მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების თაობაზე შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები. კანონის პროექტის შესაბამისად, პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიიღება) 

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/363, 05.06.2019), III მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, მამუკა მდინარაძის, სოფიო კილაძის, გურამ მაჭარაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას ინიციატივა; მომმხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატიონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი)

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც განპირობებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის N2/7/779 გადაწყვეტილებით. კანონის პროექტით წესრიგდება ადმინისტრაციულ სამართლებრივი დავის სააპელაციო სასამართლოში დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/416, 13.11.2019), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტით წესრიგდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების მიზნით განკარგვასთან, ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებასთან და სახელმწიფო ქონების შემძენ სუბიექტთა წრესთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი აგრეთვე განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების შემძენ სუბიექტთა წრეს, სახელმწიფო სკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების განკარგვის ფორმების, აქციის/წილის პრივატიზებისას შესაბამისი ვალდებულებების (ასეთის არსებობისას) მარეგისტრირებელ ორგანოში სავალდებულო რეგისტრაციის სავალდებულოობას და ადგენს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადებს/გაუფორმებლობის სამართლებრივ შედეგს)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ვალდებულება სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნაცვლად გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ხოლო მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. ამასთან, კანონპროექტით, მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირებისთვის განისაზღვრება გარდამავალი დებულებები)

7.      საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, II მოსმენა

         (კანონის პროექტის შესაბამისად „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნაცვლად მიეთითება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის შესაბამისად „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნაცვლად მიეთითება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო) 

9.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/434, 20.12.2019), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

         (კანონის პროექტით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი (2030 წლამდე პერიოდი). შესაბამისი მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ამ პირის უფლებამოსილების ფარგლებს. ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე, მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. პროექტში გათვალისწინებულია შესაბამისი იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი (2030 წლამდე პერიოდი). კერძოდ, შესაბამისი მიზნით დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამ პირზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

          (კანონის პროექტით დგინდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისი მუხლით დადგენილი წესით, დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ (#07-2/445, 04.02.2020), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტით განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი, მისი საქმიანობის მიზნები და უფლებამოსილებები. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება სააგენტოს მართვასთან, ქონებასთან  და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, მიეთითება „ციფრული მმართველობის სააგენტო“)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, მიეთითება „ციფრული მმართველობის სააგენტო“)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, მიეთითება „ციფრული მმართველობის სააგენტო“)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, მიეთითება „ციფრული მმართველობის სააგენტო“)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, მიეთითება „ციფრული მმართველობის სააგენტო“)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, მიეთითება „ციფრული მმართველობის სააგენტო“)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ნაცვლად, მიეთითება „ციფრული მმართველობის სააგენტო“)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად იცვლება „ავტორიზებული პირის“ ცნება და ის კერძო სამართლის სუბიექტებთან ერთად, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსაც მოიცავს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლებელია გახდეს ავტორიზებული პირი მისთვის კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად)  

21.    საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/456, 05.03.2020),  I მოსმენა     

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანითანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია) 

         (კანონის პროექტის თანახმად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც მდებარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებულიმაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება ამავე მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს)

  

II  განსახილველი საკითხები:                         

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/469, 04.05.2020), II მოსმენა        

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: ნიკოლოზ გაგუა, გიორგი კაკაურიძე, ზურაბ ძნელაშვილი, ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის  750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს) 

   (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)  

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“   საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/450, 13.05.2020),   II მოსმენა 

            (საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ვლადიმერ კახაძის, ზურაბ ხაჩიძის, დიმიტრი მხეიძის, კობა ნაკაიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე) 

(კანონის პროექტით წესრიგდება ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებების გამოყენებასთან, იზოლაციის ან/და კარანტინის წესთან და ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები) 

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა  

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით) 

      (ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) 

4.      საქართველოს კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/332, 10.04.2019),  III მოსმენა        

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი) 

         (კანონის პროექტის თანახმად, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება და განიმარტება ისეთი ტერმინები როგორიც არის: „ძირითადი მავნე ნივთიერებები“, „ზონა“, „აგლომერაცია“, „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა“, „დონე“, „ზღვრულად დასაშვები ნორმები“, „შეფასება“, „შეფასების ზედა ზღვარი“, „შეფასების ქვედა ზღვარი“, „ტოლერანტობის ზღვარი“, „განგაშის ზღვარი“, „მიზნობრივი მნიშვნელობა“, „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა“ და „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები“. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგთან და მართვასთან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმასთან, მოკლევადიან სამოქმედო გეგმასთან და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსი“ (#07-2/313, 20.02.2019), III მოსმენა     

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი)

         (კანონის პროექტი არეგულირებს, სატყეო პოლიტიკის, მართვასა და ზედამხედველობასთან, ტყის აღრიცხვასა და დაგეგმვასთან, ტყით საერთო სარგებლობასთან, ტყით სპეციალურ სარგებლობასთან, სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადებასთან, ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებასთან, პლანტაციური მეურნეობის მოწყობასთან, სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობათან, საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყითსარგებლობასთან, თევზის მეურნეობის და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობასთან და ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის  მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობასთან, ტყის დაცვასთან, ტყის აღდგენა-გაშენებასთან, ტყის მოვლასთან, მეტყევეობის სფეროში შესაბამისი აკადემიურ და პროფესიულ განათლებასთან, მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას) 

6.      საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში) 

7.      საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში) 

8.      საქართველოს კანონის პროექტი  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ნაცვლად, გათვალისწინებული იქნება სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია) 

9.      საქართველოს კანონის პროექტი  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში) 

10.    საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან. აღნიშნული ცვლილებები იწვევს ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაუქმებას. შესაბამისად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ხდება ამ ცვლილების ასახვა და უქმდება ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია და  ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია) 

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში) 

12.    საქართველოს კანონის პროექტი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა  

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“  საქართველოს კანონში) 

13.    საქართველოს კანონის პროექტი „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

14.    საქართველოს კანონის პროექტი „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

15.    საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, ,,ცხოველთა სამყაროს  შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება ,,ცხოველთა სამყაროს  შესახებ“ საქართველოს კანონში) 

16.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას  საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთან, გადასაცემი ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო  ლიტერების საზღვრების დარღვევა) 

17.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში) 

18.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში) 

20.    საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში) 

21.    საქართველოს კანონის პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

22.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს  სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და  სამშენებლო  საქმიანობის  კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის  კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის  კოდექსში) 

24.    საქართველოს კანონის პროექტი  „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში) 

25.    საქართველოს კანონის პროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება „წყლის შესახებ“  საქართველოს კანონში. 

26.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი  „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,  III მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიური ცვლილებები აისახება ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“).

27.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/376, 25.07.2019), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

          (კანონის პროექტის თანახმად, „მეურვეობის უფლების“ განსაზღვრების დამატებითი ელემენტი გახდება ამ უფლების რეალური განხორციელება. გარდა ამისა კანონის პროექტით განსაზღვრული „ბავშვთან ურთიერთობის უფლების“ ცნება ფართოვდება და იგი მოიცავს არა მხოლოდ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან განსაზღვრული დროით წაყვანას, არამედ მასთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციასაც. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები) 

28.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

          (კანონის პროექტით წესრიგდება ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების ფაქტის დადგენასთან, ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების შესახებ სარჩელის მიღების შედეგებთან, არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებასა და აღსრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები) 

29.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული ან საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, 16 წლამდე ასაკის პირს შეიძლება უარი ეთქვას  პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე) 

30.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან 16 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის დროებით გასვლის უფლების შეზღუდვა შესაძლებელი გახდება საქართველოს ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში. მიმართვა უნდა შეიცავდეს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ბავშვზე საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტების აღების ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ შუამდგომლობას) 

31.    საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომელიც აწესრიგებს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის შესაბამისად, პოლიციის კომპეტენციებთან დაკავშირებულ საკითხებს) 

32.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის გადაცემის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა -გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით) 

33.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

          (კანონის პროექტით იცვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური ნორმის დისპოზიცია და სხვებს შორის, დანაშაულად მიიჩნევა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების, ან ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) 

34.    საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/407, 28.10.2019), II მოსმენა 

            (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა; მომხსენებელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, გიორგი რომანაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ზუსტდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმომოსთან დაკავშირებული კონკრეტული ურთიერთობები. ამასთან იმ საზოგადოებაში, რომელშიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ხოლო სამეთვალყურეო საბჭოში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ლიკვიდაციის წესს ამტკიცებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრი)       

35.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/441, 04.03.2020), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო კილაძის, ისკო დასენის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ისკო დასენი)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ თუ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი არ ემთხვევა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს ან სხვა მიზეზით ვერ ხერხდება მისთვის უწყების ჩაბარება, შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისთვის უწყების ჩაბარების მიზნით, უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის პირადი ნომრის დახმარებით ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემებში აღრიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელ ფიზიკურ პირზე ან/და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში აღრიცხულ მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე დაფიქსირებული მობილურიტელეფონისნომერი)   

36.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/420, 28.11.2019), II მოსმენა    

(საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის, ილია ნაკაშიძის, დიმიტრი მხეიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტის შესაბამისად, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ემატება 15511 მუხლი (გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების შესახებ შეტყობინებისთვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა). შესაბამისად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს 2020 წლის 1 ივნისის შემდგომაც განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები)   

37.    საქართველოს კანონის პროექტი აკვაკულტურის შესახებ (#07-3/430, 29.01.2020),  II მოსმენა     

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილის, პაატა გოგოხიას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი) 

         (კანონის პროექტით წესრიგდება აკვაკულტურის მართვასა და მდგრად განვითარებასთან, აკვაკულტურის ნებართვასთან, მარიკულტურასთან, ხმელეთზე განთავსებულ აკვაკულტურის კონსტრუქციებთან და აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვასთან, ექსტენსიურ აკვაკულტურასთან, აკვაკულტურის საქმიანობაში შეზღუდვებთან, ინფორმაციის საჯაროობასთან, მონიტორინგთან, კონტროლთან და ზედამხედველობასთან, აკვაკულტურის ობიექტების (წყლის ცხოველური ორგანიზმების) იმპორტთან, გადამუშავებასთან და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. 

38.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა 

(კანონის პროექტით განისაზღვრება აკვაკულტურის წარმოების მიზნით წყლის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა. გარდა ამისა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულდება ექსტენსიური აკვაკულტურის და რეცირკულარული აკვაკულტურის სისტემების გამოყენებით აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება. 

39.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონში მოცემულ სანებართვო საქმიანობათა ჩამონათვალს ემატება აკვაკულტურის ნებართვა. 

40.    საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტით დგინდება რეგულირების საფასური, აკვაკულტურის წარმოების მიზნით აკვაკულტურის კონსტრუქციებში გამოყენებულ ბუნებრივ წყალზე. 

41.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ახალ ადმინისტრაციულ სამართანდარღვევის სახეს - აკვაკულტურის საქმიანობის წარმოების წესების დარღვევა და შესაბამის სანქციებს აღნიშნული სამართალდარღვევისთვის. 

42.    საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტით დგინდება ნებართვის ახალი სახე - აკვაკულტურის ნებართვა და განსაზღვრულია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი. 

43.    საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში კეთდება მითითება, რომ აკვაკულტურის საქმიანობის პროცესში გამოზრდილ წყლის ცხოველებთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 

44.    საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ცნება აგრეთვე მოიცავს აკვაკულტურასაც.

45.    საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად ტერმინი „თევზის მეურნეობა“ იცვლება „აკვაკულტურის (წყლის ცხოველური ორგანიზმებისა და მცენარეების მოშენება) მეურნეობის მოწყობით“. 

46.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა სხვა საკითხებს შორის შესაძლებელია მოიცავდეს აკვაკულტურის განხორციელებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს. 

47.    საქართველოს კანონის პროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად წყლის ცხოველთა სამყაროს დაცვის, შესწავლის, წარმოებისა და გამოყენების სფეროში ურთიერთობა რეგულირდება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონით „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და საქართველოს კანონით „აკვაკულტურის შესახებ.                    

48.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/433, 19.12.2019), I მოსმენა     

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს შავი წერტილების“ (ანუ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს სამას მეტრიანი  მონაკვეთი, რომლის  ფარგლებში  სამი კალენდარული  წლის  განმავლობაში დაფიქსირებულია: ადამიანის  დაღუპვით  დასრულებული  არანაკლებ  ოთხი  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს) იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას) 

49.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/460, 13.03.2020), I მოსმენა 

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია) 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საჰაერო კოდექსში ტერმინ - „ეკიპაჟიანი იჯარის“ განმარტებას. გარდა ამისა, კანონის პროექტით კონკრეტდება, რომ კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა მოიცავს საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ კომერციული მიზნით  მგზავრის, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, მათ შორის საჰაერო ხომალდის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემას სხვა ექსპლუატანტისათვის. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემასთან დაკავშირებული საკითხები)  

50.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/292, 13.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ნინო ენუქიძე და აკაკი საღირაშვილი; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)  

(კანონის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ახალი ტერმინის განმარტებას. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების მიზანთან და შინაარსთან, საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებასთან, საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შინაარსთან და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება)  

51.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის შერჩევასა და ამ მიზნით მასთან გასაფორმებელი საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე) 

52.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებაზე და საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე) 

53.    საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/432, 05.02.2020),  I მოსმენა        

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

         (კანონის პროექტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ ეს ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად; ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს)