empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 23 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

                   

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის საგანგებო სესიის 2020 წლის  23 აპრილის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

I  განსახილველი საკითხები:

1.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის ზურაბ ხაჩიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ (#2-5017/20, 22.04.2020). 

            (მომხსენებელი - საქართველოს  პარლამენტის  საპროცედურო  საკითხთა   და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/446, 17.03.2020), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, გიორგი კახიანის, კახაბერ კუჭავას, ნინო წილოსანის, ვლადიმერ კახაძის, კობა ლურსმანაშვილის, შალვა კიკნაველიძის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, ლევან მგალობლიშვილის, გიორგი ხატიძის, ირაკლი სესიაშვილის, გელა სამხარაულის, ალექსანდრე ქანთარიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ისკო დასენის, ერეკლე ტრიპოლსკის, მუხრან ვახტანგაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, დიმიტრი ხუნდაძის, სულხან მახათაძის ინიციატივა; მომხსენებელი  - საქართველოს პარლამენტის წევრეი ანრი ოხანაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი)

(კანონის პროექტის თანახმად ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება ხდება კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევა. გარდა ამისა კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით)

3.      საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებეი, შესაბამისობაში მოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამომავლოდ ასამოქმედებელი ნორმებთან)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება  კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ)  

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ან/და შესაბამისი დანაყოფი)

  (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)  

6.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/447, 30.03.2020), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ლურსმანაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

         (კანონის პროექტი ადგენს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესს საგანგებო მდგომარეობის გამო)

 (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)  

7.      საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი

                                             პარლამენტი ცნობად იღებს.