empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 17 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი


განსახილველი საკითხები:
 

1.  საქართველოს კანონის პროექტი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ (N07-2/148, 08.01.2014) III მოსმენა            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია)
(კანონის პროექტის მიხედვით, წესრიგდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სამართლებრივი ურთიერთობები, კერძოდ  განისაზღვრება მათი ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებასთან (რისკების კლასიფიკაცია, ლიცენზიის გაცემა, ადმინისტრაციული წარმოება, გადაწყვეტილების მიღება და ა. შ.), გარემოში ინტროდუქციასთან (შეტანასთან), საბაზრო ქსელში განთავსებასთან და ტრანსსასაზღვრო გადაზიდვების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები (ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა, რეექსპორტი/ტრანზიტი, და ა.შ.), გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება აგრეთვე, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპები, ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ამ სფეროში, კანონპროექტით რეგულირდება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები და ზიანის ანაზღაურების წესი) 

2. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა
(კანონის პროექტით „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად განისაზღვრება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციის სფეროდ ასევე განისაზღვრება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა, აგრეთვე ცოცხალი გენმოდოფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა) 

3. საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა       (კანონპროექტი ითვალისწინებს საქმიანობის ლიცენზიის ახალი სახის - ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის შემოღებას) 

4.  საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა 
(კანონპროექტით წესდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მოსაკრებელი  200 ლარის ოდენობით)

 5.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა       (კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობასდადგენას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით საქმიანობის წესების დარღვევისათვის და მათი ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევისათვის. ამასთან, შესაბამისი ცვლილება აისახა კოდექსის 208-ე (რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები), 222-ე (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ზემოხსენებული სამართალდარღვევათა განხილვისა და სახდელების დადების უფლება) და 239-ე მუხლის მე-4 ნაწილში (ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლები). 

6.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა 
(კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევისათვის.         

7.   საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2014 წლის 30 ივლისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამტკიცებული „Stand-By Arrangement“ (SBA) პროგრამის ფარგლებში 2014-2017 წლების განმავლობაში გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის შესახებ“  (N9772, 12.09.2014).          (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)             

8.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“ 1907 წლის კონვენციასთან“ (#07-1/108, 11.08.2014) შეერთების თაობაზე“ 
(საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)   

9.   საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/342, 22.05.2014) II მოსმენა  (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კიკნაველიძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონის პროექტით მკაცრდება სანქციები უკანონო აბორტთან დაკავშირებით)

10.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(#07-2/242, 12.08.2014) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია) 
წარმოდგენილი კანონის პროექტით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის (
ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა) ზოგიერთ ნაწილში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ხდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობის გახანგრძლივება და შესაბამისად ახალი თარიღის განსაზღვრა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოების მიერ ნაფიცმ საჯულთა მონაწილეობით გარკვეული საქმეების განხილვისათვის. კერძოდ, შესაბამის პუნქტებში აღნიშნული თარიღი განისაზღვრება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, ნაცვლად 2014 წლის 1 ოქტომბრისა)

11.  საქართველოს  ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/240, 07.08.2014) I მოსმენა 
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)
(წარმოდგენილი ცვლილებით, იმ ვადის განმავლობაში, როდესაც მოსამართლეს გაგრძელებული აქვს უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილედ, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ, ან რომელიმე ამ თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო თუ პირი, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება გაუგრძელდა, საპენსიო ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე, ან ამ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებელია, მას შეუწყდება სასამართლოს თავმჯდომარის/მოადგილის, კოლეგიის, პალატის თავმჯდომარის ან მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება (როგორც მენეჯერული უფლებამოსილება) საპენსიო ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მიუხედავად)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/358, 11.08.2014)  I მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ხმალაძის და შალვა შავგულიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავდალიანი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) 
(წარმოდგენილი კანონის პროექტით გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად ცილისწამების თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვა შეუძლია პირს, რომელსაც საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას ასევე შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. ამასთან პროექტის მიხედვით, სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია)

13.  საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/215, 01.05.2014) I მოსმენა  
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე) 
(კანონპროექტით ხდება მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებთან კანონის შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, ზუსტდება ტერმინები და ცალკეული პროცედურები კონვენციის შესაბამისად. კანონის პროექტით, აკადემიურ პერსონალთან მიმართებით ხდება განათლების ან/და სტაჟის მოთხოვნა, ნაცვლად ორივესი ერთად. კანონს ემატება „შესაბამისი საზღვაო განათლების“, „საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების“ და „საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების“ დეფინიციები. კანონპროექტი ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სერტიფიკატების გაცემას ყველა რანგის მეზღვაურთათვის (ნაცვლად მხოლოდ მართვისა და ექსპლუატაციის დონის პირებისა). ამასთან, კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს კომპეტენციის სერტიფიკატთან დაკავშირებული ყველა სერტიფიკატის ავტომატურ განახლებას. ახლებურად განისაზღვრება აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სერტიფიკატების ვადები და მათ გაცემასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. პროექტის მიხედვით, პირებს, რომლებმაც მიიღეს დიპლომირებული სპეციალისტის („პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად) დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლება ექნებათ მიიღონ ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი)
 

14.   საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა 
(წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება უმაღლესი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების დეფინიციის განსაზღვრა, კერძოდ, აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამაცნიერო-კვლევითი დაწესებულებას, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების საქმიანობის განხორციელება) 

15.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის წლიური ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები (N11538, 03.06.2014).
 (მომხსენებელი -  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

16. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში (N9141, 01.09.2014). 
(მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი)

17.      საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო და 2014 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9208, 02.09.2014). 
(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

18.  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9327, 04.09.2014).
(მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი)   

19. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო სესიისა და 2014 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9569, 09.09.2014).                (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)               

 20. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2013 სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9638, 10.09.2014)              (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი)

21. საქართველოს პარლამენტის საპროცეურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში (N9707, 12.09.2014)
(მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი) 

22.  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო და 2014 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9805, 15.09.2014)                (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)  

23.   საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქმიანობის წლიური ანგარიში (N9812, 15.09.2014)              (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)   

24.   საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9813, 15.09.2014)
(მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

25. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2013-2014 წლებში გაწული საქმიანობის ანგარიში (N9479, 08.09.2014). 
(მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი)

26.  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო სესიიდან 2014 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9211, 02.09.2014).                (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)