empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 18 ივნისის სხდომის დღის წესრიგი

    

საქართველოს პარლამენტის  2014  წლის  25-27  ივნისის პლენარული სხდომების  დღის  წესრიგი.

 

            განსახილველი  საკითხები

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/211, 24.04.2014) II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი ჯავახიშვილი და ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

            (კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესებით განსაზღვრული სანებართვო მოწმობების და მათი თანმხლები დოკუმენტების არსებობის კონტროლს საბაჟო კონტროლის ზონებში განახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური)

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

            (წარმოდგენილი კანონის პროექტი შესაბამისობაში მოდის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან, კერძოდ, შესაბამისი პირობების არსებობისას საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ოქმს ადგენენ და აღნიშნულ საქმეებს განიხილავენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები)

            ____________________________________________________________________

3.         საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის საკითხი

           ა) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი - ლერი ქათამაძე და ცისმარ ონიანი.

           ბ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი - დავით კარიაული.

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

            ____________________________________________________________________