empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 2 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2014 წლის 3-5 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

 განსახილველი საკითხები:

 1. საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/218, 23.05.2014) I მოსმენა

      (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

      (წარმოდგენილი ცვლილებით, თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს ექნება უფლებამოსილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას (კერძოდ, პერიოდულად ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობისას) მოსთხოვოს თავისუფლებაშეზღუდულ პირს 5 სამუშაო დღეში გაიაროს სათანადო შემოქმება და წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნივთიერების გამოყენება ხდება ექიმის დანიშნულებით სამკურნალო მიზნებისათვის. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით ზუსტდება პრობაციის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ამ დარღვევის საპატიოდ ჩათვლასთან დაკავშირებული საკითხები)

 

  2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/219, 23.05.2014) I მოსმენა

        (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

       (კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელს უფლება ექნება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გამოკვლევის მიზნით წარუდგინოს აღნიშნული სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სსიპ -არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფი სამინისტროს სისტემის ის მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი ცვლილებით ტექნიკურად სწორდება სამინისტროს სახელწოდება)

 

3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/229, 07.07.2014) I მოსმენა

      (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

      (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება ახალი ვადის განსაზღვრა სასამართლოს მიერ თავისუფლების შეზღუდვის სახით არსებული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე. აღნიშნული ვადა, მოქმედი რედაქციის შესაბამისად განისაზღვრებოდა 2015 წლის 1 იანვრით, ხოლო წარმოდგენილი რედაქციის მიხედვით აღნიშნული თარიღი არის 2017 წლის 1 იანვარი)

 

4. საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

     (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წარმოდგენილ ცვლილებასთან და ითვალისწინებს 2017 წლის 1 იავრამდე (ნაცვლად 2015 წლის 1 იანვრისა) იმ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერებას (71 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), რომელიც განსაზღვრავს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სასჯელის მოხდას იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელსაც შეფარდებული აქვს სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვა)

 

5. საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2013 წლის წლიური ანგარიში (N7406, 03.04.2014)

     (მომხსენებელი - საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

 

6. სსიპ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013 წლის საქმიანობის ანგარიში (N8956, 28.04.2014).

     (მომხსენებელი - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

  

     2. ახალი საკანონმდებლო ინიციატივები:

 2.1.საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/355; 31.07.2014)

     (ინიციატორი - საქ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ავტორი საქ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და მოქ. ზ. ვანიშვილი)

     (წარმოდგენილი ცვლილებით პარტნიორთა უფლება-მოვალეობებს ემატება ახალი რეგულაციები, კერძოდ: თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა თავისი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად მის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. აქვე გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ან მისი არ დაკმაყოფილების შემთხვევაში წარმოქმნილი შედეგები, მათ შორის სარჩელთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა და ა.შ.)

 (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

 (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

 

2.2.საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/356, 31.07.2014)

    (ინიციატორი - საქ. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ავტორი - სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

     (წარმოდგენილი ცვლილებით კანონს ემატება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დაწესებულების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირთათვის, საკუთარი ბიუჯეტიდან (გარდა აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურად მიღებული თანხებიდან) განსაზღვროს მათთვის ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა, რომლის წესსა და პირობებს დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება)

  (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

 (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

 

2.3. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ (#07-3/357, 31.07.2014)

    (ინიციატორი - საქ. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ავტორი - ენათმეცნიერებისა და იურისტების ჯგუფი აკადემიკოს თამაზ გამყრელიძისა და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ავთანდილ არაბულის ხელმძღვანელობით)

     (წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ენის სტატუსი, მისი დაცვის გარანტიები, სახელმწიფო და სხვა ენის გამოყენების თავისებურებები, განათლების ენის არჩევის შესაძლებლობა, სახელმწიფო ენის გამოყენების სამართლებრივი პრინციპები. გარდა ამისა პროექტში გათვალისწინებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის, საქმისწარმოებისა და სამართალწარმოების ენა, საგარეო ურთიერთობების ენა. გათვალისწინებულია ასევე საკუთარ სახელთა და სახელწოდებათა, საჯარო ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ენა. გაწერილია სახელმწიფო ენის გამოყენების საკითხები სხვა სფეროებში, მათ შორის მეცნიერების, ინფორმატიკისა და კულტურის სფეროში. კანონის პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ გარკვეულ მოთხოვნებსაც. აქვე განსაზღვრულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისიის უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობის ზომები და სანქციები ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის)

 

2.4. საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

    (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, კანონს ემატება განმარტება, რომლის მიხედვითაც მასობრივი ინფორმაციის ის საშუალებები, რომლებიც მაუწყებლობენ სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასახელმწიფო ენებიც, მაგრამ ტელე-და რადიომაუწყებლობის საეთერო დროის არაუმეტეს 10%-ისა. ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით საჯარო გადაცემის მიზნით ნაჩვენები აუდიოვიზუალური პროდუქციის თარგმნისას და დუბლირებისას გამოიყენება სახელმწიფო ენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

  (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

 (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

 

2.5. საქართველოს კანონის პროექტი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/358, 11.08.2014)

     (ინიციატორი - საქართველოს პარლამენტის წევრები: ვ.ხმალაძე, შ.შავგულიძე, ავტორი - საქ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი(მთავარი სპეციალისტი თამარ მესხია)

     (წარმოდგენილი კანონის პროექტით გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად ცილისწამების თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვა შეუძლია პირს, რომელსაც საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას ასევე შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. ამასთან პროექტის მიხედვით, სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია)

  (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

 (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

 

2.6.საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/238, 28.07.2014)

       (ინიციატორი - საქართველოს მთავრობა, ავტორი - საქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)

     (წარმოდგენილი ცვლილებით კანონს ემატება „გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამისა“ და „გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე სტუდენტის“ განმარტებები, ასევე განისაზღვრება შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც მოაწესრიგებს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტი ითვალისწინებს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურებს, ასევე გათვალისწინებულია აღნიშნული დაწესებულების შესაძლებლობა, ჰყავდეს მინიმუმ ერთი კოლეგიური ორგანო. წარმოდგენილი კანონპროექტით მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესი. ცვლილების მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (ნაცვლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსი) დაამტკიცებს კანონით გათვალისწინებულ, გამოცდების შედეგებთან დაკავშირებულ რანჟირების დოკუმენტებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გარდა ამისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ პირებს (გარდა ერთობლივ პროგრამაში მონაწილე სტუდენტისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში)

  (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

 (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

 

2.7. „2010 წლის 11 ივნისს ქ. კამპალაში, უგანდა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ მიმოხილვით კონფერენციაზე მიღებული ცვლილებები“ (#07-2/239, 07.08.2014)

  (ინიციატორი - საქართველოს მთავრობა, ავტორი - საქ. იუსტიციის სამინისტრო)

 

2.8. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

     (კანონის პროექტით სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო მუხლი შესაბამისობაში მოდის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებაში აგრესიის დეფინიციის ახლებურ განსაზღვრებასთან. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით აგრესიის აქტი განისაზღვრება როგორც სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება, სხვა სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან სხვაგვარად, რაც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას. მუხლის შენიშვნის მიხედვით კი აგრესიის აქტის დაგეგმვის, მომზადების, დაწყების ან წარმოებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელსაც თავისი მდგომარეობის გამო გააჩნია სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტური კონტროლის ან ხელმძღვანელობის შესაძლებლობა)

 (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

(საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

 

2.9. საქართველოს  ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/240, 07.08.2014)

   (ინიციატორი - საქართველოს მთავრობა, ავტორი - საქ. იუსტიციის სამინისტრო)

     (წარმოდგენილი ცვლილებით, იმ ვადის განმავლობაში, როდესაც მოსამართლეს გაგრძელებული აქვს უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილედ, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ, ან რომელიმე ამ თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო თუ პირი, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება გაუგრძელდა, საპენსიო ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე, ან ამ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებელია, მას შეუწყდება სასამართლოს თავმჯდომარის/მოადგილის, კოლეგიის, პალატის თავმჯდომარის ან მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება (როგორც მენეჯერული უფლებამოსილება) საპენსიო ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მიუხედავად)

  (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

 (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

 

2.10. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/241, 07.08.2014)

   (ინიციატორი - საქართველოს მთავრობა, ავტორი - საქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)

 

     (კანონპროექტითმასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელი იცვლება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემით, რომელსაც განათლების სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცებს მთავრობა. აღნიშნული სქემა განიმარტება, როგორც მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც დაეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და განსაზღვრავს მასწავლებლის მომზადების, შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს. მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან ახალ სქემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება კანონპროექტის გარდამავალი დებულებებით. კანონპროექტით გათვალისწინებულია მასწავლებლის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობაც, რომელიც მოქმედი რედაქციაში მოცემული სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის ანალოგიურია. კანონპროექტით, განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით, გარდა მოსწავლისა, შეაფასებს იმ პირსაც, რომელსაც არ გააჩნია საგანმანათლებლო ისტორია. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით, შესაბამისი ვაკანსიის შესავსებად, სწავლების უფლება ექნება პირს, რომელსაც გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. კანონპროექტით განსაზღვრულია სამოქალაქო/ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საჯარო სკოლის სასამართლოში წარმომადგენლობის საკითხები, დირექტორის, მისი მოადგილის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რეგისტრაციასთან და არჩევასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაუჩერის სახით დამატებითი დაფინანსების მიღების  საკითხები)

  (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

 (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

 

2.11. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(#07-2/242, 12.08.2014)

(ინიციატორი - საქართველოს მთავრობა, ავტორი - საქ. იუსტიციის სამინისტრო)

 

     (წარმოდგენილი კანონის პროექტით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის (ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა) ზოგიერთ ნაწილში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ხდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობის გახანგრძლივება და შესაბამისად ახალი თარიღის განსაზღვრა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოების მიერ ნაფიცმ საჯულთა მონაწილეობით გარკვეული საქმეების განხილვისათვის. კერძოდ, შესაბამის პუნქტებში აღნიშნული თარიღი განისაზღვრება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, ნაცვლად 2014 წლის 1 ოქტომბრისა)

  (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

 (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

 (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას)

 

 2.12. „საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“ 1907 წლის კონვენცია“ (#07-1/108, 11.08.2014)

   (ინიციატორი - საქართველოს პრეზიდენტი, ავტორი - საქ. იუსტიციის სამინისტრო)