empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 22 ივლისის სხდომის დღის წესრიგი

 

 

 საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2014 წლის 18 ივლისიდან მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგრეშე სესიის 23-25 ივლისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი 

   განსახილველი საკითხები:

1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ლერი ქათამაძის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“

 

     (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

2.საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ცისმარ ონიანის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“

 

      (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

3. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „დავით კარიაულის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“

 

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

4.         საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/223, 17.06.2014) I მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

            (წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სწავლებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სწავლების სისტემას და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დროებითი წესი)

                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას)

5.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/224, 17.06.2014) I მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

             (წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით დგინდება სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის დროებითი წესი, კერძოდ, აღნიშნულ უფლებამოსილებას 2014 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელებს მუნიციპალიტეტი როგორც საკუთარ უფლებამოსილებას. გარდა ამისა, განისაზღვრება განსხვავებული წესი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ თვითმმართველ ერთეულებში გამგებლის არჩევასთან დაკავშირებით)

6.  საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

            (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფას 2014 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელებს მუნიციპალიტეტი როგორც საკუთარ უფლებამოსილებას, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტისთვის დელეგირება მოხდება 2014 წლის 1 დეკემბრიდან. გარდა ამისა კანონში ზუსტდება საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების ლიკვიდაციის ვადები)

                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას)

7.საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/225, 17.06.2014) I მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

            (წარმოდგენილი კანონის პროექტით ზუსტდება სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) მისაღებად საჭირო მომსახურების სახეები და ამ მომსახურების მისაღებად საჭირო შესაბამისი საფასურები. ამასთან, გარდამავალი დებულების მიხედვით, ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლის/გაცემის წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს შინაგან საქმეთა მინისტრი)

                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას)

8. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/228, 26.06.2014)  I მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი)

            (წარმოდგენილი კანონის პროექტით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები (მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებით) შესაბამისობაში მოდის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ არსებულ ტერმინებთან. კანონპროექტითვე განისაზღვრება მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების, როგორც დელეგირიბული უფლებამოსილების, განხორციელებაზე დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო -  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კანონის პროექტით გათვალისწინებულია სამხედრო აღრიცხვის სამი სახე: წვევამდელთა (პირველადი), რეზერვისტთა და სპეციალური სამხედრო აღრიცხვა. ამასთან, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებას განახორციელებს ცენტრალურ გამწვევ კომისიაში არსებული მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია. კანონპროექტი აწესრიგებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, იხვეწება სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების, აგრეთვე გაწვევის გადავადების საფუძვლები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები)

9. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით ზუსტდება წვევამდელის (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის დეფინიცია. კოდექსიდან ხდება ამოღება ზოგიერთი მუხლისა, რომლებიც ითვალისწინებენ - ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში იმ ახალგაზრდების სიების წარუდგენლობას, რომლებიც მიწერილ უნდა იქნენ გასაწვევ უბნებზე, სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში გამოძახების შეუტყობინებლობასა და სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა პირველადი აღრიცხვისათვის საჭირო დოკუმენ­ტების არადროულ წარდგენას, აგრეთვე მათთვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში გამოძახების შეუტყობინებლობას. ამასთან, კანონის პროექტის ზოგიერთი ტერმინი შესაბამისობაში მოდის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“. შესაბამისი ცვლილება აისახება ასევე იმ მუხლებში, რომლებიც განსაზღვრავს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებსა და კონკრეტულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილ პირებს. კანონის პროექტში, ზემოხსენებულიდან გამომდინარე გათვალისწინებულია ზოგიერთი ტექნიკურის სახის დაზუსტებაც)

10. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტში ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება და იგი შესაბამისობაში მოდის ამავე პაკეტით წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან)

11.საქართველოს კანონის პროექტი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით კანონში ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილებები, კერძოდ, კანონში გამოყენებული იქნება ტერმინები „მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო ქალაქ თბილისთან მიმართებით - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თბილისის რაიონის გამგეობაში არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული“)

12.საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამის მუხლებში ზუსტდება რამდენიმე ტერმინი, კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის“ ნაცვლად იქნება ტერმინი „მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია“, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტთან მიმართებით - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული“)

13. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტით „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები (მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებით) შესაბამისობაში მოდის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ არსებულ ტერმინებთან. ხოლო ტერმინის „აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“ იცლვლება ტერმინით „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კანონპროექტითვე განისაზღვრება მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების, როგორც დელეგირიბული უფლებამოსილების, განხორციელებაზე დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო -  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო)

14. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტით ზუსტდება ტერმინები მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებით, კერძოდ, რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია 14-დან 65 წლამდე მამაკაცის რეგისტრაციაში გატარებიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში მინიციპალიტეტის გამგეობას/მერიას, ხოლო თბილისის მინიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის რაიონის გამგეობას აცნობოს მისი რეგისტრაციაში გატარების და რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი მისამართი)

                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)

15. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/346, 10.07.2014) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ხდება რამდენიმე საკითხის დახვეწა/დაზუსტება, კერძოდ, კონკრეტდება, რომ დამტკიცებას ექვემდებარება (საკრებულოს მიერ) მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომლის დამტკიცებაც  გათვალისწინებულია თვითმმართველობის კოდექსით. ასევე ზუსტდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის შესყიდვების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო, კერძოდ, გამგებელი/მერი (როგორც თბილისის, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების) განახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებით და საშტატო ნუსხით. ცვლილებით იხვეწება ჩანაწერი გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძველთან დაკავშირებით და ნათლად განისაზღვრება, რომ გამგებელს/მერს უფლებამოსილება უწყდება აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას.  ამასთან კანონის პროექტი ითვალისწინებს ზოგიერთ ტექნიკური სახის ცვლილების განხორციელებას)

                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

16.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/345, 18.06.2014) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ხმალაძისა და შალვა შავგულიძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავდალიანი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი კანონის პროექტით, ახლებურად ყალიბდება ადმინისტრაციული დაკავების მომწესრიგებელი პროცედურები, განისაზღვრება, რომ დაკავებულ პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დაკავების მიზეზი და მისი უფლებები, ამასთან, აღნიშნული განმარტებების მიღებამდე დაკავებული პირის მიერ გაკათებული განცხადება დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა. პროექტით მცირდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღემდე. გარდა აღნიშნულისა, კანონის პროექტით კოდექსში სწორდება რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი)

17.საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

            (კანონის პროექტით, აღნიშნული კანონი შესაბამისობაში მოდის პაკეტით წარმოდგენილ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის ან გადაკვეთის მცდელობისათვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ნაცვლად 30 დღისა)

                          (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას)

18. საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/226, 17.06.2014) I მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი)

            (კანონპროექტის მიხედვით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობის მიზნით, დაშვებული იქნება არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვა) სარგებლობა. მისი მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა)

                     (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას)

19.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/205, 15.04.2014) III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე)

 

(წარმოდგენილი ცვლილება ეხება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს. კანონპროექტი ითვალისწინებს ბრალდებულის სავალდებულო ინფორმირებას საპროცესო შეთანხმების არსისა და მისი შედეგების შესახებ, აგრეთვე საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების ისეთ დამატებითი საფუძვლის შემოღებას, როგორიცაა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების არარსებობა. კანონპროექტით განისაზღვრება პროკურორის მიერ საპროცესო შეთანხმების დროს გასათვალისწინებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ამასთან, იკრძალება წამების, წამების მუქარის და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმების ოქმის შემოღებას. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში ხდება დაზარალებულის უფლებების გაზრდა საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში)

20.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/208, 15.04.2014) III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე)

 

(წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებამოსილებების გარკვეულ გაფართოებას სისხლის სამართლის პროცესში. კერძოდ, მას ექნება უფლება მოითხოვოს დაზარალებულად ცნობა, საქმის მასალების გაცნობა (თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს), დაზარალებულად ცნობაზე უარის, ასევე დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ პროკურორის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება, ზიანის შესახებ ჩვენების მიცემის უფლება დახურულ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების და მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება და სხვა)

21. საქართველოს კანონის პროექტი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ (N07-2/148, 08.01.2014) III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე)

 (კანონის პროექტის მიხედვით, წესრიგდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სამართლებრივი ურთიერთობები, კერძოდ  განისაზღვრება მათი ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებასთან (რისკების კლასიფიკაცია, ლიცენზიის გაცემა, ადმინისტრაციული წარმოება, გადაწყვეტილების მიღება და ა. შ.), გარემოში ინტროდუქციასთან (შეტანასთან), საბაზრო ქსელში განთავსებასთან და ტრანსსასაზღვრო გადაზიდვების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები (ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა, რეექსპორტი/ტრანზიტი, და ა.შ.), გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება აგრეთვე, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპები, ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ამ სფეროში, კანონპროექტით რეგულირდება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები და ზიანის ანაზღაურების წესი)

22. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(კანონის პროექტით „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად განისაზღვრება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციის სფეროდ ასევე განისაზღვრება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა, აგრეთვე ცოცხალი გენმოდოფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა)

23. საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

              (კანონპროექტი ითვალისწინებს საქმიანობის ლიცენზიის ახალი სახის - ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის შემოღებას)

24. საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

              (კანონპროექტით წესდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მოსაკრებელი  200 ლარის ოდენობით)

25. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

(კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დადგენას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით საქმიანობის წესების დარღვევისათვის და მათი ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევისათვის. ამასთან, შესაბამისი ცვლილება აისახა კოდექსის 208-ე (რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები), 222-ე (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ზემოხსენებული სამართალდარღვევათა განხილვისა და სახდელების დადების უფლება) და 239-ე მუხლის მე-4 ნაწილში (ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლები).)

26.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

(კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევისათვის.

27. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/336, 01.05.2014) III მოსმენა

   (საქართველოს პარლამენტის წევრის ნოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით სპეციალური ტრანსფერის განმარტებაში კეთდება მითითება ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტზეც, ანალოგიური ცვლილება ხორციელდება კაპიტალურ ტრანსფერთან დაკავშირებითაც, კერძოდ, კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფა შესაძლებელი გახდება ავტონომიური რესპუბლიკისთვისაც. შესაბამისი ცვლილება ხორციელდება სხვა მუხლებშიც)

28.საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/211, 24.04.2014) II მოსმენა 

                                                                                                                                                                   

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი ჯავახიშვილი და ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

 

(კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესებით განსაზღვრული სანებართვო მოწმობების და მათი თანმხლები დოკუმენტების არსებობის კონტროლს საბაჟო კონტროლის ზონებში განახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური)

29.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

            (წარმოდგენილი კანონის პროექტი შესაბამისობაში მოდის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან, კერძოდ, შესაბამისი პირობების არსებობისას საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ოქმს ადგენენ და აღნიშნულ საქმეებს განიხილავენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები)

30.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/326; 17.04.2014) II მოსმენა

   (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება, რომლითაც იგი ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და რეგისტრირებულია როგორც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით. ამასთან, გარდამავალ დებულებებში აისახა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და რეგისტრირებულია როგორც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი)

31.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/322, 03.04.2014) II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კიკნაველიძე; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონის პროექტი არეგულირებს სასამართლო განხილვის დროს პირის შეურაცხაობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას მის მიმართ და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იმავე განჩინებით გადაწყვეტს პირის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხს. კანონპროექტით განისაზღვრება აგრეთვე იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობის ვადა, რომელიც სასამართლომ უნდა დაადგინოს ჩადენილი დანაშაული სიმძიმის მიხედვით (ნაკლებად მძიმე - 2 წელი, მძიმე - 4 წელი და განსაკუთრებით მძიმე - 10 წელი) და კრიტერიუმები, რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ამ ვადის დადგენისას)

32.საქართველოს  ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/343, 10.06.2014) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი, თუ დისციპლინური გადაცდომისათვის სახდელის დაკისრებიდან გასულია 5 წელზე მეტი)

33. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/219, 23.05.2014) I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

(კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელს უფლება ექნება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გამოკვლევის მიზნით წარუდგინოს აღნიშნული სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სსიპ -არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფი სამინისტროს სისტემის ის მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი ცვლილებით ტექნიკურად სწორდება სამინისტროს სახელწოდება)

34. საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/218, 23.05.2014) I მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

(წარმოდგენილი ცვლილებით, თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს ექნება უფლებამოსილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას (კერძოდ, პერიოდულად ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობისას) მოსთხოვოს თავისუფლებაშეზღუდულ პირს 5 სამუშაო დღეში გაიაროს სათანადო შემოქმება და წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნივთიერების გამოყენება ხდება ექიმის დანიშნულებით სამკურნალო მიზნებისათვის. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით ზუსტდება პრობაციის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ამ დარღვევის საპატიოდ ჩათვლასთან დაკავშირებული საკითხები)

35. საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/198, 07.04.2014) I მოსმენა

   (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

 

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოსაფიქრებელი ვადა იზრდება 5 დღემდე, ხოლო აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრების წესი განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს მიერ. ამასთან, სამედიცინო და სოციალური ჩვენებების ჩამონათვალი დადგინდება სამინისტროს მიერ)

36. საქართველოს კანონის პროექტი „დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ (#07-3/332, 24.04.2014) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ფრიდონ საყვარელიძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი ფრიდონ საყვარელიძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე; საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარის ფორმირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას, კერძოდ, პროექტით განისაზღვრება დოკუმენტების სახეობები, მათ შორის რომლებიც მიეკუთვნება (და ასევე რომელიც არ მიეკუთვნება) სავალდებულო ეგზემპლარებს, მათი გადაცემის და მიღების წესებს, დოკუმენტის მწარმოებელთა და ასევე სავალდებულო ეგზემპლარის მიმღებთა უფლება-მოვალეობებს, ეროვნული და რეგიონალური საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ფონდის ფორმირების წესს და სხვა. კანონპროექტით განისაზღვრება აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების გადაცემის წესი, გადაცემაზე კონტროლის განხორციელების საკითხი და პასუხისმგებლობა დოკუმენტის მწარმოებელი პირის მიერ სავალდებულო ეგზემპლარის გადაუცემლობისთვის)

37.  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემოწმების შედეგებზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი  კომისიის დასკვნა (№6313, 10.06.2014)

                (მომხსენებელი -  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი  კომისიის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური)