empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 22 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი


კენჭსაყრელი  საკითხები:

1.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“ 1907 წლის კონვენციასთან“ (#07-1/108, 11.08.2014) შეერთების თაობაზე“

(საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

2.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „ქ. კამპალას  2010 წლის 11 ივნისის  „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების  ცვლილებების“ (#07-2/239, 07.08.2014) რატიფიცირების თაობაზე“

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე

3.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე

(კანონის პროექტით სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო მუხლი შესაბამისობაში მოდის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებაში აგრესიის დეფინიციის ახლებურ განსაზღვრებასთან. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით აგრესიის აქტი განისაზღვრება როგორც სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება, სხვა სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან სხვაგვარად, რაც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას. მუხლის შენიშვნის მიხედვით კი აგრესიის აქტის დაგეგმვის, მომზადების, დაწყების ან წარმოებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელსაც თავისი მდგომარეობის გამო გააჩნია სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტური კონტროლის ან ხელმძღვანელობის შესაძლებლობა)

4. საქართველოს  ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/240, 07.08.2014) I მოსმენა  (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)            (წარმოდგენილი ცვლილებით, იმ ვადის განმავლობაში, როდესაც მოსამართლეს გაგრძელებული აქვს უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილედ, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ, ან რომელიმე ამ თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო თუ პირი, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება გაუგრძელდა, საპენსიო ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე, ან ამ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებელია, მას შეუწყდება სასამართლოს თავმჯდომარის/მოადგილის, კოლეგიის, პალატის თავმჯდომარის ან მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება (როგორც მენეჯერული უფლებამოსილება) საპენსიო ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მიუხედავად)          

განსახილველი საკითხები:

1. საქართველოს კანონის პროექტი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/210, 24.04.2014) I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი ჯავახიშვილი და ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

(კანონის პროექტით ხდება საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების ახლებური დარეგულირება და დახვეწა. კერძოდ, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია მოიცავდეს ამ სასესხო დავალიანების როგორც გადაცილებული ნაწილის, ისე ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულების (არსებობის შემთხვევაში) რესტრუქტურიზაციას. კანონს ემატება ტერმინი „ერთი შესასრულებელი ვალდებულება“, ამასთან, ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ექნება არამხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში, არამედ ერთ შესასრულებელ ვალდებულებასთან დაკავშირებითაც. კანონის პროექტი ადგენს რესტრუქტურიზებული ვალდებულებების რეესტრის წარმოების აუცილებლობას. გარდამავალი დებულება ითვალისწინებს სესხის ნაწილის რესტრუქტურიზაციის განხორციელების შემთხვევაში მთლიანი სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე საწარმოს მიერ კომისიისათვის მიმართვის წესს.  გარდა ამისა, კანონის პროექტით ხდება  რესტრუქტურიზაციის პროცესთან დაკავშირებული რედაქციული და ტექნიკური საკითხების ახლებურად რეგულირება)            

2.  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო და 2014 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9208, 02.09.2014).  (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

3.  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9327, 04.09.2014).  (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი)

4.  საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო სესიისა და 2014 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9569, 09.09.2014).                (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

5.   საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2013 სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9638, 10.09.2014)

 (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი)

6.   საქართველოს პარლამენტის საპროცეურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში (N9707, 12.09.2014)  (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)   

7.  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო და 2014 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9805, 15.09.2014)                (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

8. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2013-2014 წლებში გაწული საქმიანობის ანგარიში (N9479, 08.09.2014). 
(მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი)  

9.  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო და 2014 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9982, 16.09.2014)

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე)            

10.  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9813, 15.09.2014)
(მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)  

11.   საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო სესიიდან 2014 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9211, 02.09.2014). 
 (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)      

12.   საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქმიანობის წლიური ანგარიში (N9812, 15.09.2014)
 (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)    

13.  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო სესიიდან 2014 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9410, 05.09.2014). 
(მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე)