empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 25 ივლისის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2014 წლის 18 ივლისიდან მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგრეშე სესიის 26 ივლისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

  

     კენჭსაყრელი საკითხები:

 1.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ლერი ქათამაძის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“

       (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

 2.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ცისმარ ონიანის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“

       (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

 3.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „დავით კარიაულის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“

       (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

4.საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/322, 03.04.2014) III მოსმენა

      (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

     (წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დეფინიციის შემოღებას. კანონპროექტით განისაზღვრება აღნიშნული მკურნალობის დანიშვნის საფუძვლები და წესი. ი1212ძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა გამიჯნულია არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარებისაგან, (რომელთან დაკავშირებულ სამართალწარმოების საკითხებს აწესრიგებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი). კანონის პროექტით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა გამოიყენება ბრალდებულის მიმართ, ამასთან, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას მის მიმართ(ს.ს.ს. კოდექსის 191-მუხლის მე-2 ნაწილი) და უფლებამოსილია პირის მიმართ დანიშნოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ამავე კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებით. კანონპროექტით გათვალისწინებულია იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობის დროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულებები, ასევე სავალდებულო ექსპერტიზის პერიოდულად ჩატარება ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, აგრეთვე აღნიშნული მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები)

 

5.საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/224, 17.06.2014) I მოსმენა

        (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

       (წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით დგინდება სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის დროებითი წესი, კერძოდ, აღნიშნულ უფლებამოსილებას 2014 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელებს მუნიციპალიტეტი როგორც საკუთარ უფლებამოსილებას. გარდა ამისა, განისაზღვრება განსხვავებული წესი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ თვითმმართველ ერთეულებში გამგებლის არჩევასთან დაკავშირებით)

6.  საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფას 2014 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელებს მუნიციპალიტეტი როგორც საკუთარ უფლებამოსილებას, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტისთვის დელეგირება მოხდება 2014 წლის 1 დეკემბრიდან. გარდა ამისა კანონში ზუსტდება საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების ლიკვიდაციის ვადები)

                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას)

7. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/346, 10.07.2014) I მოსმენა

      (საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

     (წარმოდგენილი ცვლილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ხდება რამდენიმე საკითხის დახვეწა/დაზუსტება, კერძოდ, კონკრეტდება, რომ დამტკიცებას ექვემდებარება (საკრებულოს მიერ) მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომლის დამტკიცებაც  გათვალისწინებულია თვითმმართველობის კოდექსით. ასევე ზუსტდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის შესყიდვების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო, კერძოდ, გამგებელი/მერი (როგორც თბილისის, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების) განახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებით და საშტატო ნუსხით. ცვლილებით იხვეწება ჩანაწერი გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძველთან დაკავშირებით და ნათლად განისაზღვრება, რომ გამგებელს/მერს უფლებამოსილება უწყდება აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას.  ამასთან კანონის პროექტი ითვალისწინებს ზოგიერთ ტექნიკური სახის ცვლილების განხორციელებას)

                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

 

8. საქართველოს  ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/231, 16.07.2014) I მოსმენა

      (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

     (წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი აწესრიგებს თანამდებობაზე 3 წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის შეფასებისა და მათ თანამდებობაზე უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პროცედურებს. ცვლილების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეირჩევა საბჭოს ერთი მოსამართლე და ერთი არამოსამართლე წევრი, რომლებიც მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიან პერიოდში შეაფასებენ მოსამართლის საქმიანობას. კანონპროექტში დაწვრილებით არის გაწერილი შეფასების პროცესი და კრიტერიუმები. კანონპროექტით განისაზღვრება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი, რომლისთვისაც უზენაეს სასამართლოში სპეციალურად იქმნება საკვალიფიკაციო პალატა. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს მოსამართლისთვის გარანტიებს,  რომლის მიხედვითაც უვადოდ დანიშვნაზე უარის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება აღნიშნული მოსამართლის მოთხოვნით არ გასაჯაროვდეს)

9. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

     (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად ცხადდება თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების განმახორციელებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონოდ ჩარევა. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ  წლამდე)

                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას)

10.საქართველოს  ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/343, 10.06.2014) I მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

      (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი, თუ დისციპლინური გადაცდომისათვის სახდელის დაკისრებიდან გასულია 5 წელზე მეტი)

11.2014 წლის 2 მაისს ხელმოწერილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 10 მაისის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ ცვლილების შესახებ“ და „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ ცვლილების შესახებ“ ხელშეკრულებები (07-1/103; 12.06.2014)

      (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი; საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე; საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი)

  

     განსახილველი საკითხები:

1.  საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის (N07-1/107, 24.07.2014) ნდობის     გამოცხადების საკითხი

(საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე; მომხსენებელი -  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი)

2.   საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/223, 17.06.2014) III მოსმენა

        (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი)

      (წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სწავლებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სწავლების სისტემას და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დროებითი წესი)

                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას)

3.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/322, 03.04.2014) III მოსმენა

      (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

     (კანონის პროექტი არეგულირებს სასამართლო განხილვის დროს პირის შეურაცხაობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას მის მიმართ და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იმავე განჩინებით გადაწყვეტს პირის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხს. კანონპროექტით განისაზღვრება აგრეთვე იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობის ვადა, რომელიც სასამართლომ უნდა დაადგინოს ჩადენილი დანაშაული სიმძიმის მიხედვით (ნაკლებად მძიმე - 2 წელი, მძიმე - 4 წელი და განსაკუთრებით მძიმე - 10 წელი) და კრიტერიუმები, რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ამ ვადის დადგენისას)

4.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/326; 17.04.2014) III მოსმენა

   (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი)

     (წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება, რომლითაც იგი ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და რეგისტრირებულია როგორც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით. ამასთან, გარდამავალ დებულებებში აისახა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და რეგისტრირებულია როგორც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი)

5.საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/211, 24.04.2014) III მოსმენა 

     

        (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი ჯავახიშვილი და ლაშა ხუციშვილი)

 

      (კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესებით განსაზღვრული სანებართვო მოწმობების და მათი თანმხლები დოკუმენტების არსებობის კონტროლს საბაჟო კონტროლის ზონებში განახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური)

6.   საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

      (წარმოდგენილი კანონის პროექტი შესაბამისობაში მოდის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან, კერძოდ, შესაბამისი პირობების არსებობისას საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ოქმს ადგენენ და აღნიშნულ საქმეებს განიხილავენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები)

     

7.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/345, 18.06.2014) II მოსმენა

      (საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ხმალაძისა და შალვა შავგულიძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავდალიანი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

     (წარმოდგენილი კანონის პროექტით, ახლებურად ყალიბდება ადმინისტრაციული დაკავების მომწესრიგებელი პროცედურები, განისაზღვრება, რომ დაკავებულ პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დაკავების მიზეზი და მისი უფლებები, ამასთან, აღნიშნული განმარტებების მიღებამდე დაკავებული პირის მიერ გაკათებული განცხადება დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა. პროექტით მცირდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღემდე. გარდა აღნიშნულისა, კანონის პროექტით კოდექსში სწორდება რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი)

8.საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა

     (კანონის პროექტით, აღნიშნული კანონი შესაბამისობაში მოდის პაკეტით წარმოდგენილ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის ან გადაკვეთის მცდელობისათვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ნაცვლად 30 დღისა)

                          (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას)

 

9.საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/225, 17.06.2014) II მოსმენა

        (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

      (წარმოდგენილი კანონის პროექტით ზუსტდება სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) მისაღებად საჭირო მომსახურების სახეები და ამ მომსახურების მისაღებად საჭირო შესაბამისი საფასურები. ამასთან, გარდამავალი დებულების მიხედვით, ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლის/გაცემის წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს შინაგან საქმეთა მინისტრი)

                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას)

 

10. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/348, 17.07.2014) I მოსმენა

   (საქართველოს პარლამენტის წევრის ნოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

     (წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება ტერმინების - „სპეციალური ტრანსფერი“ და „კაპიტალური ტრანსფერი“-ს განმარტება და მათი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება ხორციელდება სხვა მუხლებშიც)

11. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

     (წარმოდგენილი ცვლილებით რედაქციულად ზუსტდება რამდენიმე მუხლის ფორმულირება, რომლებიც ეხება კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის საკითხებს როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკებთან დაკავშირებით)

                          (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების  დაჩქარებული წესით განხილვას)

12. საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/198, 07.04.2014) I მოსმენა

   (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

 

     (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოსაფიქრებელი ვადა იზრდება 5 დღემდე, ხოლო აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრების წესი განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს მიერ. ამასთან, სამედიცინო და სოციალური ჩვენებების ჩამონათვალი დადგინდება სამინისტროს მიერ)

13. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/344, 12.06.2014) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილისა და ნოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

     (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით რეგულირდება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები)

14. 2014 წლის 11 მარტს ხელმოწერილ „საქართველოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის  შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმი (N07-1/102, 08.05.2014)

      (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი; საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე; საქართველოს პარლამენტის  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

15. 2014 წლის 13 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის“ ფინანსური პროტოკოლი  (N07-2/220, 30.05.2014)

      (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი; საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი; საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

16.2014 წლის 13 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება  (N07-2/221, 30.05.2014)

      (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი; საქართველოს პარლამენტის  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე; საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)