empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 3 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

  საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2014 წლის 3-5 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

  

განსახილველი საკითხები:

 

1. საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2013 წლის წლიური ანგარიში (N7406, 03.04.2014)

  (მომხსენებელი - საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

2. სსიპ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013 წლის საქმიანობის ანგარიში (N8956, 28.04.2014).

  (მომხსენებელი - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

 

3.საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9195, 02.09.2014).

        (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

 

4. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში (N9141, 01.09.2014).

        (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი)

 

5. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო და 2014 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9208, 02.09.2014).

        (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

 

6. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო სესიიდან 2014 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9211, 02.09.2014).

        (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

 

      2. ახალი საკანონმდებლო ინიციატივები:

 

2.1.საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ“ (N9250, 02.09.2014)

     (ინიციატორი - საპარლამენტო ფრაქციები: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“, „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, „ქართული ოცნება - მრეწველები“)