empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2014 წლის 8 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2014 წლის 17-19 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

 

განსახილველი საკითხები:

1. საქართველოს კანონის პროექტი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ (N07-2/148, 08.01.2014) III მოსმენა

      (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია)

      (კანონის პროექტის მიხედვით, წესრიგდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სამართლებრივი ურთიერთობები, კერძოდ  განისაზღვრება მათი ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებასთან (რისკების კლასიფიკაცია, ლიცენზიის გაცემა, ადმინისტრაციული წარმოება, გადაწყვეტილების მიღება და ა. შ.), გარემოში ინტროდუქციასთან (შეტანასთან), საბაზრო ქსელში განთავსებასთან და ტრანსსასაზღვრო გადაზიდვების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები (ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა, რეექსპორტი/ტრანზიტი, და ა.შ.), გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება აგრეთვე, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპები, ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ამ სფეროში, კანონპროექტით რეგულირდება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები და ზიანის ანაზღაურების წესი)

2. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

      (კანონის პროექტით „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად განისაზღვრება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციის სფეროდ ასევე განისაზღვრება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა, აგრეთვე ცოცხალი გენმოდოფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა)

 3. საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

     (კანონპროექტი ითვალისწინებს საქმიანობის ლიცენზიის ახალი სახის - ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის შემოღებას)

4. საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

     (კანონპროექტით წესდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მოსაკრებელი  200 ლარის ოდენობით)

 5. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

      (კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობასდადგენას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით საქმიანობის წესების დარღვევისათვის და მათი ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევისათვის. ამასთან, შესაბამისი ცვლილება აისახა კოდექსის 208-ე (რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები), 222-ე (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ზემოხსენებული სამართალდარღვევათა განხილვისა და სახდელების დადების უფლება) და 239-ე მუხლის მე-4 ნაწილში (ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლები).)

 6. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

      (კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევისათვის.

 7. საქართველოს კანონის პროექტი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/330, 24.04.2014) III მოსმენა

      (საქართველოს პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე))

(კანონის პროექტის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია ასევე იმ შემთხვევაში, თუ იგი დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესაძლო ჩადენასთან, ან/და არსებობს ძალადობის შემდგომი განმეორების საშიშროება და ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დაცვისათვის. გარდა ამისა კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში სამედიცინო მომსახურების გამწევის ჩარევა შესაძლებელია იმ  შემთხვევაში, როცა პაციენტზე ან მისი ოჯახის სხვა წევრზე ხორციელდება ოჯახში ძალადობის ფაქტების და არსებობს ძალადობის შემდგომი განმეორების საშიშროება, თუ ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად)

8. საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

(პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ აცნობებს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პატიმრობიდან განთავისუფლების ან/და მის მიერ საპატიმრო ადგილის დატოვების სხვა შემთხვევის თაობაზე)

9.საქართველოს კანონის პროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/116; 20.06.2013) III მოსმენა

     (საქართველოს პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე)

     (კანონპროექტის შესაბამისად, განისაზღვრება ძალადობის ახალი ფორმა - უგულველყოფა, რომელიც ეხება ბავშვების მიმართ მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობას,  მსხვერპლს ენიჭება უფლებამოსილება მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით; ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია, ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით, უფასო სამართლებრივი (იურიდული) დახმარებითა და წარმომადგენლობით სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში; დახმარებისა და შესაბამის საკითხებზე  მათი კონსულტირების უზრუნველყოფის მიზნით ითვალისწინებს 24 საათიანი უფასო სატელეფონო დახმარების ხაზით)

10.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

     (კანონპროექტის თანახმად,  მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის, სწავლებისა და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. კანონპროექტითვე,  ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართულ სუბიექტებს ავალდებულებს ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის თაობაზე ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო უწყებისათვის მიწოდებას)

11. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

     (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებულ სავალდებულო სწავლების კურსის გავლისა და სასამართლოს მიერ გაცემული დამცავ ორდერში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის განრიდების საკითხებს)

12.საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

     (კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ხარჯზე დავცის მექანიზმები გავრცელდება ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის განხორციელების შემთხვევაზეც)

13.საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

     (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციისათვის ეწყობა ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, რომელსაც უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო)

14.საქართველოს კანონის პროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

     (კანონპროექტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის დაცვას, ასევე ამ სუბიექტის მიერ პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევას, თუ მასზე ან/და მისი ოჯახის სხვა წევრზე ხორციელდება ოჯახში ძალადობა ან არსებობს ძალადობის შემდგომში განმეორების საფრთხე)

15.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

     (კანონპროექტი ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაწესებას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართული და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა სუბიექტების მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლებისა და ამის თაობაზე ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო უწყებისათვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის)

16.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

     (კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება კოდექსის მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ოჯახური დანაშაულისათვის, ფართოვდება „გაუპატიურების“ დეფინიცია და კოდექსს ასევე ემატება მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იძულებითი ქორწინებისათვის)

17.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

     (კანონპროექტით სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით, ასევე ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირი გაივლის ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებულ სავალდებულო სწავლების კურსს)

18.საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

     (კანონპროექტით განისაზღვრება ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები)

19.საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

     (წარმოდგენილი კანონპროექტით პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით, ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის მოწყობას)

20. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის წლიური ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები (N11538, 03.06.2014).

     (მომხსენებელი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე,საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

 21. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში (N9141, 01.09.2014).

        (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი)

 22. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო და 2014 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9208, 02.09.2014).

        (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

23. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2013 წლის საშემოდგომო სესიიდან 2014 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N9211, 02.09.2014).

  (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

 

     2.ახალი საკანონმდებლო ინიციატივები:

2.1.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/360, 04.09.2014)

    (ინიციატორი - საქართველოს პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ავტორი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო)

     (წარმოდგენილი ცვლილებით ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის თანამდებობრივი სარგოს მომატება პროექტში მითითებულ ოდენობამდე)

     (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

     (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

2.2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N07-3/361, 04.09.2014)

   (ინიციატორი, ავტორი - საქ. პარლამენტის წევრი ვ. ხმალაძე)

     (წარმოდგენილი ცვლილებით სასამართლოს განსახილველ საქმეებს ემატება კოდექსის 1972 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესების ისეთ დარღვევას, რომელიც არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული სამათალდარღვევისათვის კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა და შესაბამის საქმეს წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით განიხილავს სასამართლო)

     (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

     (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

2.3.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/243; 01.09.2014)

     (ინიციატორი - საქართველოს მთავრობა, ავტორი - საქ. ფინანსთა სამინისტრო)

     (წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება ტურისტული საწარმოს მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, ცვლილება ეხება ტურისტული საწარმოს განმარტებას და ასეთად განიხილება იურიდიული პირი, რომელიც ქონების შემძენთან გაფორმებული იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების, საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით (ნაცვლად მხოლოდ იჯარისა) საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სასტუმროს ნომრად/აპარტამენტად გამოყენებას. ამასთან, რეგულირდება ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივის/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავლის დაბეგვრის საკითხები. კანონპროექტით განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს მიერ პირის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა სასამართლო წესით. გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით ხდება სუსტი კაპიტალიზაციის ნორმების მოქმედების გადავადება 2016 წლის 1 იანვრამდე. აგრეთვე ზუსტდება ცალკეული საკითხები ნორმის სწორი ინტერპრეტაციის მიზნით)

2.4. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

     (კანონის პროექტით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს ემატება თავები, რომლებიც განსაზღვრავს სამართალწარმოების წესებს საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის მიერ საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით. კანონპროექტით განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს მიერ შუამდგომლობის შეტანის წესი, მისი განხილვის, გადაწყვეტილების გამოტანისა და გადაწყვეტილების გასაჩირებასთან დაკავშირებული საკითხები)

2.5. საქართველოს კანონის პროექტი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

     (წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის გარიგების დადების მცდელობის), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე)

     (იურიდიული დაპარტამენტის დასკვნა დადებითია)

     (საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია)

2.6. 2014 წლის 18 აგვისტოს ხელმოწერილი საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (IBRD) სასესხო ხელშეკრულება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი)“ (07-2/244; 02.09.2014)

     (ინიციატორი - საქართველოს მთავრობა, ავტორი - საქ. ფინანსთა სამინისტრო)