ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ

14 იანვარი 2020
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ფრაქციის წევრები: ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდნენ. შეხვედრაზე დეპუტატებმა NDI-ის წარმომადგენელს ფრაქციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდეს და ორგანიზაციასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

„ფრაქცია აგრძელებს დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს და დღეს ფრაქციის სახელით, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან პირველი შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრაზე იმ პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ, რომლის გარშემოც ფრაქცია საგაზაფხულო სესიაზე იმუშავებს. ასევე საკითხი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. NDI-თან გვაქვს შეთანხმება აქტიურად ვითანამშრომლოთ ფრაქციის სახელით, რაც ჩვენთვის, ახლად შექმნილი პოლიტიკური პლატფორმისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ
  • ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ