მარიამ ჯაში: „დიდი ბრიტანეთი რჩება ერთგული საქართველოს მხარდაჭერისა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“

23 იანვარი 2020
მარიამ ჯაში: „დიდი ბრიტანეთი რჩება ერთგული საქართველოს მხარდაჭერისა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდნენ

ფრაქციის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ფრაქციის პრიორიტეტებზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ ხედვაზე.

მარიამ ჯაში : „ჩვენ მივიღეთ დასტური ელჩის მხრიდან, რომ ის გააგრძელებს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა შეეხება თითოეულ დეპუტატს, თითოეულ ფრაქციას. მან ინტერესი გამოხატა ახალი ფრაქციის მიმართ. ჩვენ მოსაზრებები გავცვალეთ როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან, ასევე ბრექსიტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, ის რჩება ერთგული საქართველოს მხარდაჭერისა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და ზოგადად, ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგის შექმნაში რჩება ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე“.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი: „ჩემთვის, როგორც ბრიტანეთის ელჩისთვის ყოველთვის სასარგებლო და საინტერესოა მოვისმინო განსხვავებული შეხედულებები საქართველოს პარლამენტის შესახებ. მოხარული ვარ ახალ ფრაქციასთან შეხვედრით. მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, უჭირავს ცენტრალური ადგილი ქვეყნის დემოკრატიის განვითარების პროცესში. ჩემთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტს და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც“.

გალერეა

  • მარიამ ჯაში: „დიდი ბრიტანეთი რჩება ერთგული საქართველოს მხარდაჭერისა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“, 2020 წლის 23 იანვარი