ევროპული საქართველოს წევრები მოძრაობა „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

22 ოქტომბერი 2019
ევროპული საქართველოს წევრები მოძრაობა „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წევრები „აფხაზთა კრებაში“ გაერთიანებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს რეგულარული არჩვენების ჩატარებასა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.

„თუ არსებობს წარმომადგენლობითი ორგანო, მისი მთავარი პრინციპი არის მისი პერიოდულად არჩევითობა, ამის გარეშე არ არსებობს ანგარიშვალდებულება და დემოკრატიის ფუნდამენტური წესი. ლოგიკურია გადავხედოთ კანონპროექტის პირველ ფორმას და მოვახდინოთ ამის ინიცირება“, - აღნიშნა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ბოკერიამ.

ფრაქციის წევრებმა და აფხაზთა კრების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს და უახლოეს მომავალში დაგეგმეს პარლამენტში წარადგინონ ერთობლივი ინიციატივა, რომელიც საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული საარჩევნო სისტემით უმაღლესი საბჭოს არჩევას და მომდევნო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარებას ითვალისწინებს.

გიორგი ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლების ინიციატივას მხარს უჭერს და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის, მმართველ პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებს გეგმავს.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ინსტიტუციურად ლეგიტიმურია, ხოლო შემადგენლობით არა. ის არჩეულია 1991 წელს და მასში მხოლოდ 19 წევრი შედის. მათი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის აქტიურ და კვალიფიციურ წარმომადგენლობას საქართველოს ხელისუფლების ორგანოების წინაშე უზრუნველყოფს.

გალერეა

  • ევროპული საქართველოს წევრები მოძრაობა „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, 2019 წლის 22 ოქტომბერი