ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად არ შეაფასა

12 ივნისი 2019
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად არ შეაფასა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მოუსმინეს, რომელმაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოადგინა. 

მომხსენებელმა დეპუტატებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები, ეკონომიკური მაჩვენებლები, საგადასახადო შემოსავლების და ბიუჯეტის ათვისების მონაცემები გააცნო და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

ფრაქციის წევრების შეკითხვები ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებების მიზეზებს, სსიპებში დასაქმებული შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებას, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვას, სახელმწიფო ვალის მომსახურებას და გაზრდილი გადასახადების საკითხებს შეეხებოდა. 

სხდომის დასასრულს ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტს სწორედ ვერ განკარგავს და ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისთვის არ არის ორიენტირებული. ფრაქციის წევრებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს დადებითი შეფასება არ მისცეს.

გალერეა

  • ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად არ შეაფასა, 2019 წლის 12 ივნისი