საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა

06 სექტემბერი 2019
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შეიკრიბა მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის მიზნით. 

ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, ისინი გაეცნენ მთავრობის წევრობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დროის დაზოგვის მიზნით ფრაქციამ გადაწყვეტილება მიიღო პირდაპირ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასულიყვნენ.

„ჯერ ფრაქცია ამოწურავს თავის შეკითხვებს, ფრაქციის თითოეული წევრი გამოთქვამს საკუთარ აზრს და ამის შემდეგ მთავრობას ექნება შესაძლებლობა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პირველი კითხვის სახით მათ მიერ მომზადებული ვიდეომასალა წარადგინეს, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ასახავდა. ფრაქციის წევრთა შეკითხვებიც სწორედ ამ მოვლენებს, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენებს, ნიკა გვარამიასა და რუსთავი2-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეს, „თიბისი ბანკის“ საქმეს, უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხებს შეეხებოდა.

თუმცა, მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ტრიბუნასთან გამოვიდა, მას არ მიეცა პასუხების გაცემის შესაძლებლობა, რადგანაც ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მაშინ როდესაც პარლამენტში არ უშვებდნენ სხდომაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს, ისინი სხდომის გაგრძელების აზრს ვერ ხედავენ.

გიორგი გახარიას შეფასებით: „ის, რაც აქ ხდება, არის სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე. კარგად მახსოვს 20 ივნისის ღამეს ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები ამ დარბაზში და პირდაპირ ელოდებოდნენ როდის შემოიჭრებოდა ის ხალხი აქ. და მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ისხდნენ საათებით და ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ, კოლეგებო, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.

გალერეა

  • საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, 2019 წლის 6 სექტემბერი