ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

18 სექტემბერი 2019
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია და ფრაქციის წევრი ირმა ინაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ფრაქციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს შეეხო, რომელიც საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობას შეეხება. 

ასევე ვისაუბრეთ პოლიტიკური იარლიყების თემაზე და პოლიტიკური სპექტრის ხელოვნურად პროდასავლურებად და არაპროდასავლურებად დაყოფის თემაზე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ფრაქციის წევრებმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს გააცნეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონცეფცია და პლატფორმა, რომელიც სამხედრო მიუმხრობლობას უკავშირდება.

ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონცეფციაზე და ამ თემის პერსპექტივებზე, ჩვენს პლატფორმაზე, რომელიც სამხედრო მიუმხრობლობას უკავშირდება და რაც არის პირველ რიგში დასავლური მოდელი. არავითარ შემთხვევაში ეს მოდელი არ ითვალისწინებს უარი ვთქვათ ევროინტეგრაციაზე. პირიქით, ეს არიs ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მშვიდობიანი და საქართველოსთვის ამ ეტაპზე ყველაზე მისაღები მოდელი“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, 2019 წლის 18 სექტემბერი