„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ

24 ოქტომბერი 2019
„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებთან მისი პოლიტიკური პარტიის - „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის წევრის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს და საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული ეკონომიკური განვითარების ხედვას შესთავაზებს.

ჩვენი პარტიის - „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ გუნდს სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკის სფეროში ალტერნატიული მიდგომები აქვს შემუშავებული. ჩვენ ვაპირებთ 2020 წლის არჩევნებში გავიმარჯვოთ და არსებული ლიბერალური და ნეოლიბერალური პოლიტიკა სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკით შევცვალოთ. არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენ განსხვავებული ეკონომიკური განვითარების რეფორმებს და ცვლილებებს განვახორციელებთ“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

ბრიფინგზე, როგორც პარლამენტის წევრმა აღნიშნა, 30 ნოემბერს პარტია ფართო წარმომადგენლობით ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის ხედვებს და ძირითად პრიორიტეტებს წარადგენს.

გალერეა

  • „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ, 2019 წლის 24 ოქტომბერი